კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინს მავზოლეუმიდან გადმოსვენებისას, გმირის ოქროს ვარსკვლავი ჩამოხსნეს და მუნდირის ოქროს ღილებიც დააცალეს

 

ანა 1890 წელს დაიბადა. მისი ქალიშვილობის გვარია რუბინშტეინი. არსებობს დოკუმენტური მასალები, რომ ის ცოლად ზელმა კოსტიუკოვსკის გაყვა 1911 წლის 28 სექტემბერს. პოლტავის გუბერნიის ქალაქ რომნიში შეეძინა ქალიშვილი რეგინა – სწორედ ის, ვინც კრემლის ხელმძღვანელობას წერილით მიმართა. ჯერჯერობით  უცნობია, როდის განქორწინდნენ რუბინშტეინი და ჯუღაშვილი, მაგრამ უდავოა, რომ ეს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მოხდა (1918 წელი). ანა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. იმ დროისთვის სტალინის პირველი ცოლი, ეკატერინე სვანიძე გარდაცვლილი იყო (გარდაიცვალა 1907 წლის 22 ნოემბერს ტიფით). წერილში რეგინა აღნიშნავს, რომ სტალინი მას ბავშვობიდან იცნობს. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან ბელადი პეტერბურგში იმყოფებოდა 1912 წლის 10-22 აპრილს; შემდეგ კი, იმავე წლის 12 სექტემბრიდან, 1913 წლის 23 თებერვლამდე, სანამ დააპატიმრებდნენ და ტურუხანსკში გადაასახლებდნენ. იმ 1917 წლის გაზაფხულზე რეგინა 5 წლისა და 6 თვის იყო. ამ ასაკში ბავშვებს კარგი მეხსიერება აქვთ. რაც შეეხება სტალინისა და რეგინას დედის ურთიერთობას, ჩანს, ის 1912 წლიდან იწყება და 1918 წლამდე გრძელდება. ამაზე ნადეჟდა ალილუევას ირგვლივ არსებული ჭორებიც მეტყველებს: 1917-1920 წლებში, 40 წლის სტალინს ნადეჟდასთან ხელი მოწერილი არ ჰქონდა. მისი პასპორტი კი არავის უნახავს. საინტერესოა, ანა რუბინშტეინის შემდგომი ბედიც. ამ საკითხით ისტორიკოსების რამდენიმე თაობა იყო დაინტერესებული, მაგრამ საიდუმლო ვერ ამოიცნეს ისეთმა მკვლევრებმაც კი, როგორებიც არიან – ვოლკოგონოვი, ილიზაროვი, ბუშკოვი, დუბროვი. სამაგიეროდ, მათი ძალისხმევის შედეგად, მრავალი საგულისხმო ინფორმაციაა მოპოვებული. ვოლკოგონოვი ანას შვილიშვილის, ვიტალი სვეშნიკოვის ნათესავებსაც კი ესაუბრა და გაირკვა, რომ: ანა რუბინშტეინი 50-იან წლებში ლენინგრადში გარდაიცვალა. მისი საფლავი არ იციან, სამაგიეროდ, მრავლისმეტყველი ფაქტი გამოიკვეთა, კერძოდ, ის, რომ ანას შვილიშვილი, ვიტალი ვლადიმირის ძე სვეშნიკოვი თავის დროზე იხსენებდა, რომ ბიძამისი ყველაზე პრესტიჟულ რაიონში, ვასილევსკის კუნძულზე, კიროვის მეზობლად ცხოვრობდა და ლენინგრადის ბლოკადაც უმტკივნეულოდ გადაიტანა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბელადი ქალიშვილის მიმართაც გულმოწყალე ყოფილა. 1950 წლის 22 სექტემბერს, რეგინა ქმარ-შვილთან ერთად მოსკოვის ცენტრში, ტაგანკაზე გადმოსახლდა და „სტალინურ სახლში“ დაიდო ბინა. წერილიდან ისიც ჩანს, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წევრები (ყოველ შემთხვევაში, მალენკოვი და ბერია) საქმის კურსში იყვნენ, რომ ანა რუბინშტეინი სტალინის ყოფილი ცოლი იყო. მაგრამ, სიკვდილის წინა დღეს ბელადის ქალიშვილს მასთან შეხვედრის საშუალება მაინც არ მისცეს, იმ საბაბით, რომ სტალინის კომპრომეტირება არ მომხდარიყო. სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ რეგინა საიდუმლო სარეჟიმო დაწესებულებაში ინჟინრად მუშაობდა და სამხედრო ვალდებულის შტატში ირიცხებოდა. მისი შვილი ვიტალი და რძალი მარგარიტა კი, საიდუმლო კორესპონდენციებზე მუშაობდნენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე, სადაც უახლესი სამხედრო ტექნიკის წარმოება მიმდინარეობდა. ეს ორგანიზაცია დღესაც გასაიდუმლოებულია და ბუნებრივია, შემთხვევითი ადამიანები იქ ვერ იმუშავებდნენ.  ასე რომ, ვერსია თითქოს დედა-შვილი სტალინთან ურთიერთობას იბრალებდა, გამორიცხულია. რეგინა 1989 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა და ნიკოლოზის სახელობის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი წერილი მალენკოვის კანცელარიაში 1953 წლის 16 აპრილამდე იდო, ალბათ, განსახილველად ვერავინ მოიცალა. შემდეგ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მთავარმა თანაშემწემ, სუხანოვმა, განცხადებას რეზოლუცია დაადო – „არქივში“ და სათანადო შტამპიც დაარტყა – „დაბრუნდეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის კანცელარიაში“. საქაღალდეს დღესაც აქვს წარწერა – „სამუდამო შენახვისთვის“. რატომ არ მისცეს სტალინის ქალიშვილს უფლება, სიკვდილის წინ მამა მოენახულებინა, გაუგებარია. ისევე, როგორც ის, თუ როგორ შეძლო შეუძლებელი, როცა ბელადი მავზოლეუმიდან არაკაცურად და ყველასთვის დაფარულად გადმოასვენეს, ხელახალი დაკრძალვისთვის, კომისიის წევრები დაეთანხმებინა „ინტრიგან“ ქალს ქრისტიანული წესით სათანადო რიტუალი შეესრულებინა.

„პატივცემულ ამხანაგ მალენკოვს! მე სტალინის ყოფილი ცოლის, ანა რუბინშტეინის ქალიშვილი, რეგინა კოსტიუკოვსკაია ვარ. მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გთხოვთ, მომცეთ მისი ნახვის საშუალება. სტალინი მე ბავშვობიდან მიცნობს, თუ მასთან შეხვედრა არ შეიძლება, იქნებ მიმიღოთ, რადგან გადაუდებელი საქმე მაქვს“.

რეგინა კოსტიუკოვსკაია,

1953 წლის 4 მარტი.

სპეციალური ხუთკაციანი კომისია

სტალინი სიცოცხლეში არასდროს და არსად დამარცხებულა, მკვდარმა კი საკუთარი პერსონის დაცვა ვერ შეძლო. ხრუშჩოვმა მის მიერვე შექმნილი ხუთკაციანი კომისიის წევრები გამოიძახა. ესენი იყვნენ: 1. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი – მჟავანაძე; 2. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  – ჯავახიშვილი; 3. უშიშროების შეფი – შელეპინი; 4 მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი – დემიჩევი; 5. მოსკოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – დიგაი. აღნიშნული პირები ნიკიტამ თათბირზე გამოიძახა და უთხრა: „დღეს მივიღებთ გადაწყვეტილება სტალინის ხელახალი გადასვენების შესახებ. ადგილი მონიშნულია. მავზოლეუმის კომენდანტმა იცის, სად უნდა გაითხაროს საფლავი“. დანარჩენი ინსტრუქცია კომისიის წევრებმა ხრუშჩოვის მოადგილისგან, ოვერნიკისგან მიიღეს. ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იყო გათვლილი. 7 ნოემბერს წითელ მოედანზე აღლუმი უნდა ჩატარებულიყო, რეპეტიციების საბაბით, მოედანს სამხედროებმა ალყა შემოარტყეს, რათა შიგ ვერავის შეეღწია. გენერალ ჩეკალოვს დაევალა საერთო კონტროლი. კრემლის კომენდატურის სპეციალური დანიშნულების პოლკის მეთაურს, გენერალ კონევს დაევალა ძვირად ღირებული ხის მასალისგან კუბოს შეკვეთის უზრუნველყოფა. საფლავის გასათხრელად კრემლის კომენდატურიდან ექვსი ჯარისკაცი გამოიძახეს. რვა ოფიცერს მავზოლეუმიდან სარკოფაგი უნდა გამოეტანა ლაბორატორიაში და შემდეგ კუბო საფლავში ჩაესვენებინათ. გენერალ ვედენინს სანდო სამხედრო მოსამსახურეები უნდა შეერჩია. შენიღბვა კრემლის სამეურნეო განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ ტარასოვს უნდა განეხორციელებინა. მას მავზოლეუმის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ფანერები უნდა გაეკრა, რათა არავის დაენახა იქ მიმდინარე სამუშაოები. იმავდროულად, არსენალის სახელოსნოში მხატვარი სავინოვი დიდ პლაკატს ამზადებდა წარწერით – „ლენინი“. ის „ლენინ-სტალინის“ წარწერის დემონტაჟამდე მასზე აეფარებინათ. 18 საათისთვის წითელ მოედანზე ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი გადაიკეტა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა საფლავის თხრა დაიწყეს. 22-ე ყრილობა კრემლში 1961 წლის 17-დან 31 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. პარტიული ფორუმის ბოლო დღეს, ტრიბუნაზე ლენინგრადის საქალაქო კომიტეტის მდივანი, სპირიდონოვი ავიდა და მოკლე მოხსენების შემდეგ, მავზოლეუმიდან სტალინის გამოსვენების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. დარბაზს, მღელვარების ტალღამ გადაუარა. თავმჯდომარემ გაიმეორა საკითხი და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ეს მოჩვენებითი ერთსულოვნება იყო. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ, სპეციალური კომისიის წევრობის მიუხედავად, მოსკოვი ისე დატოვა, ბელადის სამარცხვინო, ჩუმი გამოსვენების ფაქტს არ დასწრებია და საქართველოში გამოფრინდა. შვერნიკი და ჯავახიშვილი კი ცხარე ცრემლებით ტიროდნენ. მათ იქვე, განმარტოებით მდგომი რეგინა კოსტიუკოვსკაიაც შენიშნეს, რომელსაც დაჟინებულ თხოვნაზე, ამჯერად უარი არ უთხრეს. სხვათა შორის, ეს იმიტომ მოხდა, რომ ყველა იქ მყოფი დაბნეული იყო და ქრისტიანული წესით დამარხვის რიტუალის შესრულება მას არ დაამადლეს. როცა ოფიცრები ცერემონიის თანახმად, ცხედარს ნელა, თოკით უშვებდნენ მიწაში, რეგინამ სტალინის კუბოს მიწაც მიაყარა. ასე რომ, კომუნისტი ლიდერებისგან განსხვავებით, სემინარიელი სოსო ჯუღაშვილი ქრისტიანული წესით დაიმარხა.

P. S. იმ დღეს, ვასილ მჟავანაძის გარდა, სპეციალური კომისიის ყველა წევრი, მავზოლეუმში შეიკრიბა, სტალინი გენერალისიმუსის ფორმაში იყო დასვენებული. რვა გამორჩეულმა ოფიცერმა სარკოფაგი ასწია და ქვემოთ, ლაბორატორიაში ჩაიტანა. იქ ქვეყნის საუკეთესო მეცნიერები იყვნენ, რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა ბალზამირებაზე თვალყურის დევნება. ათი წუთის განმავლობაში ცხედარს ვერავინ ეკარებოდა, ფორმის გახდას ვერავინ ბედავდა. ერთადერთი, რაც უშიშროების შეფმა, შვერნიკმა ბრძანა, იყო ის, რომ სოციალისტური შრომის გმირობის ოქროს ვარსკვლავი, მუნდირიდან ჩამოეხსნათ. სხვა ჯილდოებს ბელადი არც ატარებდა, საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავსაც კი. სტალინს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ამ ჯილდოს ღირსი არ იყო, რადგან საბრძოლო მოქმედებების დროს, ბრძოლის ველზე არ ყოფილა. ამაში მას ნამდვილად ვერ დაემსგავსნენ შემდგომი ლიდერები, რომელთაც მედლებისგან კოსტიუმებზე ცარიელი ადგილიც კი აღარ ჰქონდათ დარჩენილი. ბოლოს მავზოლეუმის კომენდანტმა მაშკოვმა, ხრუშჩოვის განკარგულებით, ისიც კი იკადრა, რომ ოქროს ღილები მუნდირზე თითბირის ღილებით შეუცვალა.

 

скачать dle 11.3