რატომ არის კარგი ხუთშაბათს ნივთის დაკარგვა და რომელი კვირის დღეა ენერგეტიკულად ყველაზე კარგი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის
კვირის თითოეული დღე საკუთარი ენერგიის მატარებელია. ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ შვიდივე დღეს თავისი, ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია. მაგალითად:
ორშაბათი ბრძნული ხასიათის მატარებელი დღეა. ამ დღეს ჭეშმარიტების ვერდანახვა და ვერშეცნობა ყველაზე ადვილია. შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. ეცადეთ, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი – ეს ცუდის მანიშნებელია.
სამშაბათი სურვილების ასრულების დღეა. თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. კარგია საყიდლების გაკეთება და სიურპრიზების მოწყობა. თუ ადამიანი გიყვართ, სწორედ ამ დღეს აუხსენით მას სიყვარული და ის გულგრილი ნამდვილად არ დარჩება თქვენ მიმართ.
ოთხშაბათი ახალი ამბებისა და ჭორების დღეა. ეს დღე სავსეა მოულოდნელობებით. თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სტაბილური თანაცხოვრება რჩეულთან გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, საიდუმლო გაუმხილოთ და პატიება სთხოვოთ, მაშინ ესეც სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.
ხუთშაბათი ძალიან სასიკეთოა სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ ამ დღეს რაიმე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ და არ ინაღვლოთ – ეს კარგის ნიშანია, რადგან ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება. ამ დღეს დანიშნული პაემნით თავად დარჩებით კმაყოფილი. ხოლო, თუ ხუთშაბათ დღეს სიყვარულში გამოუტყდით საპირისპირო სქესს, მაშინ, ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებთ სამომავლოდ.
პარასკევი მშვიდობის, სიმყუდროვისა და ბედნიერებს დღედ მოიაზრება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ კავშირსა და ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ ცხოვრებაში რჩეულთან ერთად, ამ დღეს დაოჯახება კი იღბლიანია.
შაბათი სწრაფი გადაწყვეტილებების დღეა. თუმცა, ამ დროს, ასევე, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ვინც მშვიდად და მიზანმიმართულად მოქმედებს, შაბათი მისი დღეა. არ ვარგა ამ დღეს ნაგვის გადაყრა და ჭურჭლის გატეხა – ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდება.
კვირა სიურპრიზების დღეა. თუმცა, ის სიყვარულისა და, ღალატის დღედაც მიიჩნევა. იყავით ფრთხილად, დაკვირვებით და საღი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. არ არის გამორიცხული, გარშემო მყოფების მხრიდან აგრესია სწორედ ამ დღეს წამოვიდეს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
ასე რომ, თუ გეცოდინებათ, როგორი ხასიათის მატარებელია კვირის თითოეული დღე, არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვეტილებების თამამად მიღება.