კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

წამალაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წამალა.

ამავე ძირისაა გვარი წამალაიძე.

1250-1260 წლებში, შიომღვიმის სიგელში მოიხსენიება ვინმე წამალაისძე. მოწმეებად კი მოხსენიებულნი არიან არაიძე და წამალაძე.

საქართველოში 480 წამალაძე ცხოვრობს: თბილისში – 162, დუშეთში – 108, ყაზბეგში – 53. არიან სხვაგანაც. 

ფანიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფანია.

1710 წელს, აზატობის წიგნში, რომელიც რევაზ ჟორჟოლაძისთვის მიუციათ, მოხსენიებულია პეტრე ფანიაშვილი. 1721 წელს კი მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ფანიშვილი.

საქართველოში 110 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.

ბერუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერუა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ძალიან გავრცელებული იყო ქვემო ქართლში.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში იყო მამასახლისი ბერიკა.

მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ბერუა მოხსენიებულია ამეღაბარ გოსტაშაბიშვილის ყმების ნუსხაში.

საქართველოში 4 123 ბერუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 578, გორში – 937, ქარელში – 526. არიან სხვაგანაც.

ახვერდაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ახვერდა, რაც თურქულიდან ქართულად „ღვთის ნაბოძებს ნიშნავს“.

მზეჭაბუკ ჯავახიშვილის ყმების, ხოვლელებისადმი მიცემულ არზაში მოიხსენიება ახვერდა.

საქართველოში 261 ახვერდაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 93, თბილისში – 63, თელავში – 47. არიან სხვაგანაც.

ბიბილური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბიბილა.

„ხოლო იალბუზის კალთით ქსნის ერისთავი და არა ქვეფენიფნევლისგან, არამედ, იტყვიან ბიბილურობას“.

ბიბილურთა შტო-გვარია ქვენიფნეველი.

ქვენიფნეველები ფეოდალური საგვარეულოა. ისინი ცხრაზმისხევის (რომელიც ქსნის ხეობის ნაწილია) ფეოდალები ყოფილან. საგვარეულოს დამფუძნებელი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო „ძეგლ ერისთავთა“ ცნობით, იყო როსტომ ბიბილური. მეექვსე საუკუნეში როსტომს ცხრაზმის ხევში სამფლობელოდ მიუღია ქვენიფნევი, რის შედეგად მის გვარიშვილებს ეწოდათ ქვენიფნეველები. სახელი ქვენიფნეველი ბიბილურებში მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებამდე გვხვდება.

1721 წელს, იესე სოლოღაშვილთან მონასტერში მოიხსენიება ქიტია ბიბილური.

მთიულეთში არის სოფელი ბიბილიანი.

ამავე ძირისაა გვარები: ბიბილაური, ბიბილაშვილი, ბიბილურიძე, ბიბილაია.

საქართველოში 865 ბიბილური ცხოვრობს: თბილისში – 301, გორში – 298, ბორჯომში – 68. არიან სხვაგანაც.

საფარაშვილი

გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა – საფარა. საფარა იყო საკუთარი სახელიც.

ცნობილია გაბრიელ საფარელი, ათონის მონასტრის ქველმოქმედი. მისი ძმა, იოანე საფარელი, ბოლოს კათოლიკოსი გახდა. „იოანე კზი საფარელი“ იყო დავით აღმაშენებლის კრების თავმჯდომარე 1104 წელს.

ამავე ძირისაა გვარები – საფარიძე და საფარიშვილი.

საქართველოში 109 საფარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 41, საგარეჯოში – 18, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

საფარიშვილი – 28.

საფარიძე  – 710.

მსუქნიშვილი

გვარი ნაწარმოებია ადამიანის აღნაგობის მაჩვენებელი სიტყვისგან – მსუქანი.

მსგავსად ბევრი ქართული გვარ-სახელია წარმოქმნილი.

გვარ მსუქნიშვილის ეტიმოლოგიაზე ყურადღება გაუმახვილებია პროფესორ ალექსანდრე ღლონტს, რომელიც წერს, რომ გვარის ფუძეა მეტსახელი – მსუქანი.

საქართველოში 224 მსუქნიშვილი ცხოვრობს: თელავში – 146, თბილისში – 41, გურჯაანში – 8. არიან სხვაგანაც.

მანდარია

მანდარია მარღანიების შტო-გვარია.

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, ორი ძმა მოსისხლეობის გამო ლეჩხუმში გადასახლდა. მანდარიების ძმა დადიანს მოუკლავს. შურისმაძიებელმა ძმებმა თავადს ერთიანად ამოუძირკვეს უცხოეთიდან ჩამოტანილი ვაზის ჯიში  – „უსახლოური“.

ასევე, არსებობს სოფელი მანდაეთი, რომელიც თავის დროზე შედიოდა ქუთაისის ოლქის იმერეთის მაზრაში. ფიქრობენ, რომ სოფელს სახელი მანდარიების გამო შეარქვეს. ყველაზე ბევრი მანდარია სწორედ სოფელ მანდაეთში ცხოვრობს.

აგრეთვე, არსებობს მოსაზრება, რომ გვარი მანდარია წარმოიშვა მამაკაცის საკუთარი სახელიდან მანდარი, რომელიც ალექსანდრე ღლონტს ლეჩხუმში აქვს დაფიქსირებული.

საქართველოში 469 მანდარია ცხოვრობს: თბილისში – 150, ცაგერში – 98, ქუთაისში – 56. არიან სხვაგანაც.

მემშვილდიშვილი

მემშვილდიშვილი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შექმნილი გვარია. ადრე ქართლში ცხოვრობდნენ, შემდგომში კი ბევრი სხვა გვარის წარმომადგენლების მსგავსად, რაჭაში გადავიდნენ.

1448 წელს ღანირში მცხოვრებ მემშვილდიშვილს საყდრისთვის ემართა ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ყველი, კვერცხი, ხუთი კოკა ღვინო და ძღვენი.

1423  წელს ენაგეთში მცხოვრები მემშვილდიშვილი ბარათაშვილების გაყრისას ერგოთ გერმანოზსა და მის ძმებს.

1630 წელს ენაგეთელი მემშვილდიშვილი სვიმონ მეფემ მამულითურთ უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს.

სარქისა მემშვილდიშვილი 1665 წელს სუმბატა მურადაშვილის მიერ სუხინასა და გაბუსათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

საქართველოში 350 მემშვილდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 157, ონში – 58, გორში – 57. არიან სხვაგანაც.

ანუაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ანუა.

ბოგვში მცხოვრებმა გლეხმა, გიორგი ანუაშვილმა, 1829 წელს იქორწინა წალასყურში მცხოვრები გლეხის, ივანე შიუაშვილის ქალთან, 14 წლის მარიამთან.

საქართველოში 101 ანუაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 40, თბილისში – 30, გარდაბანში – 18. არიან სხვაგვანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3