კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუცა შანშიაშვილი შოთიკო კალანდაძის ახალ ფილმში

 

 რეჟისორმა შოთიკო კალანდაძემ, რომლის ნამუშევრებიც ყოველთვის გამოირჩევა სკანდალურობით და ეკრანებზე გამოსვლაც კი არ სჭირდება, რომ უკვე იწყება საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა, ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ფილმში, რომლის სამუშაო სახელწოდებაა „უცნაური სიყვარულის ამბავი”, მთავარ როლს, და საოცრად სექსუალური ნუცა შანშიაშვილი ასრულებს. 

შოთიკო კალანდაძე: ფილმის გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და კარგი მასალა გვაქვს. სულ ცოტა ხანში დავიწყებთ მის მონტაჟს. 

– როგორია ფილმის სიუჟეტი?

– ფილმი უცნაურ სიყვარულზეა, როცა გიჟური სიყვარული ისეთ რაღაცეებს გაკეთებინებს, რომლის ახსნაც შეუძლებელია. დღემდე ვერავის აუხსნია, რატომ კლავს მედეა შვილებს. თანამედროვე ქალებისთვის სიყვარულის მსგავსი გამოხატულება დღეს აუხსნელია. ჩემს ფილმთან დაკავშირებითაც იგივე ხდება. შეყვარებული წყვილის როლებს თამაშობენ ნუცა შანშიაშვილი და რატი ბახტაძე. პერსონაჟებს წარმოუდგენელი, უდიდესი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ, აკმაყოფილებენ ერთმანეთს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, მაგრამ მათ ურთიერთობაში მაინც ხდება ღალატი. 

– გოგოს მხრიდან?

– დიახ, გოგოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცთან გადასარევად გრძნობს თავს, „მიმალოტნი” სექსი აქვს ბიჭთან, რომლის როლსაც თემო საჯაია ასრულებს. ამ დროს მას შეყვარებული შეუსწრებს და... გოგო თავის შეყვარებულს კლავს. რატომ ღალატობს და რატომ კლავს იმ ადამიანს, რომლის გვერდითაც თავს უბედნიერეს ქალად გრძნობს – ეს არის მაყურებლისთვის ინტუიციურად მისაგნები პასუხი. ეს არის ურთულესი, დრამატული, ფსიქოლოგიურად ღრმა ფილმი. 

– როგორც ვიცი, ეს არის ერთ-ერთი ნოველა, რომელიც ნოველების სერიის ნაწილი იქნება.

– დიახ, ასეა. ეს არის კინო-ლექსის ფორმა, რომელიც, არ მინდა, ამბიციურად გამოვიდეს, მაგრამ, მე მოვიგონე, როგორც ახალი მიმდინარეობა. ხომ არსებობს რომანი, პიესა, მოთხრობა, ასევე ლექსი, რომელიც გრძნობებს მოკლედ და საოცრად ემოციურად გამოხატავს? სწორედ კინო-ლექსის ფორმატშია ეს ნოველაც გადაღებული. 

– ფილმში, რა თქმა უნდა, იქნება ინტიმური სცენებიც.

– დიახ, ფილმში არის ლოგინის სცენები, თუმცა, ეს არ არის ეროტიკა – რატომღაც ჩემი ფილმები ქართულ საზოგადოებაში ასე ფასდება, რაც მცდარია. ერთი რაღაც მინდა დავამატო: ფილმი გადაღებულია უმაღლესი ხარისხის კამერით, რაც საშუალებას მომცემს, ფილმი უცხოეთში გავიტანო. 

 

скачать dle 11.3