დასჯა, რომელიც ზოგიერთისთვის ოცნებაა
ინდოეთში თანასოფლელებმა თავიანთი მეზობელი მამაკაცი მამაკაცზე დააქორწინეს. კურიოზული შემთხვევა ინდოეთის ჩრდილოეთში, ბიჰარის შტატში მოხდა. სოფელ ტატუაგაონის ხანში შესული მცხოვრები, ჯავაჰარ საო სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველი ცოლი გარდაიცვალა, მომდევნო ორმა ცოლმა კი იგი მიატოვა. მარცხმა და საპატიო ასაკმა ვერ შეაჩერა მიზანდასახული საო. მან მეოთხეჯერ მიმართა მეზობლებს თხოვნით: შეერჩიათ მისთვის საცოლე. მცდელობამ, გადაეთქმევინებიათ მისთვის ეს ახირება, შედეგი ვერ გამოიღო და ტატუაგაონელებმა გადაწყვიტეს, მამაკაცზე დაქორწინებით სასტიკად დაესაჯათ და დასაცინი გაეხადათ ჯიუტი მეზობელი. მათ დაითანხმეს სხვა მამაკაცი, სახელად შამშჰუ, საცოლის როლში გამოსულიყო.
საქმრო, რომელიც არაფერში დაეჭვებულა, ქორწინების ადგილობრივ ტაძარში შევიდა და მხოლოდ ქორწილის შემდეგ გაიგო, რომ მისი ცოლი მამაკაცია.