კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

 

კითხვა: თუ არის იმის საშიშროება, რომ სოკოთი დაავადებული ცხოველისგან ადამიანიც დაავადდეს?

პასუხი: სოკოვანი დაავადებებით ავადდება ადამიანიც, მაგრამ, იმის საშიშროება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს შინაური ცხოველებისგან, ძალიან მცირეა. დაავადება ემუქრება მხოლოდ მათ, რომლებიც განიცდიან იმუნოდეფიციტს, ანუ ბავშვები 3-დან 5 წლამდე და ასაკოვანი ადამიანები. უფრო ხშირად ავადდებიან მოზარდი შინაური ცხოველები – 1 წლამდე ასაკის ლეკვები და კნუტები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს როგორც არასათანადო მოვლა, ცხოვრების პირობები, ისე სხვა ცხოველთა თავშეყრის ადგილებში სანიტარულ-ზოოჰიგიენური წესების დაუცველობა. 

კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს თითქოს მალე იღლება და ქოშინს იწყებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრს დადის ან კიბეზე ადის. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? ასაკს ვერ დავაბრალებ, რადგან ის ჯერ მხოლოდ 4 წლის არის.

პასუხი: ზეპირად დიაგნოზის დასმა რთულია, ჯობია, თქვენი ძაღლი  ვეტერინარმა ნახოს და გამოკვლევა ჩაუტაროს. საერთოდ, თუ ცხოველს აღენიშნება ქოშინი, ხანდახან წამოახველებს და  კიბეზე ასვლისას ან ხანგრძლივი სეირნობისას ულურჯდება ენა, ეს მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებებზე. ამ დროს აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, რადგან აღნიშნული სიმპტომებით მიმდინარეობს გულის ბევრი დაავადება, მაგალითად, როგორებიცაა: გულის სარქველოვანი აპარატის ენდოკარდიოზები, სხვადასხვა სახის კარდიომიოპათია, გულის კუნთის გადაგვარება. 

კითხვა: მყავს 5 წლის გერმანული ნაგაზი, რომელიც ძალიან კარგი მჭამელი იყო, მაგრამ, ბოლო დროს ისე გადის დღე, შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე ლუკმა შეჭამოს. ვერ გავიგეთ, რა სჭირს.

პასუხი: მიაქციეთ ყურადღება თქვენი ძაღლის პირის ღრუს მდგომარეობას. თუ მას უჭირს მშრალი საკვების მიღება, პირიდან ამოსდის არასასიამოვნო სუნი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ძაღლს აქვს კბილის ქვები, რაც აუცილებლად უნდა მოსცილდეს. საერთოდ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კბილის ქვების არსებობას, რადგან ამ დროს ხშირია ღრძილების ანთებები და პარადონტოზების გართულებები, რასაც მეტად სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ, დროულად მიმართეთ ვეტერინარს.

გვერდი მოამზადა

 

скачать dle 11.3