ბრძნული აზრები
დოსტოევსკი: ბუნებასთან შეხება და თანაზიარობა ყოველგვარი პროგრესის – მეცნიერების, განსჯის, ჯანსაღი აზრის, გემოვნებისა და კარგი მანერების საბოლოო სიტყვაა.
აკაკი: ვისაც გაჭირვება უნახავს, ვინც უბედურებაში გამოფოლადებულა, კაციც ის არის. ძველი დროის მწერლები, როდესაც გამოხატავენ გმირს თავის თხზულებაში, მაგალითად, ესქილე, ჯერ სამოთხიდან ჯოჯოხეთში ჩაუძახებდა, გამოადენინებდა სიმწრის წვენს და, ბოლოს, კლდეკაცად გადაქცეულს, გმირის სახელით აგვირგვინებდა.
***
ის ახალი დგმა, ანუ ახალთაობა, რომელიც ვერ სარგებლობს წინა დგმის ცხოვრებით და იმეორებს მათ შეცდომებს, საიმედო ვერ არის და მისგან ბევრს არ უნდა მოველოდეთ!
შოპენჰაუერი: გენიალური ადამიანი არ არის მხოლოდ მორალური არსება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები არიან; პირიქით, ის მრავალი საუკუნისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტის მატარებელი არსებაა. ამიტომაც, ის უმეტესად სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისთვის.
რუსო: გონების ენას მაშინ გავიგებთ, როცა გულზე გაივლის.
ვოვენარგი: მოწონების ხელოვნება – მოტყუების ხელოვნებაა.
რონი: როცა მუშაობთ, მაშასადამე, მუშაობთ, როცა ისვენებთ – ისვენებთ, ეს ორი გაგება არ აურიოთ.
ჩესტერფილდი: ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა მოითხოვენ თავისუფლებას, ყველაზე ძნელად გადაიტანენ ხოლმე მას.
ჰიუგო: არმიის შემოჭრას, შეიძლება, შეეწინააღმდეგო, იდეის შემოჭრას ვერ შეეწინააღმდეგები.
კორნელიუსი: თუმცა კანონი მკაცრია, მაგრამ, აუცილებლად დასაცავი.
ლაროშფუკო: კეთილგონიერება და სიყვარული არ არის ერთმანეთისთვის გაჩენილნი, იმის რაც უფრო იზრდება სიყვარული, მცირდება კეთილგონიერება.
სარნოვი: კონკურენცია უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის პროდუქტს და ადამიანების ცუდ თვისებებს ავითარებს.
ვებერი: ანტიკური კულტურა, პირველ ყოვლისა, თავისი არსით, ქალაქური კულტურაა.
ვოლტერი: ლექსები, რომლებიც ხალხს არ ასწავლიან ახალსა და ამაღელვებელ ჭეშმარიტებას, წაკითხვის ღირსნიც არ არიან.
დოჩანაშვილი: ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს.
ტალიუსი: სამართალს თუ ეძებ, მოუსმინე მეორე მხარეს.
მონტენი: ვინც ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ მოკვდნენ, იგივენი ასწავლიან მათ ცხოვრებას.
არისტოტელე: ურთიერთობიდან სიამოვნების მიღება მეგობრობის მთავარი ნაშთია.
როსტანი: გამომგონებლის სიამოვნებაა, აუწიოს ბუნებას კაბა.
სტერნი: ცოდნის წყურვილი, ისევე, როგორც სიმდიდრის წყურვილი, ძლიერდება, რაც უფრო მეტს ვიძენთ.
ჰეგელი: ვისაც დიადის მიღწევა სურს, თავი უნდა შეიზღუდოს; ხოლო, ვისაც სურს, ყველაფერს მიაღწიოს, ვერაფერს ვერ მიაღწევს.
შექსპირი: მუსიკა ახშობს ნაღველს.
ჰაინე: ქალები მართავენ ქვეყნიერებას, ისინი ადგენენ ისტორიას, თუმცა, ისტორიამ მხოლოდ მამაკაცების სახელები იცის.