კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

 

კითხვა: როგორ მოვუარო ნერტერას?

პასუხი: ნერტერას ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს, განსაკუთრებით – ზაფხულში. ამიტომ, რეგულარულად მორწყეთ. ზამთარში შედარებით იშვიათად დაასხით წყალი. შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ, მაგრამ სინათლე და მზე არ უნდა მოაკლოთ. უყვარს სიგრილე – ზაფხულში მას 14-15 გრადუსი სჭირდება, ხოლო ზამთარში მინიმალური ტემპერატურა 5-6 გრადუსია. ტენი ხელს უწყობს მის უხვ ყვავილობას და ნაყოფის სწრაფად დამწიფებას. ამიტომ, ხშირად დანამეთ. ის საკმაოდ იოლად გასაზრდელი მცენარეა. დადგით აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე და ნერტერა მშვენივრად იგრძნობს თავს.

კითხვა: მინდა, ბინაში გავახარო გვიმრა. რას მირჩევთ, როგორ პირობებში ვამყოფო მცენარე, რომ კარგად გაიზარდოს?

პასუხი: თბილ გარემოში გვიმრა ზამთარშიც იზრდება, ამიტომ, ხშირად შეამოწმეთ ნიადაგი და მორწყეთ ხოლმე. ზაფხულობით მის მიწას გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით განოყიერება სჭირდება. ამ მცენარის მოსარწყავად და ფოთლების დასანამავად რბილი წყალი გამოიყენეთ. ზაფხულში ფესვები ძალიან არ გამოუშროთ, რადგან მათი სიმშრალე სწრაფად გაუყავისფრებს ფოთლის წვეროებს. ამიტომ ზაფხულობით ხშირი მორწყვაა საჭირო. გვიმრისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსია. კარგია, თუ მას სააბაზანოში ან სამზარეულოში დადგამთ. 

კითხვა: როგორ მოვუარო სოლენოსტემონს და რა პირობებში ვამყოფო ეს მცენარე?

პასუხი: სოლენოსტემონი ძალიან ლამაზი მცენარეა. მას სხვადასხვა შეფერილობის ფოთლები აქვს. თუ მისი ფესვები ტენიანია, ზოგჯერ მზის გულზეც იტანს ყოფნას. სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. ზამთარში მინიმუმ 12 გრადუსი მაინც უნდა ჰქონდეს, რადგან უფრო დაბალ ტემპერატურაზე, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუ მცენარე სითბოში დგას, რეგულარული მორწყვა სჭირდება. ხშირად შეუმოწმეთ ნიადაგი, რომ ძალიან არ გამოშრეს. სიგრილეში იშვიათად მორწყეთ – ორ კვირაში ერთხელ, ბალანსირებული თხევადი სასუქით. წააჭერით ღეროების წვეროები – ასე გვერდითი ტოტები გამოუვა და გაიბუჩქება. ზაფხულში წაჭრილი რტო წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ და მალევე დაფესვიანდება. სასურველია, თუ მას დასავლეთის ან აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგამთ. 

კითხვა: რა მოუვა მაღალი ტემპერატურის დროს სტრომანტეს?

პასუხი: სიცხისა და დაბალი ტენიანობის პირობებში მცენარეს ფოთლები გაუხმება. ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, მორწყვიდან მორწყვამდე, მიწა უნდა გაშრეს. სიგრილე და ჩრდილიანი ადგილი მცენარეს დაბალ ტენიანობასთან ბრძოლაში ეხმარება. სითბოში ზრდა დაჩქარდება, მაგრამ, ტენიც მეტი დასჭირდება. 

გვერდი მოამზადა

თეონა გოზალიშვილმა

 

скачать dle 11.3