კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

 

კითხვა: მაინტერესებს „მერსედეს 124” 2.8 ძრავათი და „ბეემვე 525” – ამ მოდელებიდან რომელი უფრო სწრაფი და გამძლეა ცუდ გზებზე? „მერსედესი” მყავს და ვფიქრობ, ის ყველაზე გამძლეა.

პასუხი: თუ აქცენტს გამძლეობაზე გადაიტანთ, მით უმეტეს ცუდი გზის პირობებში, მაშინ უდავოდ „მერსედესია” გაცილებით გამძლე და ამტანი, ვიდრე „ბეემვეს” ნებისმიერი მოდელი, მით უმეტეს, „მერსედეს 124”. „ბეემვე” უფრო სხვა დანიშნულებისთვის შეიქმნა.  

კითხვა: ვარ ახალგაზრდა მძღოლი და მინდა ახალი ავტომობილის შეძენა. იქნებ მირჩიოთ „მერსედესის” „ემელის 350” „ჯიპი“ შევიძინო თუ „ბეემვეს” „იქს 5”, 3.0 ძრავის მოცულობით?

პასუხი: ეს ორი ავტომობილი ისე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მიკვირს როგორ შეიძლება მათი შედარება. ერთს გეტყვით, თუ დინჯი ხასიათის, მშვიდი ადამიანი ხართ და გირჩევნიათ, ავტომობილი გამძლეობაზე იყოს გათვლილი, ვიდრე სისწრაფეზე, მაშინ „ემელის” „ჯიპი„ უნდა შეიძინოთ. იმ შემთხვევაში, კი თუ ხანდახან მაინც გაზის პედალზე გიყვართ ფეხის მიჭერა და ავტომობილის მართვაში გარკვეულ აგრესიას დებთ, მაშინ „იქს 5” უნდა შეიძინოთ.    

კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ – „მიცუბიში მონტერო სპორტი“ – 2000 წლისას თუ ამავე წლის „მიცუბიში პაჯეროს”? ზოგადად, რომელია უკეთესი, როგორც „ჯიპი“?

პასუხი: „მიცუბიში პაჯერო”, „მიცუბიში მონტერო” და „მიცუბიში შოგანი” ერთი და იგივე მოდელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ბრენდებად არის დაყოფილი. უფრო დეტალურად, „მიცუბიში მონტერო” იგზავნება ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში, გარდა ბრაზილიისა და ასევე, ესპანეთსა და ინდოეთში; „შოგანი” – დიდ ბრიტანეთში, ხოლო „პაჯერო” – მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. განსხვავება მათ შორის შეიძლება, მხოლოდ კონკრეტულად იმ ქვეყნის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად იყოს შექმნილი, რაც უმეტესად, სალონსა და ავტომობილის გარე დიზაინს ეხება – მაგალითად, მაშუქები, რომელიც სამივე ავტომობილს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული აქვს. თქვენთვის სასურველი „ჯიპი“ სხვა მონაცემებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, მაგალითად, ბენზინის ძრავა გინდათ თუ დიზელის, რა მოცულობის ძრავას ისურვებდით, რა პირობებში უნდა გამოიყენოთ ის და სხვა.   

კითხვა: მინდა შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ? მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატურით? რამდენად უსაფრთხოა რესურსიანი და კომფორტულია ეს ავტომობილი ოჯახისთვის?

პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეთა კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს, ის მექანიკურია თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში ტურბირებულ ძრავას მინდა, გავუსვა ხაზი. ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და გაუმაძღარი იმისთვის, ეკონომია მოვთხოვოთ. შესაბამისად, თუ ოჯახზე ზრუნავთ და არა საკუთარი სურვილების ავტომობილის სიმძლავრით დაკმაყოფილებაზე, მაშინ უმჯობესია, არატურბირებული ძრავათი აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება. ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ. 

 

скачать dle 11.3