კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

 

13 ივნისი

1859 – რუსეთმა დაასრულა ჩეჩნეთის დაპყრობა.

1944 – დაიწყო ლონდონის დაბომბვა გერმანული რაკეტებით „ფაუ-1“.

1956 – პარიზში შედგა ჩემპიონთა თასის პირველი ფინალი. თასის მფლობელი გახდა მადრიდის „რეალი“.

1958 – ჩინეთმა აამუშავა თავისი პირველი ატომური რეაქტორი.

14 ივნისი

1777 – ფილადელფიის კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა ამერიკის შეერთებული შტატების დროშა – თეთრი და წითელი ზოლებით და ლურჯ ფონზე თეთრი ვარსკვლავებით.

1800 – მარგენგოსთან ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტემ გაანადგურა ავსტრიული არმია და ჩრდილოეთ იტალიას დაეუფლა.

1841 – პირველი სხდომა ჩაატარა კანადის პარლამენტმა.

1847 – რობერტ ბუნზენმა გამოიგონა სანათური, რომელშიც შესაძლებელი იყო ალის ზომის რეგულირება.

1940 – ფაშისტური გერმანიის ჯარებმა დაიკავეს პარიზი.

15 ივნისი

1389 – კოსოვოს ბრძოლაში ოსმალეთის არმიამ გაანადგურა ქრისტიანთა (სლავთა და ჯვაროსანთა) გაერთიანებული ლაშქარი და დაიკავა ბალკანეთის ნახევარკუნძული.

1826 – არკანზასი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 25-ე შტატი.

1844 – ჩარლზ გუდიარმა დააპატენტა ვულკანიზაციის მეთოდი რეზინის შესაკეთებლად.

1940 – საბჭოთა კავშირმა მოახდინა ლიტვის ანექსია.

16 ივნისი

1633 – ინკვიზიციის სასამართლომ გალილეო გალილეი ერეტიკოსად და დამნაშავედ სცნო.

1903 – დაარსდა საავტომობილო კომპანია „ფორდი“.

1925 – ყირიმში გაიხსნა ცნობილი პიონერთა ბანაკი „არტეკი“.

1963 – კოსმოსში გაემგზავრა პირველი ქალი კოსმონავტი – ვალენტინა ტერეშკოვა.

17 ივნისი

1925 – ჟენევაში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენება.

1928 – ამელია ერჰარტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა.

1940 – ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია საბჭოთა ჯარების მიერ.

1950 – ჩიკაგოელმა ქირურგმა რიჩარდ ლოუელმა ჩაატარა თირკმლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია.

1982 – სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა.

18 ივნისი

1815 – ვატერლოოს ბრძოლა, სადაც საბოლოოდ ჩაესვენა ნაპოლეონის მზე.

1853 – ისტორიაში პირველად გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევა. ლონდონელმა რიჩარდ მარტინმა 200 ფუნტად დააზღვია უილიამ გიბსონის სიცოცხლე.

1889 – ამერიკაში დააპატენტეს საბავშვო ეტლი.

19 ივნისი

1846 – ამერიკის ქალაქ ჰობოკენში გაიმართა ბეისბოლის პირველი მატჩი.

1862 – მონათმფლობელობა აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე.

1917 – პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება – სამეფო ოჯახის ყველა წევრის სახელებში ამოეღოთ გერმანული ტიტული. სამეფო დინასტია, რომელსაც ადრე ეწოდებოდა საქს-კიბერგ-გოთელი, გახდა უინძორელი.

1961 – დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ქუვეითის დამოუკიდებლობა.

1990 – ბელგიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შენგენის ხელშეკრულებას ერთმანეთს შორის საზღვრების გახსნის თაობაზე.

 

скачать dle 11.3