კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უწოდებენ გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს „ეშმაკ გველთევზას“ და რას უწუნებენ მას ამერიკელი პოლიტოლოგები

 

სამხრეთ კორეელი დიპლომატი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რიგით მერვე, ამჟამად მოქმედი გენერალური მდივანი – პან გი მუნი  2007 წლის 1 იანვრიდან უძღვება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას. ბოლო ხანებში გავრცელდა ცნობა, რომ  ის მეორე ვადითაც გეგმავს დარჩეს გაეროს ოფისის მეთაურად. ალბათ, საინტერესო იქნება, გაეცნოთ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ბიოგრაფიას, რომლის სიტყვას, რიგ შემთხვევებში, გადამწყვეტი როლი ეკისრება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური კონფლიქტების გადაწყვეტაში.

* პან გი მუნი ჩხუნჩხონ-პუკტოს პროვინციის პატარა სოფელ იმსონში დაიბადა 1944 წელს – კორეაში იაპონელების მმართველობის ბოლო წელს. პან გი მუნის დაბადების შემდეგ, მისი მშობლები ქალაქ ჩხუნჯუში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც გაიზარდა კიდეც მომავალი დიპლომატი. მამამისს მცირე სასაწყობო ბიზნესი ჰქონდა, თუმცა კორეის ომის დროს იგი გაკოტრდა და ოჯახი იძულებული გახდა, ომისგან მოშორებით, საზღვრისპირა რაიონებში ეცხოვრა უკიდურეს გაჭირვებაში. მოგვიანებით, პან გი მუნი თავის მოგონებებში იხსენებდა, რომ პირველად ინგლისური საუბარი ამერიკელი ჯარისკაცებისგან გაიგო.

* საშუალო სკოლაში სწავლის დროს პან გი მუნი კლასის საუკეთესო მოსწავლე იყო. იმასაც ამბობენ, ინგლისური ენის შესწავლის მიზნით, იგი ყოველდღე 10-კილომეტრიან მანძილს ფარავდა ფეხით, რომ ამერიკელ მრჩევლებთან, რომლებიც ადგილობრივ ქარხნებში იყვნენ დასაქმებულნი ხელმძღვანელ პოსტებზე, ინგლისურად ესაუბრა და პრაქტიკა ჰქონოდა. 1952 წელს პან გი მუნმა თანაკლასელების თხოვნით, ინგლისურ ენაზე წერილიც კი მისწერა გაეროს მაშინდელ გენერალურ მდივანს დაგ ჰამერშელდს, რათა კორეელი ხალხის პრობლემები გულთან ახლოს მიეტანა. თუმცა, უცნობია მიაღწია თუ არა წერილმა ადრესატამდე. 1962 წელს პან გი მუნმა სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც წითელი ჯვრის ეგიდით იმართებოდა და როგორც გამარჯვებულს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება ერგო ჯილდოდ. პან გი მუნი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ერთ-ერთ მიღებაზე პირადად შეხვდა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს, ჯონ კენედის. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა ჟურნალისტებმა პან გი მუნს ჰკითხეს, თუ რაზე ესაუბრა იგი პრეზიდენტს. პან გი მუნმა უპასუხა – მე ვუთხარი მას, რომ მომავალი დიპლომატი ვარ და მოვა დრო, ჩემს სახელს  მთელი მსოფლიო გაიგებს-მეთქი.

* პან გი მუნმა სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი 1970 წელს მიიღო. შემდგომში ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ჯოზეფ ნაი – ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, რამდენიმე მსოფლიო დონის ნაშრომის ავტორი ნეოლიბერალიზმის კუთხით. იგი ასევე, არის მალტისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. კორეული ენის გარდა, პან გი მუნი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, იაპონურ და ფრანგულ ენებს. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ფრანგული ენა, რომელიც გაეროში სამუშაო 6 ენიდან, ერთ-ერთი პრიორიტეტულია, გენერალურმა მდივანმა არც ისე კარგად ისიც. 

* კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს პან გი მუნს მეტსახელი ჰქონდა „პან-ძიუსი”, რაც კორეულად „ბიუროკრატს” ნიშნავს. მისი თანამშრომლები იხსენებდნენ, რომ პან გი მუნი ბრწყინვალედ ფლობდა თავის საქმეს და მუშაობის დროს უმნიშვნელო დეტალებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევდა. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მომავალ გენერალურ მდივანს არ გააჩნდა საკმარისი ქარიზმა და რიგ შემთხვევებში,  უფროსობის დარწმუნებას ვერ ახერხებდა წამოწყებული პროექტების განხორციელების მართებულობაში. კორეული პრესა პან გი მუნს „ეშმაკ გველთევზას” უწოდებდა, რადგან ის მუდამ ახერხებდა უხერხულ კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას. მისი ქცევის სტილს კორეელი პოლიტიკის ექსპერტები „კონფუციურს” უწოდებენ. 

* პან გი მუნს დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი სძინავს და იგი არასდროს იგვიანებს სამსახურში. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას, სამი წლის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ აუღია შვებულება. ერთადერთი დღე, როდესაც მან სამსახური გააცდინა, მისი ქალიშვილის ქორწილს უკავშირდებოდა. ამბობენ, პან გი მუნს, მხოლოდ ერთი ჰობი აქვს – გოლფი. თუმცა, თამაშს იგი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ახერხებს.

* დასავლელი ექსპერტების აზრით, პან გი მუნის ხელმძღვანელობის დროს, გაერომ დაკარგა სტაბილურობის გარანტისა და საერთაშორისო ურთიერთობების რეგულატორის მთავარი როლი. კერძოდ, იმასაც ამბობენ, რომ გაერომ ხელი არ შეუშალა კოსოვოს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ. გარდა ამისა, პან გი მუნის დიპლომატიის კრახად მიაჩნიათ ის, რომ მან ვერ მოახერხა ფხენიანის გადარწმუნება, ჩრდილოეთ კორეას ხელი აეღო ბირთვული პროგრამის ამოქმედებისგან. ზოგ ამერიკელ პოლიტოლოგს ეჭვი ეპარება, პან გი მუნის ლიდერულ თვისებებში და მათი აზრით, მისი გენერალური მდივნის პოსტზე ხელმეორედ არჩევა, სასიკეთოდ არ წაადგება მსოფლიო ორგანიზაციას. 

* სკანდალური „ვიკილიქსის” მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ დიპლომატებს გაეროს გენერალურ მდივანზე თვალთვალი აქვთ დაწესებული და მის საქმიანობას დეტალურად შეისწავლიან. საიდუმლო  დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ ინსტრუქციის თანახმად, რომელიც 2009 წელს ჰილარი კლინტონის მიერ იყო ხელმოწერილი, ამერიკელი დიპლომატები ვალდებულნი იყვნენ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია გაეროში გამოყენებული პაროლების, სატელეკომუნიკაციო საშუალებების, პერსონალური გასაღებისა და ოფიციალური მიმოწერის შესახებ. გარდა ამისა, დიპლომატებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებას გენერალური მდივანი პან გი მუნი და ახდენს თუ არა რომელიმე მხარე მასზე გავლენას გადაწყვეტილების მიღების დროს. კლინტონის ინსტრუქციიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია გაეროს თითოეული ჩინოვნიკის პირადი ინფორმაციით: მათი საკრედიტო ბარათების ნომრებით, ელექტრონული ფოსტის მისამართებით, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლების დეტალური ბიოგრაფიული და ბიომეტრიული ინფორმაციით. პან გი მუნმა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მიღებული კონვენცია სრულად, პატივი სცეს მას და დაიცვას გაეროს იმუნიტეტი და პრევილეგიები. 

 

скачать dle 11.3