კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატარა მოდელების ფესტივალზე გამარჯვებული ბულგარელი პრინცესა გახდა

 პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, „არტ ჰოლში” ჩატარდა ხუთდღიანი საბავშვო ფესტივალი, სახელწოდებით – „მის პატარა უნივერსალი”. საღამო ფოიერვერკების, სადღესასწაულო ტორტისა და მუსიკის ფონზე გაიხსნა. პატარა მზეთუნახავები „ლიმუზინით“ მოიყვანეს და წითელ ხალიჩაზეც გაატარეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე სტილში შექმნილი ნაციონალური სამოსი. ფესტივალის ორგანიზატორი და პრეზიდენტი მაია თავაძე მრავალი წელია, ამ საქმიანობით არის დაკავებული და კონკურსს ყოველ წელიწადს სხვადასხვა ქვეყანა მართავს. წელს კი საქართველოში არჩია მისი ჩატარება. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები: ნიგერიიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან... ჟიურის გადაწყვეტილებით, გრან-პრის მფლობელი ბულგარეთის წარმომადგენელი – ლედა ვიდენოვა გახდა. გამარჯვებულს თავზე ოქროს გვირგვინი დაადგეს. დანარჩენ მონაწილეებს კი პრიზებად ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის საიუველირო ნაკეთობები გადაეცათ. ორი ქართველი ბავშვი მიიწვიეს სილამაზის კონკურსზე უცხოეთში. 5 ივნისს, ფესტივალის ბოლო დღეს, ორგანიზატორი და მონაწილეები სიღნაღს ესტუმრნენ და ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

скачать dle 11.3