კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამჯობინა კახა ჩიქოვანმა ესპანელ გოგონებს ანუკი ქორქია

 

 ეს სიყვარული ნამდვილად წლის ამბავია – მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე კარგა ხნის წინ გამოჩნდა, ანუკი ქორქია არც ერთ სკანდალში არ გახვეულა, მასზე არასდროს უჭორავიათ და არავისთან დაუწყვილებიათ. დღეს ის ნამდვილად შეყვარებულია, მისი რჩეული ოცდაოთხი წლის კახა ჩიქოვანია. მათი ნაცნობობა ჯერ „ფეისბუქით” დაიწყო და შემდეგ რეალურ, ფერად თბილისში გაგრძელდა.

კახა: საქართველოში არ ვცხოვრობდი, მაგრამ ანუკის პოვნა როგორ უნდა გამჭირვებოდა, ის ხომ ყველგან არის, ტელევიზორში, ინტერნეტში, ჟურნალებში... ზაფხულობით ყოველთვის ჩამოვდიოდი თბილისში და ინფორმაცია აქაურ ამბებზე ყოველთვის მქონდა. 

– და იპოვე მაინცდამაინც ანუკი ქორქია, ცნობილი, ლამაზი გოგო.

– სიმართლე გითხრა, მართლა არ ვიცოდი, თუ ტელეწამყვანი იყო. მერე გავიგე, გადაცემები რომ მიჰყავს თურმე. ფიზიკურად მომეწონა ძალიან...

– და დაიწყეთ მეგობრობა.

– მეგობრობა არ დამიწყია, პირდაპირ ჩემი პოზიციით შევუტიე. თავიდან ერთმანეთს „ფეისბუქით” ვეკონტაქტებოდით, მერე კი უკვე ძალიან ბევრი საერთო მეგობარი რომ აღმოგვაჩნდა, მათ წრეში შევხვდით ერთმანეთს. ელექტრონული ხმის ჩამწერი კომპანია მაქვს ჩემი, რომლის გვერდიც მქონდა „ფეისბუქზე” გახსნილი და სწორედ ამ კომპანიის სახელით დავემატე. ერთი-ორჯერ მომწერა, მერე აღარ მწერდა. შემდეგ ისევ მომწერდა და ასე ვკონტაქტობდით. მეც თავს არ ვიკლავდი წერით. 

ანუკი: მინიბასის სურათი რომ ჰქონდა ადამიანს მთავარ ფოტოდ, რატომ უნდა მიმეწერა მისთვის?! გააჩნია განწყობას, თუ კარგ ხასიათზე ვიყავი და დროც მქონდა, მივწერდი, თუ მეგობრებს ველაპარაკებოდი, კომპანიასთან დიალოგი რატომ უნდა გამემართა?! ერთი-ორჯერ დამიდო ძალიან კარგი კომპოზიციები და მივხვდი, კარგი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა. მელომანი ვარ და ხშირად თვითონ ვწერდი, რამე კარგი კომპოზიცია მომეცი-მეთქი. როდესაც გავიცანით, მითხრა მინიბასი რომ გყავს მეგობრებში, ის მე ვარო.

კახა: ერთმანეთს ახალი წლის მერე, იანვარში შევხვდით. მივედი მეგობართან, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ანუკი თუ მომწონდა და იქ ეს დამხვდა. არ მიყვარს პირადულზე საუბარი და ასე არავის ვუყვები – ეს და ეს მომწონს-მეთქი.

– დაინახე-გადაირიე თუ რა დაგემართა?

– უკვე გადარეული ვიყავი. ვიცოდი, თავიდანვე, კარგი გოგო რომ იყო. 

ანუკი: ზოგადად, ჩემთან ურთიერთობაში ბიჭები რაღაცნაირად კომპლექსებიან და ამ კომპლექსებს სხვადასხვანაირად ავლენენ. ზოგი ზედმეტად აქტიურობს და თან საშინლად წითლდება, ნაწილი პირიქით – გეუხეშება თუ „გეტიპება” რატომ, ვერაფრით ვხვდები. მათი მანერები უკვე ზეპირად ვიცი და პირველი, რაც კახაში მომეწონა და დამაინტერესა, ზუსტად ამ მანერების არქონა იყო. ძალიან ჩვეულებრივად, გაწონასწორებულად მოიქცა, კონტაქტშიც შემოვიდა და ზედმეტიც არაფერი გაუკეთებია. მისმა არც ერთმა თვისებამ არ გამაღიზიანა – ყურადღებას კი მაქცევდა, მაგრამ არ შევუწუხებივარ დიდად. ნდობა გამოიწვია და ამ ნდობამ ნელ-ნელა ურთიერთობებიც ააწყო – მე გაგიყვან, სადმე ვისადილოთ, ყავა დავლიოთ... ასე ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი. უცებ ერთ კვირაში შეყვარებულები არ გავმხდარვართ. სადღაც, ორ თვემდე დაგვჭირდა იმისთვის, ჩვენს ურთიერთობას რაღაც სახელი დარქმეოდა.

– და ეს სახელი როგორ დაერქვა? როდესაც პირველი მიყვარხარ იყო?

– მე შენ მიყვარხარ – ასე არ უთქვამს. უკვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ჩახუტებით ურთიერთობა არ გვქონდა. ბაკურიანში იყო, ტელეფონი გათიშული მქონდა და ინერვიულა. მაშინ მითხრა – მიაქციე რა, ამ ტელეფონს ყურადღება. მაინტერესებს სად ხარ, როგორ ხარ, ვნერვიულობო. და დამშვიდობებისას მითხრა – კარგი, ჭკვიანად იყავი, მიყვარხარო. ეს იყო და ეს.

– შენგან როდის იყო საპასუხოდ ასეთი სიტყვები?

– მას შემდეგ, რაც კახამ რამდენჯერმე მითხრა ეს. მან რომ მითხრა, ზუსტად ვგრძნობდი, ჩემ შიგნითაც იგივე ხდებოდა, მაგრამ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს ამ სიტყვებისა და ზოგადად ურთიერთობების მიმართ. შესაბამისად, მინდოდა, ეს ისე მეთქვა,  ფასი ჰქონოდა. 

– შენი ანუკი როგორია, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ?

კახა: ენერგიული და სიცოცხლით სავსეა, მაგრამ ჩემთან მაინც, მგონია, განსხვავებულია, გაცილებით თბილი, თუმცა  – არა წყნარი. ერთს გეტყვი, რაც არ მომწონს და დანარჩენი ჩათვალე, რომ ყველაფერი მომწონს – საკმაოდ ჯიუტია.  ისე არ ვჩხუბობთ – რაღაც, ზოგად საკითხზე თუ ვიკამათებთ, მე სხვა აზრი მაქვს, მას სხვა, მაგრამ ეს ჩხუბში არასდროს გადაზრდილა. მშვიდად ლაპარაკს ვახერხებთ. 

– პირველი კოცნა...

ანუკი: ეს უკვე ძალიან პირადია – თბილი და მხოლოდ ჩვენი. ამიტომ, ჩვენთვის დავიტოვებთ. 

– მოდი, ცოტა შენზეც მოგვიყევი, როგორ მოხვდი ბარსელონაში?

კახა: თბილისში დავიბადე, გავიზარდე. ჩავაბარე უნივერსიტეტში, პირველ კორპუსში, დიპლომატიის ფაკულტეტზე. ორი წელი ვისწავლე, მერე თავი დავანებე და გადავწყვიტე, სწავლის გასაგრძელებლად ესპანეთში წავსულიყავი. თავიდან ვიფიქრე, ენის კურსებზე ვივლი-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, ინგლისური ისედაც ვიცი და ინგლისურად გავაგრძელებ სწავლას-მეთქი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, ბიზნესმენეჯმენტზე. დავამთავრე და ჩამოვედი. ახლა ვმუშაობ „სილქნეთში”, მარკეტინგში. 

– ესპანელმა გოგოებმა იქ როგორ ვერ დაგტოვეს?

– ვერ დამტოვეს. ანუკი რომ გამოჩნდა, ყველაფერი გადაფარა. ისე, კარგი გოგოები უფრო მადრიდში არიან, ბარსელონაში შეუხედავი გოგოებია. მაგრამ, სტუდენტურ ქალაქში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა ჩამოსული ახალგაზრდები. შესაბამისად, ბევრი კარგი გოგოც დადის. 

– ეჭვიანი ხარ? ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდით ანუკისნაირი გოგო გყავს, რომელიც სულ ყურადღების ცენტრშია.

– კი, ეჭვიანი ვარ. მაინცდამაინც ანუკის მიმართ კი არ ვარ ეჭვიანი და არ ვენდობი, ზოგადად, ასეთი ხასიათი მაქვს. საქმე ისაა, რომ ვერც ვთოკავ ამ ეჭვიანობას.

ანუკი: ჯერჯერობით ეს კონფლიქტის მიზეზი არ ყოფილა. ნდობა აქვს და სულ მეუბნება, ერთი წუთით არ იფიქრო, რომ შენ არ გენდობიო.  ეს მეც არ მიგრძნია, არც ერთხელ არ უთქვამს, სად იყავი, ხომ არ მატყუებ და მსგავსი რაღაცეები. უბრალოდ, არაფერს ტოვებს უყურადღებოდ. ფარულად აკონტროლებს ყველაფერს, ყველა ზარს, რომელიც ჩემს ტელეფონზე ირეკება. თუ დაინახა, რომ ბიჭის სახელი წერია, აუცილებლად მეკითხება, ვინ არისო. კი არ ჩხუბობს ამის გამო და ძაბავს ურთიერთობას, უბრალოდ, ფაქტია, რომ ყველაფერს დეტალურად აკონტროლებს. 

– იმედია, ეს დაშლასა და აკრძალვებში არ გადაიზრდება.

კახა: არა, რა თქმა უნდა. რაც არ მომწონს ვეუბნები და ჩემს აზრს ითვალისწინებს. რაიმეს აკრძალვა, არასდროს არ იქნება ჩემი მხრიდან. 

– არის ეს ის ურთიერთობა, რომელიც თეთრი კაბითა და ვარდის ფურცლებით დასრულდება?

ანუკი: იცი, რა არის?! თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ახლა ვართ და უფრო და უფრო გაღრმავდა ურთიერთობა, გასერიოზულებაზეც ვიფიქრებთ. ჯერჯერობით ორივე ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ურთიერთობაა და ექსპერიმენტის ჩატარება არ გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს და კითხვის ნიშნები და გულში ხინჯები ერთმანეთის მიმართ არ ჩაგვრჩენია, მაინც ვიცდით. ბევრი გოგოსგან გამიგია, მიყვარს, მაგრამ მის ამ და ამ თვისებებს ვერ შევეგუებიო. ასე არ ვართ. ბოლომდე მავსებს თავისი პიროვნებითა და პირიქით. 

– ერთმანეთის ოჯახის წევრები გაიცანით?

– კი, გავიცანით. ფანტასტიკური დედა ჰყავს. სანამ გავიცნობდი, ცოტა კი ვინერვიულე, მაინც უხერხული მომენტია. დედისთვის შვილის გვერდით ვინც არის, იმის ნახვა, ათმაგი ლუპის ქვეშ დგომაა და ამას განვიცდიდი. თუმცა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მართლა საოცარი ქალია და ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი, ასე რომ არ იყოს. მეგობრული, უშუალო, თავისუფალია. არაჩვეულებრივად მიმიღო. იგივე იყო ჩემს ოჯახთან დაკავშირებითაც. ყველას ძალიან მოეწონა და შეუყვარდა კახა. 

კახა: ძალიან საყვარელი ბებია ჰყავს. დედაც ცოტა ხნის წინ გავიცანი და კარგი ქალია, ძალიან მომეწონა. 

– ძაღლი და კატა როგორ შეგხვდნენ?

– ძაღლს ძალიან მოვეწონე, მაგრამ კატამ ყურადღება არ მომაქცია. 

 

скачать dle 11.3