კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 30 წლის ქალი ბიოლოგიურ დედას კახეთში და რატომ არ უნახავს მას მშობელი წლინახევრის ასაკიდან დღემდე

 

30 წლის თამრიკო ალექსანდრეს ასული ხეჩუაშვილი ეძებს დაახლოებით 45-47 წლის მარიამ გივის ასულ იმერლიშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, დაახლოებით 45-47 წლის მარიამ გივის ასულ იმერლიშვილს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა მე ჯერ კიდევ წლინახევრის ვიყავი. მას შემდეგ მე დედაჩემი თვალით არ მინახავს. ამჟამად მე თბილისში ვცხოვრობ, ხოლო, ჩემი ბიოლოგიური დედა, როგორც ვიცი, გათხოვდა და, შეიძლება, კახეთში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია. მე თვითონაც უკვე მშობელი ვარ და ძალიან მინდა დედის პოვნა. ერთადერთი, რაც მე მისგან დამრჩა, არის მისი ძველი ფოტო, რომელზეც ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ, იმედია, ვინმე იცნობს მას და გამოგვეხმაურება. 16 ივნისს არის ჩემი დაბადების დღე. რატომღაც, ამ თარიღს ყველაზე მეტად ველოდები, ასე მგონია, ამ დღეს დედაჩემს ვიპოვი ან დამიკავშირდება-მეთქი. ჩემთვის ყველაზე დიდი სასწაული სწორედ ეს იქნებოდა.

– როგორ დაიკარგა შენსა და დედაშენს შორის კავშირი, რა იყო ამის მიზეზი, მხოლოდ მშობლების დაშორება?

– ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როცა მე წლინახევრის ვიყავი. დედაჩემი საერთოდ არ მახსოვს, მხოლოდ ფოტოთი ვიცი. ძალიან ვგავარ დედას. საერთოდ, ჩემი მშობლები რაღაცნაირად ჰგავდნენ ერთმანეთს. ამ დროს ჩვენი ოჯახი კასპის რაიონში, ზემო ხანდაკში ცხოვრობდა. დედაჩემიც, როგორც ვიცი, იქ დაიბადა. მამაჩემისა და დედაჩემის დაშორების მიზეზი ის იყო, რომ მამაჩემი რაღაცაზე დააკავეს, ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს ვეღარ შეურიგდნენ. დაწვრილებით არც მე ვიცი, რა მოხდა. მშობლების გაყრის შემდეგ მე დედა აღარ მინახავს. მამა მასზე განაწყენებული იყო და მისი ხსენებაც არ უნდოდა. ის დედაჩემს ჩემს ნახვასაც უშლიდა. შეიძლება, მას უნდოდა, კიდეც, რომ ვენახე, მაგრამ მამის შიშით ვერ ბედავდა. დედის შესახებ რაც ვიცი, ის არის, რომ დედამისს (ანუ ბებიაჩემს) ლეილა ჰქვია, რომ დედას კიდევ ჰყავდა და – მანანა და ძმა – ნოდარი. ბიძაჩემი ერთხელ ნანახიც კი მყავს – მამაჩემს წავუყვანივარ ბავშვობაში სტუმრად. მაშინ ნოდარი ჯერ კიდევ უცოლშვილო იყო და თბილისში ცხოვრობდა. დედის შესახებ კი მოგვიანებით შევიტყვე, რომ გათხოვდა და ჰყავს ორი შვილი – გოგო და ბიჭი. როგორც ვიცი, ის კახეთში გათხოვილა. დედის ნათესავები კასპის რაიონში აღარ ცხოვრობენ. მეც, რა ხანია, თბილისში ვცხოვრობ. მამაჩემმა კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეირთო ცოლი და შვილიც ჰყავს. გამოგიტყდებით, რომ დედის ნახვა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ, უშედეგოდ.

– როდის გადაწყვიტეთ, დედა მოგეძებნათ და რა იყო ამის მიზეზი?

– სიმართლე გითხრათ, დედაზე განაწყენებულიც ვარ. ეს ბუნებრივიცაა ჩემი მხრიდან, რადგან, მთელი ეს წლები ის არც ერთხელ არ მინახავს. ხშირად მიფიქრია, ჩემი ნახვა რომ სდომოდა, აუცილებლად მოახერხებდა ამას და მამის შიში ხელს ვერ შეუშლიდა. მაგრამ, მე ხომ არ ვიცი დანამდვილებით, როგორ და რა იყო. ამიტომ, თუკი მას ვიპოვი, იმედი მაქვს, ყველა კითხვაზე პასუხსაც მივიღებ. თავად მეც უკვე მშობელი ვარ და ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ შვილი ვერ ვნახო. სამ დღეში 30 წელი მისრულდება. ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იქნება, წლინახევრის ასაკის შემდეგ უნახავი დედა მენახა. ჩემმა მეუღლემ იცის, რომ დედას ვეძებ და ყველანაირად გვერდში მიდგას. მასაც ძალიან უნდა, რომ დედაჩემი ვიპოვო. მართალია, ჩემს გაზრდაში დიდი წვლილი ბებიას (მამის დედას) მიუძღვის და, შეიძლება ითქვას, არაფერი დამკლებია, მაგრამ, ყველა ბავშვს უნდა, რომ გვერდით დედა ჰყავდეს. მეც ყოველთვის ძალიან მაკლდა დედაჩემი.

– როგორ ფიქრობთ, დედათქვენის ამჟამინდელმა ოჯახმა თუ იცის თქვენი არსებობის შესახებ და რა რეაქცია ექნებათ მათ თქვენს გამოჩენაზე?

– ვფიქრობ, შეიძლება დედაჩემმა მეუღლეს არ უთხრა ჩემ შესახებ არაფერი, მაგრამ, მისმა შვილებმა, ალბათ, იციან, რომ ნახევარდა ჰყავთ. იმედია, მათაც ისევე უნდათ ჩემი ნახვა და გაცნობა, როგორც მე. დაზუსტებით ვერ გეტყვით, იციან თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, მე მაქვს დედის პოვნის უფლება.

– როგორ გგონიათ, დედის პოვნის შემთხვევაში, როგორ აეწყობა თქვენი დედაშვილური ურთიერთობა?

– მართალია, მე დედა ბავშვობიდან არ მინახავს, მაგრამ, თუკი ის ნამდვილად მოინდომებს ჩემს ნახვას და ურთიერთობას, მე ყველანაირად შევეცდები, გავუგო ყველაფერში და ავაწყოთ ურთიერთობები, თუმცა, ალბათ, ეს ძალიან რთული იქნება დასაწყისში. ვერ დავიჯერებ, რომ მას არ აინტერესებს, როგორია მისი პირველი შვილი ამჟამად და როგორი ცხოვრება აქვს, ან, თავისი შვილიშვილის გაცნობა არ უნდოდეს, ვერ წარმომიდგენია. მამაჩემი დღემდე წინააღმდეგია, რომ მე დედა ვიპოვო, თუმცა, იცის, რომ მისი პოვნა მინდა და ვეძებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დედას ვიპოვი.

 

скачать dle 11.3