კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯოჯოხეთის ჭიები“ „ნასას“ არამიწიერი ცივილიზაციის შესწავლაში დაეხმარება

 

ნემატოდები, ანუ მრგვალი ჭიები, მეტსახელად – „ჯოჯოხეთის ჭიები“, მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ოქროს საბადოში, დედამიწის ზედაპირიდან 1,5 კილომეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს აღმოჩენა, რომელმაც გამოავლინა მრავალუჯრედიანი ცოცხალი არსებების ცისფერ პლანეტაზე გავრცელების ახალი არეალი, მათ დიდ დახმარებას გაუწევს კოსმოსური ბიოლოგიის შემდგომ შესწავლაში, მაგალითად, არამიწიერი სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად.

ბელგიის გენტას უნივერსიტეტისა და ამერიკის პრინსტონის უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერებმა, გაეტან ბორგონმა და ტალის ონსტოტმა, განაცხადეს, რომ ასეთ სიღრმეში ნერვული, საჭმლის გადამამუშავებელი და რეპროდუქციული სისტემების მქონე ცოცხალი არსებების აღმოჩენა იმედს იძლევა, რომ მარსზეც არის სიცოცხლე, თუნდაც მიკრობების სახით. 

ყველასთვის ცნობილია, რომ ამჟამად მარსის ზედაპირი საკმაოდ ცივი, მშრალი და, ამასთანავე, საშიში რადიაციული დასხივების ობიექტია. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ის ადრე უფრო ნოტიო და თბილი იყო, თანაც, ატმოსფეროთი საკმაოდ დაცული. თუ ამ პლანეტაზე მაშინ სიცოცხლე წარმოიშვა, ცოცხალ არსებებს საკმაო დრო ჰქონდათ, პირობების გაუარესების შესაბამისად, მის სიღრმეში ჩასულიყვნენ. რადგან დედამიწის მიწისქვეშა პირობები, სადაც ნემატოდები აღმოჩნდნენ, სხვა პლანეტების მსგავსია, შესაძლებელია, მარსზე მიწისქვეშა სიცოცხლე სავსებით რეალური იყოს.

 

скачать dle 11.3