– ჭიჭიკია‚ ქუთაისში ყველაზე მეტი მოსახლეობა რომელ რაიონშია? – გააჩნია‚ ძამია‚ ქარი საიდან ქრის...
ქალური ლოგიკა:
თუ შენ მოგწონს ქალის ფორმები‚ მაქმანებიანი საცვლები‚ გაფუჭებული კაცი ხარ‚ თუ არ მოგწონს – ცისფერი.
მამაკაცური ლოგიკა:
ჭკვიანი და ლამაზი ქალი „სტერვაა“.
ჭკვიანი და საშიში – ფილოსოფოსი.
შტერი და ლამაზი – ადვილი მოსაპოვებელი.
შტერი და საშიში – ჩვეულებრივი ქალი.
***
ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა. ცოლი ჩურჩულით უმხელს საიდუმლოს:
– წარმოგიდგენია? ჯულიმ მითხრა‚ რომ მის ქმარს სიფილისი სჭირს. ხო‚ ხო‚ შენს თანამშრომელ ნოდარს...
– აუ‚ ჩემი‚ დღეს ჩემს ოთახში შემოვიდა და მთელი სამი საათი იმდენი მელაპარაკა‚ ტვინი წაიღო... ახლა რა ვქნა?
– ნუ გეშინია‚ სიფილისი ასე არ გადადის...
– ხომ გითხარი‚ ტვინი წაიღო-მეთქი! მაინცდამაინც ის სიტყვა უნდა ვთქვა?
***
სამშობიაროში მივიდა დამწყები მაგი – უნდა, თავის ხელოვნებას რეკლამა გაუკეთოს. მთავარ ექიმს დიდხანს ეხვეწა‚ თუნდაც სამი ფეხმძიმე მოეყვანათ. როგორც იქნა, დაითანხმა... დაიწყო მათ წინაშე ცეკვა‚ თან ეუბნება:
– თქვენ ოღონდ ისურვეთ და, მე ვიზრუნებ‚ როგორიც გინდათ‚ ისეთი შვილები გყავდეთ‚ თუნდაც აინშტაინი...
– სულაც არ მინდა‚ აინშტაინი მყავდეს‚ მთავარია, ბიჭი იყოს‚ ჩვეულებრივი‚ ოღონდ, ჯანმრთელი, – თქვა ერთმა.
მეორემ:
– მეც ბიჭი მინდა‚ ოღონდ, მაგარი‚ დამოუკიდებელი...
მესამემ: ვაჟი იყოს‚ ინტელიგენტი‚ ზრდილობიანი...
დადგა მშობიარობის დღეც. პირველმა ჩვეულებრივად იმშობიარა – არანაირი გართულება‚ ჯანმრთელი ბიჭი გაჩნდა. დაეწყო მშობიარობა მეორეს. ბებიაქალი ცდილობს, მიეხმაროს...
– ხელები გაწიე‚ იდიოტო‚ მე თვითონ გამოვძვრები!..
მშობიარობა დაეწყო მესამეს‚ თუმცა, გადის დრო ორი‚ სამი‚ ოთხი საათი... გადაწყვიტეს, საკეისრო გაუკეთონ. გაჭრეს და, ხედავენ, იქ ტყუპებია‚ ორივე ბიჭი.
პირველი: მხოლოდ‚ თქვენ შემდეგ...
მეორე: როგორ გეკადრებათ‚ მხოლოდ თქვენ შემდეგ...
***
აღსრულდა ებრაელების ოცნება – ნაპოვნია ფულის კეთების იოლი გზა: „კოსმეტიკა – მკვდარი ზღვის ტალახისგან“.
***
მამაკაცი საზოგადოებრივი ტუალეტიდან უნდა გამოვიდეს. ხედავს, უხელო მამაკაცს პიჯაკი მოუსხამს, წვალობს‚ ვერაფერი მოუხერხებია...
– ძმაო‚ გთხოვ‚ მომეხმარე‚ ძალიან მიჭირს...
– ნუ, რადგან ასეა... – და შარვალი გაუხსნა.
– იქნებ „პისუარისკენ“ მიმართოთ‚ – სთხოვა ისევ პიჯაკმოსხმულმა.
შეცბუნებულმა მამაკაცმა ორი თითით‚ ზიზღით მოჰკიდა ხელი „პრიშჩიკებით“‚ გამონაყარით დაფარულსა და კანაქერცლილს... შემდეგ ყველაფერი მოუწესრიგა და ბოლოს მორიდებით ჰკითხა:
– კი მაგრამ‚ რა საშინელებაა‚ რა გჭირთ?..
– აბა‚ რა ვიცი... ყოველი შემთხვევისთვის‚ ვცდილობ‚ ხელით არ შევეხო...
***
– ექიმო‚ სულ მეჩვენება‚ რომ არავის არ ვუყვარვარ...
– გადი‚ მახინჯო‚ და კარიც გაიხურე!
***
მოსკოვში ჩასულ ჩუქჩას მასპინძელი ეუბნება:
– რიგის მიუხედავად‚ შემიძლია, დღესვე მოგახვედრო მავზოლეუმში.
– არა‚ მადლობა‚ მე კიდევ მინდა სიცოცხლე.
***
ცოლ-ქმარს სექსი უნდა და ბავშვის დაძინებას ელოდებიან.
– გიო‚ გძინავს? – გასძახა ქალმა.
– არა...
გავიდა ცოტა ხანი.
– გიო‚ გძინავს? – ახლა კაცი ეკითხება.
– არა...
მოკლედ, გადის ორი კვირა და ვერაფერს ახერხებენ... ყელში ამოუვიდა კაცს და, ერთხელაც, არ მძინავსო‚ რომ მიიღო პასუხი‚ ბავშვი კარგად მიტყიპა. მეორე დღეს დედამ სცემა და ასე გაგრძელდა მთელი კვირა. ბავშვმა ბებიას შესჩივლა. ბებიამაც დაარიგა:
– როცა შეგეკითხებიან‚ გძინავსო‚ შენ არაფერი უპასუხო‚ გაისუსე‚ ხმა არ ამოიღო...
ბავშვი ასეც მოიქცა და...
– მოდი‚ დავცხოთ! – გაუხარდა მამას.
– რატომ უნდა დამცხოთ?! – უცბად ატირდა ბავშვი.
***
შხამა სოკო და ქამა სოკო ტყეში გვერდიგვერდ დგანან. ხედავენ‚ კალათით ხელში მამაკაცი მოდის.
– ახლა ვიღაცას კისერში დანას გამოუსვამენ... – ამბობს შხამა სოკო.
– ახლა ვიღაცას მიწიხლავენ‚ – უპასუხა ქამა სოკომ.
***
რეკლამა:
მობილური კავშირის ახალი ტარიფი – „სუპერი“. აბსოლუტურად უფასო. არ არის შემოსული ზარები! არ არის გასული ზარები! მობილურ ტელეფონს ატარებთ პონტის გამო.
***
– გოგონა‚ გოგონა‚ რა გქვიათ?
– მომშორდი‚ საქონელო!
– რა მშვენიერი სახელია‚ თანაც, სუფთა ქართული...
***
– ვერ მეტყვით‚ მუხათგვერდის სასაფლაოზე როგორ მოვხვდე?
– ქუჩა პირდაპირ გადაჭერით და...
***
– გოგონი‚ ვიცი‚ ქართველი ხარ‚ ჩვენთან ასე არ ხდება... მაგრამ, ძალიან მომეწონე და, აი‚ 100 ლარს მოგცემ‚ სამაგიეროდ‚ ვერავინ ვერაფერს გაიგებს...
– 200 მომეცი და, ვისაც გინდა‚ იმას უთხარი.
***
მამაკაცი წიგნების მაღაზიაში შედის.
– იქნებ, მირჩიოთ რომელიმე საინტერესო წიგნი‚ თავი რომ ვერ ავიღო‚ ისეთი...
– ო‚ ნამდვილად გვაქვს კარგი დეტექტივი‚ ერთი ამოსუნთქვით იკითხება‚ მკვლელობების მთელი სერიაა‚ თუმცა, ვერავინ ხვდება‚ ვინ არის მკვლელი...
– შესანიშნავია‚ ზუსტად ასეთი მინდა...
– ახლავე ვნახავ‚ აი‚ „მკვლელი დარაჯი“... ინებეთ...