კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გალფ ჯორჯია” – საუკუნოვანი ისტორიის მქონე, მსოფლიოში ცნობილი კომპანია ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე

 

 

კომპანია „გალფ ჯორჯია” ქართული საზოგადოების წინაშე პომპეზური პრეზენტაციით წარდგა! კომპანიამ, რომელიც მსოფლიოში  ცნობილი,  საუკუნოვანი ისტორიის მქონე „გალფ ოილ ინტერნეიშენალის”  დისტრიბუტორია საქართველოში, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ოპერირება წარმატებულად დაიწყო. მაღალი ხარისხი, მსოფლიო სტანდარტები და  ქართველი მომხმარებლისთვის ხელსაყრელი  პირობები – ეს „გალფ ჯორჯიას” სავიზიტო ბარათია, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის...

   კომპანია  „გალფ ოილი”, როგორც „შევრონის” შვილობილი კომპანია, ამერიკაში, ტეხასის შტატში დაარსდა 1901 წელს. დღეისათვის „გალფ ოილ ინტერნეიშენალი” ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური ნავთობპროდუქტების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ის ორიენტირებულია  უმაღლესი ხარისხის მქონე ნავთობპროდუქტებისა და საპოხი მასალების რეალიზაციასა და მომსახურებაზე. „გალფ ჯორჯია” არის შ.პ.ს Energy Investment Venture-ის 100-პროცენტიანი შვილობილი კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების ენერგოჯგუფისა, რომელიც ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში. 

ქართული დოსიე: საქართველოში ამ კომპანიამ უკვე განახორციელა 40-მილიონიანი ინვესტიცია; ის შეუერთდა „გალფ ოილ ინტერნეიშენალს” საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ოპერირებაში. „გალფ ჯორჯიას” მიზანია „გალფ ოილ ინტერნეიშენალის” საერთაშორისო მაღალი სტანდარტის დანერგვა და უმაღლესი ხარისხის პროდუქტების იმპორტი საქართველოში; ასევე, ნავთობპროდუქტების რეალიზაცია როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში. „გალფ ჯორჯია” გეგმავს რევოლუციურ ცვლილებებს საქართველოს საწვავის ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვით, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებითა  და  ხარისხის უზრუნველყოფით გალფის ლონდონის შტაბ-ბინის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა გაზარდოს როგორც ეფექტურობა, სიზუსტე და საიმედოობა, ასევე, პროდუქტების მაღალი ხარისხი კომპანიის სადგურების რებრენდინგის, განახლებისა და აღდგენის მიზნით. 

„გალფ ჯორჯიამ” მოახდინა რენოვაციისა და რებრენდინგის პროგრამის ინიცირება იმისთვის, რომ პოპულარული ბრენდი გლობალური მასშტაბით დამკვიდრდეს საქართველოში, კომპანიამ შეისყიდა ავტოგასამართი სადგურები „სენტასგან“, „მაგნატისა“ და NRG-ისგან. დღეისთვის მოქმედებს 88 ავტოგასამართი სადგური, მათი რაოდენობა ორი წლის განმავლობაში 120-მდე გაიზრდება. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა, როგორც კომპანიაში  აცხადებენ, სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ ძველ კადრებს.  

გიგი უგულავა (თბილისის მერი): მივესალმები ახალი ბრენდის შემოსვლას თბილისისა და შემდგომ უკვე საქართველოს ბაზარზე. ეს  სიახლე ჩვენი  ქალაქისთვის ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: რაც უფრო მეტი ბრენდი იქნება წარმოდგენილი და დივერსიფიცირებული, მით მეტი იქნება კონკურენცია, რაც  მთავარი პირობაა იმისა, რომ საწვავის ფასი იყოს ხელმისაწვდომი და არა სპეკულაციური. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დამატებითი სამუშაო ადგილები. თბილისში ამ კომპანიის წყალობით 600-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.   

ლევან ახვლედიანი („გალფ ჯორჯიას”  კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი): ჩვენი კომპანია ცნობილი ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენელია მთელ რეგიონში.  კომპანია იცავს ათეული წლების განმავლობაში დადგენილ სტანდარტებს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის დაცული და იმავე სტანდარტებით იქნება წარმოდგენილი საქართველოშიც.  2012 წლის ბოლოსთვის ჩვენი ავტოგასამართი სადგურები მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას,  უკვე დაწყებულია რებრენდინგის პროცესი.  კომპანია  წარმოდგენილი იქნება ფართო სპექტრით: საწვავი, საპოხი მასალები, საგზაო ბიტუმი,  საავიაციო ზეთები. ჩვენ შემოვიტანთ ბრენდის ყველა სამოდელო პროდუქტს, თუმცა, ამ ეტაპზე,  ჯერ საწვავით შემოვიფარგლებით.          

კომპანიის პრეზენტაცია  და შემოსვლა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე შედგა! ოფიციალური პრეზენტაცია  10 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა, რომელთა შორის „გალფ ოილ ინტერნეიშენალის” სათავო ოფისის ხელმძღვანელებიც იყვნენ, დამსწრე საზოგადოებას თავისი გეგმების შესახებ გააცნეს. პომპეზური იყო  პრეზენტაციის არაოფიციალური მხარეც – იმავე საღამოს კომპანიის ოფისში უამრავი სტუმარი შეიკრიბა. და მასპინძლებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ, რომ წვეულება განსაკუთრებით ხმაურიანი და ხალისიანი ყოფილიყო.  სტუმართა შორის იყვნენ  ხელისუფლების ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, ხელოვანები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და, უბრალოდ, „გალფის” ახალი მეგობრები.  წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრებმა მასპინძლებს დიდი წარმატებები უსურვეს და, დიჯეის ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე,  „გალფის” პირველი და ულამაზესი ტორტიც გაიჭრა...

 

 

скачать dle 11.3