კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

 

* კონიაკის დასაძველებლად გამოსაყენებელ სპეციალურ კასრებს არ რეცხავენ, მას ორთქლში ატარებენ.

* „სამყარო ძლიერ შეიცვალა, ყველას უნდა, წიგნები წეროს და შვილებიც არ უჯერებენ თავიანთ მშობლებს“, – ასე წერია ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში.

* 1603 წლიდან მოხდა ვარსკვლავების კლასიფიკაცია მათი სიკაშკაშის მიხედვით და შესაბამისად დაერქვა: ალფა, ბეტა, გამა და ასე შემდეგ. თუმცა, ვარსკვლავების სიკაშკაშე დროთა განმავლობაში იცვლება, შესაბამისად, იცვლება მათი ადგილებიც კლასიფიკაციაში.

* კუნძულ იავაზე გამოსცეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალდაქორწინებულები ვალდებული არიან, დარგონ ნაყოფის მომცემი ხე. მეორედ დაქორწინებულები სამ ხეს რგავენ. 5 ხეს  რგავენ წყვილები განქორწინების შემთხვევაში.

* სანკტ-პეტერბურგის საარტილერიო მუზეუმის ეზოში განლაგებულ ზარბაზანთა ლულის დიამეტრებია: „დიდი დრაკონის“ – 145 მილიმეტრი, „დათვის“ – 180, „წითურა ლომის“ – 195, „პატარა ფისოსი“ კი – 273 მილიმეტრი.

* ჩვიდმეტი წლის ფინელმა ბიჭუნამ, ჰარი პელიონრამ მიიღო უფასო საგზური ლაპლანდიის ერთ-ერთ კურორტზე. ეს  ჯილდო ტრადიციულ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის მოიგო, სადაც მან 5 წუთში 21 კოღო მოკლა.

* „იაპონელი“ – ასე დაარქვეს 71-კილოგრამიან, თვითნაბად ოქროს ზოდს, რომელიც 1901 წელს კუნძულ ჰოკაიდოზე იპოვეს. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ნაპოვნია 10 ათასი ასეთი დიდი წონის თვითნაბადი ოქროს ზოდი.

* გერმანიის ქალაქ ტორგაუში ლუდის ბარის მეპატრონემ მომწვანო-მოყავისფრო, კაქტუსის ფორმის, 2,5 მეტრის სიმაღლის კოშკი ააგო, რაზეც 4 400 ლუდის ქილა დახარჯა. ეს კოშკი მისი ბარის სიმბოლოდ იქცა.

* კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამბავაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანილის წლიური მოსავლის მესამედი დაწვეს, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ამ არომატული სანელებლის ფასის დაცემისთვის მსოფლიო ბაზარზე. ვანილი მადაგასკარის ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელია.

 

скачать dle 11.3