კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვაშოროთ პლატიკოდონს მავნებლები და როგორი ქოთანი სჭირდება ჰიპოცირტას

 

ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, გვირჩევს, რომელი მცენარეები გავახაროთ ამ სეზონზე ბინაში, როგორ ვაყვავილოთ ისინი და როგორ გავუხანგრძლივოთ მათ ყვავილობა ზაფხულში. ამჯერად ბატონი ამირანი პლატიკოდონსა და ჰიპოცირტაზე გვესაუბრა. 

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა პლატიკოდონი და შესაძლებელია თუ არა მისი გახარება საქართველოში?

– ეს მცენარე თითქმის ჯუჯა სახეობებში შედის. მისი სამშობლო ავსტრალიაა. ხარობს ქვიშნარ ნიადაგში. ასევე, უყვარს გაშლილი, ტენიანი ადგილები. ჩვენთან, საქართველოში, მშვენივრად ხარობს ქოთანში. მისი სიმაღლე 40 სანტიმეტრს აღწევს და ძალიან კომპაქტურია. 

– პრეტენზიული მოსავლელია პლატიკოდონი?

– ეს მცენარე ძალიან იოლი მოსავლელია. ის იოლად ეგუება როგორც სიცხეს, ასევე ჩრდილს, ამასთან, უხვად მოყვავილეა. მისი ფოთლები და ყვავილები თითქმის ხელოვნურს წააგავს.

– რით მრავლდება ეს მცენარე და როდის გვირჩევთ მის გადარგვას?

– პლატიკოდონი მრავლდება თესლითა და გაყოფით. ის უნდა გადარგოთ შემოდგომით, ოქტომბერში. ამ დროს ის აჩერებს როგორც ზრდას, ასევე  – ყვავილობას. მცენარე თესლით ოთხ თვეში ამოდის. გაითვალისწინეთ, რომ  ის დათესვიდან შემდეგ წელს იყვავილებს. 

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ეს მცენარე და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის მორწყვას?

– ახლა მცენარე უნდა მორწყათ სამ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – 10 დღეში ერთხელ. ის სითბოს მოყვარულია, ამიტომ, ზამთარში 25 გრადუსზე ამყოფეთ, ზაფხულში კი ნებისმიერ ტემპერატურას ეგუება. 

– რა მოუვა პლატიკოდონს იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში მაღალ ტემპერატურაზე ვერ ვამყოფებთ?

– 10-18 გრადუსზე მას დასცვივდება ფოთლები და მიწაში ჩავა დასასვენებლად, ხოლო მარტის  დასაწყისში ისევ ამოვა. თუ არ გსურთ, რომ მცენარემ ეს პროცესი გაიაროს, მაშინ ზამთარში ტემპერატურას მოუმატეთ. სხვა მხრივ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 

– შესაძლებელია თუ არა პლატიკოდონის გასხვლა და რას გვირჩევთ, სად დავდგათ ეს მცენარე ზაფხულში?

– ის ემორჩილება ფორმირებას – შეგიძლიათ, ძალიან წაგრძელებული ტოტები შეკვეცოთ და ბურთის ფორმა მისცეთ. ზაფხულში მცენარე გაიტანეთ აივნებზე და ამყოფეთ იქ 15 სექტემბრამდე. 

– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს მავნებლების დასევის საფრთხე?

– პლატიკოდონს მავნებლებიდან წითელი ტკიპა ჰყავს, ამიტომ, მიწაც და მცენარეც დაამუშავეთ აკტელიკის 0,5-პროცენტიანი ხსნარით. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე პლატიკოდონის გახარებისას?

– ახლა მცენარე ხშირად დანამეთ ხოლმე. თუ გსურთ, რომ მან თესლი გაიკეთოს, ამყოფეთ გარეთ, რომ მწერებიდან დამტვერვის შემდეგ თესლზე „იმუშაოს“. გაითვალისწინეთ, რომ მის ფოთლებს გაწმენდა არ სჭირდება. 

– კიდევ რომელ უპრეტენზიო მცენარეს გვირჩევთ ბინაში გასახარებლად?

– ეს ულამაზესი მცენარე ნახევრად ბუჩქის სახეობადაა ცნობილი, რომელიც ძალიან უხდება ოთახებს. გარდა ამისა, იოლი მოსავლელია და მას ჰიპოცირტა ჰქვია. 

– როგორ პირობებში გავახაროთ მცენარე?

– ჰიპოცირტასთვის თითქმის ყველანაირი გარემო მისაღებია – როგორც ტემპერატურის რეჟიმი, ასევე, კლიმატის ცვლილება. მისი გამრავლება ძალიან იოლია. ეს მცენარე ტროპიკებიდან არის და თავის სამშობლოში ამტან მცენარედაა ცნობილი. 

– როდის და როგორ ყვავილობს ჰიპოცირტა?

– მისი ყვავილი სხვადასხვა ფერისაა. ყვავილობას ადრიან გაზაფხულზე იწყებს, როდესაც ჯერ კიდევ გარე მცენარეები გაღვიძების პროცესში არიან. ჰიპოცირტა ფოთლის ფერს აყვავებამდე იცვლის, შემდეგ კი აყვავებას იწყებს. ის იმდენად უპრეტენზიო მცენარეა, რომ, თუ თქვენ მორწყვა დაგავიწყდათ, არ ინერვიულოთ – მას წყლის მარაგი ყოველთვის აქვს და გაფუჭება არ ემუქრება. ის ძალიან მალე იზრდება და ხშირი ყვავილობა ახასიათებს. 

– ანუ, თუ ჩვენ ახლა შევიძენთ ჰიპოცირტას, შესაძლებელია, ახლაც აყვავებული იყოს?

– ის გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის. თქვენი მცენარე ახლა უკვე უნდა ყვაოდეს. მისი ყვავილობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტემპერატურის ცვალებადობაზე. შემოდგომით, როდესაც ტემპერატურა საკმარისი აღარ არის, მცენარე წყვეტს ყვავილობას. ამიტომ, გირჩევთ, ტემპერატურა ზამთარშიც 27 გრადუსამდე აწიოთ. 

– სად დავდგათ ახლა მცენარე – ბინაში თუ გარე კლიმატში?

– ზაფხულის პერიოდში გაიტანეთ გარეთ და დადგით გაფანტული მზის სხივების ქვეშ. შეგიძლიათ, ის ჩამოკიდოთ და ტოტები ძირს დაუშვათ – ასე უფრო ეფექტურია. ზამთარში კი ფანჯარასთან ახლოს დადგით. 

– რა სიხშირით მოვრწყათ ჰიპოცირტა და როდის სჭირდება მას დამატებითი კვება?

– მცენარე ზაფხულის პერიოდში ყოველ მესამე დღეს მორწყეთ, ხოლო ზამთრის პერიოდში – კვირაში ერთხელ. გაზაფხულზე მიაწოდეთ საკვები საშუალება – კალციუმი და მაგნიუმი.

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე და რომელი მავნებელი შეიძლება შეესიოს მას?

– ჰიპოცირტას ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: მიწა, ქვიშა და ტორფი. მცენარეს ემტერება წითელი ტკიპა და ფარიანა, ამიტომ, შესაწამლად იხმარეთ 1 გრამი დურსბანი 1 ლიტრ წყალზე და რამდენჯერმე შეასხურეთ. 

– რით მრავლდება ჰიპოცირტა, რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას და შესაძლებელია თუ არა მისი გაკრეჭა?

– მცენარე მრავლდება ამონაყარით, რომელიც უნდა შეატეხოთ შვიდი ფოთლის ფაზაში და გადარგოთ სილანარევ ნიადაგში. მისი გადარგვა შეგიძლიათ ორ წელიწადში ერთხელ. გადარგვისას ფესვები შეამოკლეთ – ეს კარგი საშუალებაა ჰიპოცირტას გასახარებლად. განდა ამისა, შეურჩიეთ მის ზომაზე შედარებით დიდი ქოთანი, რათა იოლად გამრავლდეს. ჰიპოცირტას გაკრეჭა ან გადაჭრა არ შეიძლება.  

 

скачать dle 11.3