კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გუგლი“ ახალ რეკორდებს ამყარებს



ინტერნეტ-გიგანტ „გუგლის“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ წინა კვარტალში არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო. ამის საფუძველზე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტ-რეკლამის ბაზარი მსოფლიო გლობალური კრიზისის შემდეგ კვლავ აღდგა. „გუგლის“ სუფთა შემოსავალმა 2009 წლის მესამე კვარტალში 1,64 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 27 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიამ წინა კვარტალში საკუთარი საქმიანობის შედეგად 4,38 მილიარდი დოლარი მიიღო, არადა, ანალიტიკოსები მხოლოდ 1,29-მილიარდიანი ზღუდის დაძლევას ვარაუდობდნენ. „რეცესიის ყველაზე რთული პერიოდი აშკარად დაძლეულია“, – აცხადებს „გუგლის“ ხელმძღვანელი ერიკ შმიდტი. მისი აზრით, კომპანიას უკვე აქვს საფუძველი, მომავალს ოპტიმიზმით უყუროს. ექსპერტების განცხადებით, ამ ეტაპზე საძიებო სისტემა „გუგლს“ ინტერნეტ-სივრცეში რეალური კონკურენტი არ ჰყავს. საძიებო სისტემა „იაჰუ“ კვლავაც ერთ ადგილს ტკეპნის, „მაიკროსოფტის“ მიერ შექმნილი ახალი სისტემა „ბინგით“ კი ძალიან ცოტა მომხმარებელი სარგებლობს. ანალიტიკოსების აზრით, ინტერნეტ-გიგანტმა „გუგლმა“ ბევრი მიმართულებით მიაღწია წარმატებას და უახლოეს პერიოდში მას პრობლემები აღარ ემუქრება.


скачать dle 11.3