კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეზარხოშებული ბენია ლუდის ბარში ძმაკაცებთან ერთად უზის სუფრას. უცბად ყველა გააჩუმა და ხმამაღლა გამოაცხადა:

– ვინც ასეთ ათ კრუშკა პივას დალევს‚ 500 დოლარს ვაძლევ!

ყველა გაისუსა – კათხა ძალიან დიდია. მხოლოდ რაჟიკია წამოდგა‚ ჩუმად წავიდა გასასვლელისკენ და კარში გაძვრა. ნახევარი საათის შემდეგ‚ კარი შემოაღო და ბენიას გასძახა:

– აბა‚ ნაძლევი ძალაშია?

ბენიამ ირონიულად დაუქნია თავი და ბარმენს ანიშნა – ათი კათხა ლუდი გადმოუდგიო. მთელი ბარი გასუსული უყურებდა‚ როგორ დალია რაჟიკიამ სულმოუთქმელად ათივე კათხა. ბენიამ უსიტყვოდ ჩაუთვალა ხუთი ასდოლარიანი და ჰკითხა:

– რაჟიკიას ვენაცვალე‚ ერთი ეს მითხარი‚ თუ დალევა შეგეძლო‚ ეს ნახევარი საათი სად დაეხეტებოდი?

– სიმონიკას დუქანში გადავედი‚ თავი გამოვცადე‚ შევძლებდი თუ არა დალევას...



***

ორი დაქალი ერთმანეთს პაემნების შესახებ შთაბეჭდილებას უზიარებს.

– საშინელება იყო: წამიყვანა სახლში‚ მაშინვე თავი მიკრა საწოლში და ხუთ წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო‚ ხვრინვა ამოუშვა.

– მე კი წუხელ თავი ზღაპარში მეგონა! წავედით რესტორანში‚ არაჩვეულებრივი ღვინო დავლიეთ‚ წავედით მასთან‚ ორსაათიანი საალერსო უვერტიურა‚ საათი – სექსი‚ შემდეგ კი მთელი საათი ვლაპარაკობდით ყველაფერზე... სუპერი იყო!

ამ დროს ქალაქის მეორე ბოლოში, ბარში ორი მამაკაცი საუბრობს:

– მაგარი საღამო მქონდა: ეგრევე „ბაითში“ ავედით‚ სექსი‚ ძილი... მშვენიერ ხასიათზე ვარ!

– მე კი კოშმარი მქონდა. იძულებული გავხდი‚ რესტორანში წამეყვანა‚ იქ ოფიციანტმა ყველაზე ძვირი ღვინო მოგვიტანა‚ უხერხული იყო‚ ავიღე... სისულელე‚ ალკოჰოლის ნატამალი არ ჰქონდა... სახლში ავედით‚ ორი საათი ვერაფერი მოვახერხე... მერე კი ერთი საათი ვეღარ დავიძინე...



***

– ბატონო პატრულო‚ ეს ცხოველი მეცა და ჩემი გაუპატიურება უნდოდა!

– ტყუილს მეუბნებით‚ ქალბატონო! არც ერთი ცხოველი თქვენს გაუპატიურებას არ მოინდომებს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ‚ როგორი გემოვნებიანები არიან ისინი ამ საკითხში!..


скачать dle 11.3