კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: საკუთრებაში მაქვს ცეცხლსასროლი იარაღი, გთხოვთ განმიმარტოთ, რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობს ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე? 

პასუხი: საქართველოს კანონით „იარაღის შესახებ”, იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:

 ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში;

გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.

იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;

გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;

დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;

ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;

ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან, 10 სამუშაო დღის ვადაში, განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;

თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკური დათვალიერების მიზნით, წარადგინოს შეძენის ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.

კითხვა: რომელი კატეგორიის სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები?

პასუხი: მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2 000 ლარს;

ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2 000 ლარს;

გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენისა და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

კითხვა: მყავს მსჯავრდებული შვილი, რომელთანაც მაქვს მიმოწერა. მაინტერესებს, კანონი როგორ იცავს ჩვენი მიმოწერის საიდუმლოებას და ასევე, რა სიხშირით შემიძლია, გავუგზავნო და მივიღო მისგან წერილები?

პასუხი: პატიმრობის კოდექსის მიხედვით, საქართველოში მსჯავრდებულსა და ბრალდებულს უფლება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნონ და მიიღონ წერილები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით. ადმინისტრაცია ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ბრალდებული/მსჯავრდებული საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. რაც შეეხება დახურული კონვერტით მიღებულ კორესპონდენციას, ის უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას შინაარსის გაცნობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციას ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, დამცველის (ადვოკატის), პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი. 

კითხვა: კანონით არის თუ არა განსაზღვრული, რას ნიშნავს რეკეტი და ვინ შეიძლება ჩაითვალოს რეკეტიორად?

პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახ დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლეობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ ის განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტიორის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა. რაც შეეხება რეკეტიორს, ეს არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტულია. აგრეთვე, უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა თუ რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სამშობლოს ღალატისთვის საქართველოდან გააძევონ საქართველოს მოქალაქე? 

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოდან  საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

 

скачать dle 11.3