კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო თეთრბატკნიანთა მბრძანებელი უზუნ ჰასანის საყვარელი მეუღლე და რა კავშირი ჰქონდა მას საქართველოსთან

 

ისტორიაში არიან ისეთი პიროვნებები, რომლებმაც ძალიან დიდ როლი ითამაშეს არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ თეოდორა კომნენი, რომელსაც სისხლით ნათესაობა აკავშირებდა საქართველოს სამეფო გვართან. მისმა მამამ კალო (ლამაზი) იოანემ საქართველოში ჰპოვა თავშესაფარი. აქ მან იქორწინა გიორგი მერვეს დაზე. სწორედ გიორგი მერვის, ამ ქართველი მეფის დახმარებით იოანემ მამამისი ჩამოაგდო ტახტიდან და ტრაპიზონის სამეფოს დაეპატრონა. კალო იოანესა და მისი ქართველი მეუღლის ქორწინების შედეგად მოევლინა ქვეყანას, კატერინა, იგივე თეოდორა, მუსლიმურ სამყაროში დესპინად ცნობილი. ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი მირიან მახარაძე, სწორედ ამ ქალბატონის შესახებ გვიამბობს.

– რა არის ცნობილი ისტორიაში დედით ქართველი თეოდორას შესახებ?

– თეოდორა იყო ძალიან ლამაზი. მისი სილამაზე არა მარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მთელ იმჟამინდელ მსოფლიოში იყო ცნობილი. ისეთი დიდი დამპყრობელი, როგორიც თეტრბატკნიანთა მბრძანებელი, უზუნ ჰასანი იყო, ტრაპიზონის პოლიტიკის დამცველედაც კი მოგვევლინა, იმ პირობით, რომ ამის შემდეგ მას  თეოდორას მიათხოვებდნენ. 

– იქორწინა თუ არა თეოდორამ უზუნ ჰასანზე?

– თეოდორა ძალიან ჭოჭმანობდა. ეს ჩანს იქიდანაც, რომ ქორწილის მოლაპარაკება 2 წელს გაგრძელდა. 1456 წელს, გარდაიცვალა კალო იოანე და თეოდორა გაათხოვა მისმა ბიძამ, ტრაპიზონის უკანასკნელმა იმპერატორმა, დავითმა. 

თეოდორას ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ქორწინების შემთხვევაში იგი რჯულს არ შეიცვლიდა. უფრო მეტიც, მან გათხოვების შემდეგ, არათუ რჯული შეიცვალა, ამ ვეებერთელა მუსლიმურ სახელმწიფოში 5 ათასამდე ქრისტიანი მრევლი წაიყვანა. ეს, ერთი შეხედვით, იმ ეპოქისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. თეოდორას სიყვარულით გაოგნებულმა უზუნ ჰასანმა, რომელიც ყოველთვის ისლამის დროშის ქვეშ იბრძოდა, თავის სახელმწიფოში ეკლესიების მშენებლობა დაიწყო. დღესაც გვხვდება დიარბაქირის ტერიტორიაზე უზუნ ჰასანისა და თეოდორას მიერ აგებული ეკლესიები. ცნობილია ისიც, რომ თეოდორა, არა მარტო რჯულზე, არამედ თავის სამშობლოზეც ზრუნავდა. 1461 წელს თურქებმა დაიპყრეს ტრაპიზონის სამეფო, მთელი კომნენოსთა გვარი ადრიანოპოლში გადაასახლეს. ორი წლის შემდეგ თეოდორას მითითებით, თეთრბატკნიანთა და ვენეციის სავაჭრო სახელმწიფოებმა კავშირი დადეს ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვის. სწორედ ამის გამო, თეოდორამ წერილი მისწერა თავის ბიძას – დავითს, რომ მას მალულად, თეთრბატკნიანთა სახელმწიფოში გამოეგზავნა მისი რომელიმე შვილი, ან ძმისშვილი ალექსი. ამით თეოდორა ფიქრობდა, რომ თუ თეთრბატკნიანები ოსმალებს დაამარცხებდნენ, იგი ტრაპოიზონის სამეფოს აღადგენდა და მასთან გაზრდილ კომნენოსს კვლავ ამ სამეფოს სათავეში მოიყვანდა. მას უნდოდა, რომ ტრაპიზონი კვლავ დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ქვეყანა გამხდარიყო. ანუ დამოკიდებული არც ოსმალებზე და არც თეთრბატკნიანთან არ ყოფილიყო. შესაძლებელია, იგი ფიქრობდა, სიბერე ისევ თავის ქვეყანაში გაეტარებინა და თავის სამშობლოში დამარხულიყო. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

– როგორ?

– მოღალატეები მეთხუთმეტე საუკუნეშიც მრავლად იყვნენ. იმპერატორ დავითის პირადმა ხელქვეითმა წერილის არსებობის შესახებ ოსმალეთის სულთანს, მეჰმედ მეორეს შეატყობინა. განრისხებულმა სულთანმა კომნენოსთა გვარის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ის იმდენად იყო შეურაცხყოფილი, რომ მათი განადგურების შემდეგ, მიცვალებულთა დამარხვაც კი აკრძალა. დავითის მეუღლემ, დედოფალმა ანამ უპატრონოდ მიგდებული მეუღლისა და შვილების საფლავი თავისი ხელით გათხარა და დამარხა. ამისთვის სულთანმა ის ფინანსურად დააჯარიმა. გასაცოდავებულ და სასოწარკვეთილ დედოფალს გამოსასყიდი დატყვევებულმა მრევლმა შეუგროვა, რომ ჯარიმა დაეფარა. 

– ამ ინციდენტის შემდეგ, კომნენოსთა გვარი საერთოდ განადგურდა?

– გადარჩა ორად-ორი კომნენოსი, ქალ-ვაჟი. ქალი გადაარჩინა იმან, რომ ამ საბედისწერო დღემდე, უკვე გათხოვილი იყო რუმელიის ბეგლარბეგზე. რაც შეეხება ვაჟს, ის თავისმა მცირეწლოვნობამ გადაარჩინა. სულთნის ბრძანებით, იგი იანიჩართა კორპუსში ჩარიცხეს, რჯული შეუცვალეს და ნამდვილ ოსმალო მეომრად ზრდიდნენ. თუმცა, ამ პატარა ბიჭმა მოახერხა თავის მამიდასთან, თეოდორასთან გაქცევა. იქ მან კვლავ ქრისტიანობა მიიღო. რამდენიმე წელში, თეოდორას რჩევით, იგი საქართველოში წამოვიდა, სადაც გურიელის ქალზე იქორწინა და აქ დამკვიდრდა. ამის შემდეგ ცნობები ამ კომნენოსის შესახებ, წყდება. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1473 წელს თერჯანის ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს თეთრბატკნიანები და ოსმალები დაუპირისპირდნენ, ქართული რაზმით იბრძოდა ვინმე ბერძენი – მუსლიმებს შორის „ურჯულო ისაკად” მოხსენიებული. იგი ამ ბრძოლაში დაიღუპა. მე შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ურჯულო ისაკი სწორედ ის მცირეწლოვანი კომნენოსია.

– რაც შეეხება თეოდორას, კიდევ რა არის მის შესახებ ცნობილი?

– თეოდორამ ერთგვარად დააკავშირა ტრაპიზონის, თეთრბატკნიანთა სახელმწიფოსა და საქართველოს ურთიერთობები. იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ანტიოსმალური კოალიციისა, სადაც ქართველები ტრაპიზონელები და თეთრბატკნიანელები ერთად იყვნენ გაერთიანებულნი ოსმალების წინააღმდეგ. ქართველები არა მარტო თეთრბატკნიანებთან დააკავშირა თეოდორამ, არამედ ცნობილ ვენეციელთა გვართანაც.

– რომელ გვარს გულისხმობთ?

– ეს არის ცნობილი ვენეციელი მთავრების, კრესპოს გვარი. სწორედ თეოდორას იმედი ჰქონდათ ქრისტიან ვენეციელებს, რომ იგი აიძულებდა ქმარს, ოსმალების წინააღმდეგ ომი დაეწყო. 

თეოდორა აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებშიც. ფაქტობრივად, იგი ერთპიროვნული მმართველი იყო თეთრბატკნიანთა სახელმწიფოსი, როდესაც უზუნ ჰასანი სალაშქროდ მიემართებოდა. მან თავისი ხელით დაუწერა სამცხის ათაბაგს – ყვარყვარე მეორეს წერილი, რომ ოსმალების წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყო. ცნობილია, ისიც, რომ ყვარყვარეს უარის გამო, თეოდორას დაჟინებული მოთხოვნით, უზუნ ჰასანმა სამცხეში სადამსჯელო ოპერაცია განახორციელა. 

თეოდორას ეკუთვნის ეპოქოსთვის კიდევ ერთი თამამი საქციელიც.

– კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

– 1471 წელს ქმარზე გაბრაზებული დედოფალი, თეოდორა უზუნ ჰასანს გაეყარა.

ასეთი ფაქტები თითზე ჩამოსათვლელია. გასახსენებელია ისიც, რომ ასეთივე საქციელი თავის დროზე კონიის სელჩუკთა სახელმწიფოს დედოფალმა, თამარ მეფის შვილიშვილმა – გურჯი ხათუნმაც განახორციელა. 

– როგორც ცნობილია, ამის შემდეგ გურჯი ხათუნი, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, შეურიგდა ქმარს. როგორ მოიქცა თეოდორა?

– თეოდორასაც იგივე ბედი ელოდა. ერთ წლიწადში იგი ქმარს შეურიგდა და 1478 წლამდე (უზუნ ჰასანის გარდაცვალებამდე) მისი უსაყვარლესი მეუღლე გახლდათ.

– როგორ წარიმართა თეოდორას ცხოვრება უზუნს ჰასანის გარდაცვალების შემდეგ?

– აღსანიშნავია, რომ თეოდორა არ ყოფილა უზუნ ჰასანის პირველი მეუღლე. ამიტომ, კანონიერად, ტახტი უზუნ ჰასანის პირველი მეუღლის შვილს, იაყუბს ეკუთვნოდა. ამის მიუხედავად, თეოდორამ იმდენი მოახერხა, რომ თავისი შვილი გაამეფა. თუმცა, ამ უკანასკნელის მეფობამ მხოლოდ ერთი დღე გასტანა.

– რატომ?

– ნახევარძმებმა მას შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს. ამის შემდეგ თეოდორას ცხოვრება აირია. უზუნ ჰასანის პირველი მეუღლის შვილებმა იგი აიძულეს, სახელმწიფოს დედაქალაქი დაეტოვებინა და მის მიერვე აგებულ ეკლესიაში მონაზვნად აღკვეცილიყო. ცნობილია, რომ თეოდორა ამავე ეკლესიაში გარდაიცვალა. ის დაასაფლავეს ეკლესიის კარიბჭესთან. 

1505 წელს, ერთ-ერთმა ვენეციელმა მოინახულა და აღწერა მისი საფლავი. ეს დიდებული ქალბატონი, თურმე, ურიგოდ ყოფილა დასაფლავებული. მის ქვეშევრდომებს მიწაც კი არ გაუთხრიათ მიცვალებულისთვის, პირდაპირ დაუდიათ ლოდი, რომლის ქვეშიდან თურმე, მისი სამოსელის ფრაგმენტებიც კი ჩანდა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თეოდორამ პირდაპირ თუ ირიბად, მაინც იძია შური უზუნ ჰასანის პირველი მეუღლის შვილებზე.

– როგორ მოახერხა მან ეს?

– თეოდორას, უზუნ ჰასანთან ვაჟის გარდა ჰყავდა ქალიშვილი – მარტა. მარტა ცოლად გაჰყვა არდებილის მთავარს – შეიხ ჯუნეიდის შვილს, ჰაიდარს. ამ ქორწინების შედეგად, დაიბადა ისმაილი, რომელიც სეფიანთა ირანის იმპერიის დამაარსებელია. სწორედ ისმაილმა გაანადგურა საბოლოოდ თეთრბატკნიანთა სახელმწიფო და მბრძანებლობა აართვა უზუნ ჰასანის პირველი ცოლის შთამომავლებს. ყოველივე აქედან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისმაილის ჯარში თეთრბატკნიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველები იღებდნენ მონაწილეობას. გარდა იმისა, რომ სეფიანთა ირანის იმპერიის შექმნაში ქართულ ჯარს მიუძღვის წვლილი, თეოდორას ხაზით, ისმაილ პირველსა და ქართველებს სისხლით ნათესაობაც აკავშირებდათ. 

 

скачать dle 11.3