ციფრების მაგია
* პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა საბერძნეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს.
* ყოველ წელს იაპონიაში, სუმოში ექვსი ჩემპიონატი ტარდება: სამი ტოკიოში – იანვარში, მაისსა და სექტემბერში; ერთი ფუკუოკაში – ნოემბერში, ერთი ოსაკაში – მარტში და ერთიც – ნაგოეში – ივლისში. თითოეული ტურნირის ხანგრძლივობა 15 დღეა. აი, ასე აფასებენ იაპონიაში სუმოს.
* იცით, სამთო-სათხილამურო სპორტის თხილამურების პარამეტრები?! – მათი სტანდარტული სიგრძეა 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი; სიგანე – 10 სანტიმეტრი და მაქსიმალური წონა – 15 კილოგრამი.
* ხელბურთის მოედნის ფართობი ზუსტად 9 მეტრი 9 მეტრზე უნდა იყოს.
* ქალი უფრო მძიმეა თუ მამაკაცი? – თქვენ როგორ გგონიათ?! – არა, არა, წონა არაფერ შუაშია. წყალში მამაკაცის წონა 0,98 გრამია ერთ კუბურ სანტიმეტრზე, ქალისა კი – 0,96 გრამი. ასე რომ, თუ თქვენ არ გააჩერებთ სუნთქვას, არ გამოთვრებით და ისე არ ჩახვალთ წყალში, თუ არ იცურებთ ტალღების საწინააღმდეგო მიმართულებით, ან, არ ჩახტებით გაყინულ წყალში, გამორიცხულია, ჩაიძიროთ და დაიხრჩოთ.
* რეკორდული ანგარიში ჰოკეიში 1924 წელს, ოლიმპიადაზე დაფიქსირდა: კანადამ შვეიცარიას ზუსტად 33:0 მოუგო. დღემდე ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა.
* ოლიმპიადები 1968 წლამდე ოფიციალური თილისმის გარეშე ტარდებოდა. 1968 წელს კი იშვა ნამდვილი ოლიმპიური თილისმა – მოთხილამურე „შიუსი“. ეს გრენობლში, ზამთრის თამაშებზე მოხდა. მაგრამ, ოფიციალური და აღიარებული თილისმა 1972 წელს ტაქსა ვალდი იყო, რომელიც საზოგადოებას მიუნჰენის ოლიმპიადაზე წარუდგინეს და გააცნეს.