კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მინდა, ობოლი ვიყო“

 

 

თქვენ?!

„თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინა-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ“,  – ამ სიტყვების ადრესატი დღემდე ერის ერთადერთ (ჩემი აზრით, უალტერნატივო) მამადაა აღიარებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა ასე არ ფიქრობს, ხოლო, რაკი დემოკრატიაა, აზრთა სხვადასხვაობაც მისასალმებელი თუ არა, ასატანია. ჰოდა, რაკი ასატანია, შევიტყვეთ, რომ რეჟისორი გიორგი შენგელაია ახალი გაერთიანების შექმნას გეგმავს, სავარაუდო სახელწოდებით: „ერის მამები“.  ასეთებად იდეის ავტორს წარმოუდგენია: კვალიფიციური და საკუთარი საქმის მცოდნე ადამიანები. უფრო მეტიც, ბ-ნ შენგელაიას (უმცროსს) შესაძლო კანდიდატურებიც შეურჩევია, თუმცა, რაკი შერჩეულთა აზრი არ ვიცით (არიან თუ არა თანახმანი „ერის მამობაზე“, მით უფრო, რომ მათ შორის პირადად ჩემთვის მეტად საპატივსაცემო ადამიანები არიან), ჩამოთვლისგანაც თავს შევიკავებ.

შესაძლოა, ამ იდეას ხორცი არც შეესხას (ერის მამის პოვნა რომ ადვილი იყოს, აქამდე ათს მაინც ხომ გამოვჩხრეკდით?!), მაგრამ, რაკი კვლავაც მამის იმედად ვართ, ვფიქრობ, გუნება-განწყობილების გამოსაკეთებლად ქვემომოყვანილი, მართალია, საბჭოური, მაგრამ მაინც უნივერსალური ანეკდოტი დაგვეხმარება.

ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოთა გლეხები მოინახულა. მივიდა ერთ სოფელში. წარუდგა გლეხი ივანოვი.  გენსეკმა ჰკითხა: ვინ არის დედაშენი? რა თქმა უნდა, პარტია! ვინ არის მამაშენი? თქვენ, ნიკიტა სერგეევიჩ. რას ისურვებ? ძროხა მყავს და ხარიც არ მაწყენდა. გენმდივანმა ივანოვისთვის ხარის მიცემა ბრძანა.

მეორე სოფელში გლეხი პეტროვი წარუდგინეს. მასაც იგივე კითხვები დაუსვა გენმდივანმა: ვინ არის დედაშენი? რა თქმა უნდა, პარტია! ვინ არის მამაშენი? თქვენ, ნიკიტა სერგეევიჩ. რას ისურვებ? ტრაქტორი მაქვს, მაგრამ საწვავზე ფული აღარ მყოფნის. გენმდივანმა პეტროვისთვის საწვავის გამოყოფა ბრძანა.

მესამე სოფელში გლეხი რაბინოვიჩი წარუდგინეს. ვინ არის დედაშენი? რა თქმა უნდა, პარტია! ვინ არის მამაშენი? თქვენ, ნიკიტა სერგეევიჩ. რას ისურვებ? მინდა, ობოლი ვიყო!

თქვენ?!

 

скачать dle 11.3