კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მხეცი“, განრისხებული გენერალი და სასტიკად ნაცემი მედესანტეები

 

სამოციანი წლების მიწურულს მაიორის წოდება მომანიჭეს და გენერალ-ლეიტენანტმა ანტონ სიდორენკომ, რომელიც კიევის ოლქის სარდალი იყო, გარნიზონის კომენდანტად დამნიშნა. ჩემი მოვალეობა იყო ჰაუპტვახტების ზედამხედველობა და ყველაფერი, რაც კი წესრიგს უკავშირდებოდა. ეგრეთ წოდებულ „ვაენგარადოკს“ უზარმაზარი ტერიტორია ეკავა კიევთან ახლოს და მის ინფრასტრუქტურაში სპეციალური პოლიგონი, ცენტრალური ჰაუპტვახტი და ოლქის ადმინისტრაციული კორპუსებიც შედიოდა. თავად ანტონ მატვეევიჩ სიდორენკოც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და მუშაობდა. ჩვენს სპეცპოლიგონზე თითქმის ყოველთვიურად იმართებოდა სპეციალურ ქვედანაყოფთა სამხედრო მანევრები და იქ საბჭოთა კავშირის არმიის საუკეთესო ძალები იყრიდნენ თავს. აგვისტოს მესამე დეკადაში სპეცძალთა მორიგი მანევრები დანიშნეს და ყველა ელიტური ქვედანაყოფი ჩვენთან ჩამოვიდა. სხვებთან ერთად იქ ციმბირიდან გადმოსროლილი სპეცჯგუფები „სნეჟენკა“ და რიაზანის საჰაერო-სადესანტო ძალების ერთ-ერთი საუკეთესო სპეცჯგუფიც განლაგდა. რიაზანელები ჩხუბისთავობით და შარიანობით იყვნენ ცნობილნი. მათ ყველა ერიდებოდა. მათი ვიზიტი ყოველთვის არასასიამოვნო სიურპრიზით მთავრდებოდა.

სპეცჯგუფები პატარ-პატარა სამხედრო ბარაკებში იყო განთავსებული. თითო ოთახში სამ-სამი სამხედრო ცხოვრობდა. „სნეჟენკას“ ერთი მეომარი, ვინმე ტატიანა კი გამონაკლისი გახლდათ, ის სამსაწოლიან ოთახში მარტო ცხოვრობდა. ტატიანა 23 წლის ქერათმიანი, ტანწერწეტა ქალიშვილი იყო და გარეგნობით ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა. „სნეჟენკას“ რიგითი მებრძოლი პოლიგონზე მყოფ ყველა ჯარისკაცს უყვარდა. სწავლების დაწყების წინა ღამეს „სნეჟენკას“ ერთ-ერთი ბარაკიდან საშინელი ყმუილისა და ბღავილის ხმა გაისმა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. ისეთი აურზაური ატყდა, რომ ღამის 3 საათზე, მთელ გარნიზონს გაეღვიძა. ყველანი იმ ბარაკთან შევიკრიბეთ, საიდანაც ხმები ისმოდა. იქვე „სნეჟინკას“ მეთაური, პოლკოვნიკი ელისეევი იდგა და ზანტად იქნევდა თავს.

– რა ხდება მირონ კარპოვიჩ? – ვკითხე ელისეევს.

– ეტყობა, ტანიჩკას დაუპატიჟებლად, ეწვივნენ სტუმრები – მითხრა პოლკოვნიკმა.

მართლაც, ხუთიოდე წუთის შემდეგ, ქერათმიანმა ლამაზმანმა ოთახის კარი გააღო და იქიდან ოთხი, სასტიკად ნაცემი ბრგე ჯარისკაცი გამოათრია. ბიჭები ფეხზე ვერ იდგნენ. ოთხივე რიაზანელი მედესანტეები აღმოჩნდნენ და ისე მძიმედ იყვნენ დაშავებულნი,  სასწრაფოდ სტაციონარში გადავიყვანეთ. იქ მათ სასწრაფო დახმარება გაუწიეს და იქვე დაიტოვეს. დილით კი გაირკვა, რომ ყოჩაღი მედესანტეები ტანიასთან დროის გასატარებლად მივიდნენ, საბოლოოდ კი, საავადმყოფოს პალატაში აღმოჩნდნენ. 

ოლქის სარდალი ანტონ სიდორენკო კიევში იყო წასული და ამ ინციდენტს არ შესწრებია. რომ დაბრუნდა, ყველა ქვედანაყოფი პლაცზე განალაგა და ჩამოუარა.  გენერალ-ლეიტენანტი ტანიას წინ შეჩერდა, რომელიც თავაწეული იდგა „სნეჟინკას“ მებრძოლებთან ერთად.

– რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, შე მხეცო, გადამეტებული ძალის გამოყენებას თავი დაანებე-მეთქი? ხვალ მნიშვნელოვანი მანევრებია და ოთხი საუკეთესო მებრძოლი მწყობრიდან გამოიყვანე, – უთხრა გენერალმა ტანიას, შემდეგ მომიბრუნდა და მიბრძანა:

– რიგითი ტატიანა სიდორენკო დააპატიმრეთ, საბრძოლო იარაღი აჰყარეთ და ჰაუპტვახტში ერთი კვირით ჩასვით, სანამ სწავლება არ დამთავრდება. მანევრებზე ჩვენ ჯარისკაცები გვყავს და არა მხეცები, – დაასრულა გენერალმა და შტაბის შენობისკენ გაემართა.

– ამხანაგო გენერალო, მაპატიეთ, – ატირდა „მხეცი“, – მამა, მამა! – იცრემლებოდა გენერლის ერთადერთი ჯარისკაცი-ქალიშვილი და მორჩილად მომყვებოდა ჰაუპტვახტისკენ...

ვიცე-პოლკოვნიკ იური კაკულიას

ნაამბობის მიხედვით

 

скачать dle 11.3