კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანილს მისაძალებლები

 

 

„მიყიდნია, გამიტყავებია, ჩამომიკიდნია“, ფასიც დამიდვია

ხორცის ფასი შეიძლება, ითქვას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პირდაპირპროპორციულად იზრდება: ხორცით მოვაჭრეები და სრულიად ქართული ოპოზიციური სპექტრი (მათ შორის კი, ყველაზე აქტიურად „ქრისტიან-დემოკრატები“) ამ ფაქტს ხელოვნურ ბარიერებსა და ხორცის მონოპოლისტებს უკავშირებდნენ. თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრს პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული (იქნებ, ჩიჩიაც). მისი წყობილებიდან გამოყვანა „ქრისტიან-დემოკრატთა“ ლიდერის, ბ-ნი თარგამაძის ქვის გამხეთქავმა არგუმენტმაც ვერ მოახერხა:  ხორცზე ქართული და ლონდონური ოქსფორდ სთრითის ფასები ემთხვევაო (ესე იგი, ოქსფორდ სთრითის მაჯისცემასაც უგდებს ყურს, არა მხოლოდ რუსთაველის გამზირს). უფრო მეტიც, ამის გამო თვით ბ-ნი კვეზერელის გადაყენებაც კი მოითხოვა, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-ნმა დარჩიაშვილმა ეს მოთხოვნა საბჭოურ გადმონაშთად შეაფასა. თავისუფალ ქვეყანაში ბაზარი არეგულირებს თავისუფალ ფასსო (სამწუხაროდ, ბ-ნ დარჩიაშვილს აღარ დაუმატებია, რომ თავისუფალ ქვეყანაში პენსიონერსაც იმავე სიხშირით აქვს ხორცის მირთმევის საშუალება, როგორც თანამდებობის პირს). ასეა თუ ისე, ბ-ნი კვეზერელიც თავის სკამზეა, ხორცის ფასსაც ცეცხლი უკიდია, მოკამათე დეპუტატები კი უხორცობას მაინც არ უჩივიან.

ამ კამათ-კამათში ენა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც ამოიდგა და მოგვახსენა, რომ ცალკეული ჯგუფები ხორცის ფასს სპეკულაციურად ზრდიდნენ. მართალია, გვარები არ დაგვისახელა, მაგრამ უახლოეს მომავალში, თუ სამზარეულოებში მთლად თავზე საყრელი ხორცით ვერა, „პრობლემის მოგვარებით“ დაგვაიმედა.

 ხოლო, ვიდრე მოგვიგვარებს, ევროპაში ე-კოლის ნაწლავური ინფექცია ახლა უკვე ხორცშიც აღმოჩნდა, თუმცა ადგილობრივმა სპეციალისტებმა ქართველი ხორცის მომხმარებელი დაამშვიდეს: ევროპიდან ხორცი არ შემოდის, საქართველოში იმპორტირებული გაყინული ხორცის სამშობლო ინდოეთიაო (თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდოეთში ძროხა წმიდა ცხოველია და მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით უნდა მიიცვალოს, არ მგონია, ეს, მაინცდამაინც, სანუგეშო ინფორმაცია იყოს).

ერთი სიტყვით, რაკი ხორცის გარშემო ვითარება უკიდურესად მწვავეა, იქნებ მწვანილს მივეძალოთ (კონა ორი შაურია) და, სხვა თუ ვერაფერში წავადგებით ჩვენს სამშობლოს, ევროპული სტანდარტების ტანადობა მაინც დავიყენოთ?!

 

скачать dle 11.3