შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი და დაიბადა 1987 წლის 1 მაისს, დილის 10 საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის მეტად წარმატების მომტანი და თუ გაუმართლებს მას უცხოეთში?
პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასასვენებელი ინდუსტრია, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, შედარებით კარგი ქვეყნებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილი, ბრაზილია, პორტუგალია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი და კუნძული მალტა. თუ წარმატებების მიღწევა სურს უცხოეთში, უნდა გამოავლინოს მეტი ნებისყოფა, ორგანიზებულობა, მოთმინება, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
კითხვა: დავიბადე 1963 წლის 21 დეკემბერს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის ასტროლოგიური კუთხით მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია სახელმწიფოს ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ფსიქოთერაპია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედაგოგიური მოღვაწეობა, მედიცინიდან – პედიატრია.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 8 ოქტომბერს, დილის 11 საათსა და 30 წუთზე. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის მისაღები და რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: ხელოვნება, დასვენების ინდუსტრია, სასტუმროების ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, ფსიქოთერაპია; უცხოეთიდან კი მისაღები ქვეყნებია: დანია, ავსტრალია, შვეცია, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, პორტუგალია, ფილიპინები, რუსეთი.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას მირჩევთ?
პასუხი: ქვებიდან კარგია: ყვითელი იასპი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი ან ამეთვისტო. პროფესიებიდან კი მისაღებია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე; პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, არქიტექტურა, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 17 აგვისტოს, დილის საათებში. რომელი სფეროა ჩემთვის მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კარგი და წარმატებების მომტანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, ავსტრალია, ესპანეთი, პორტუგალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ტაილანდი, ფილიპინები, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღებია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, სპორტი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, მედიცინიდან – პედიატრია; ასევე, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, პედაგოგიკა.