კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ეკა ანდრონიკაშვილს ყოველ საღამოს და რამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად

 

 

 მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი ამ ბოლო პერიოდში ძალიან დაკავებულია. მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ახალი პროექტი – „მზის სახლი” გამოჩნდა დასვენებისა და მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება. როგორია მისი ცხოვრება ამ ეტაპზე და როგორ მოერგო ახალ ამპლუას, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.

ეკა ანდრონიკაშვილი: მას შემდეგ, რაც „მზის სახლი” დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან შემეცვალა ცხოვრების სტილი, შეიძლება ითქვას, რადიკალურად. მანამდე ვიყავი თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც ყოველ საღამოს მეგობრებთან ვურთიერთობდი. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად კინოში სიარული, სეირნობა. ახლა კი, გამოდის, რომ მთლიანად ამ პროექტზე ვარ აწყობილი. იქიდან ისეთ დროს გამოვდივარ, ვერაფერს ვეღარ ვასწრებ. მით უმეტეს, სადმე წასვლას. ამ ამბავს კი, ძალიან მიუჩვეველი ვარ, ისევე, როგორც ზაფხულში არდასვენებას – ყოველ წელს მივდივარ ხოლმე ჯერ აგარაკზე, შემდეგ – ზღვაზე. დასვენება მჭირდება იმისთვის, რომ ახალი ენერგიით დავიწყო წელი. წელს კი, რა მეშველება, არ ვიცი, (იცინის).

– როგორც, ჩანს ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს.

 – ნამდვილად. შეიძლება ითქვას, ამ გადაცემით ვცხოვრობ, რადგან, სულ უნდა ვფლობდე ინფორმაციას, შიგნით რა ხდება. ფაქტობრივად, სხვა ადამიანების ცხოვრება შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. გარდა ამისა, დღის განმავლობაში სააგენტოში ვმუშაობ. შემდეგ მივდივარ სალონში და თავს ვიწესრიგებ. გადაცემაში ჩემს შესვლამდე ორი საათით ადრე უკვე ტელევიზიაში ვარ, რათა მოვემზადო, ინფორმაცია მივიღო და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, მართალი ხარ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს.

 – შეიძლება ითქვას, ძალიან აქტიური ქალი ხარ?

 – ძალიან. თუმცა, ბოლო ერთი კვირაა, სპორტდარბაზში ვერ წავედი, თან, ძალიან ცოტა ხანს მძინავს ღამით, ამას ისიც ემატება, რომ ჩემს ზედა სართულზე რემონტი მიმდინარეობს და, ფაქტობრივად, ის ცოტაც კი არ მძინავს (იცინის). მოკლედ, გადაღლილობის პერიოდი მაქვს.

 – ეს შენს ხასიათზე არ აისახება ხოლმე?

 – როცა ცხოვრებაში ბევრი მოვლენა ერთად ხდება, როგორღაც, ისე უნდა გადაანაწილო, რომ განტვირთვისთვისაც დაიტოვო დრო. მე შეძლებისდაგვარად ვახერხებ ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად აისახებოდა ჩემს ხასიათზე. ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო, რომ იგივე ენერგია დამიბრუნდეს. როცა თავს ზოგავ, ენერგიაც ნაკლები ბრუნდება – ჩემი აზრით, ასეა.

 – დღის განმავლობაში ამდენ საქმეს რომ აკეთებ, გეგმა ხომ არ გაქვს ხოლმე ჩამოწერილი, რა რის შემდეგ უნდა გააკეთო?

 – შენ წარმოიდგინე, ორი ბლოკნოტით დავდივარ. თუ წინასწარ არ დავგეგმე, არაფერი გამომივა. ხანდახან ისეც ხდება, რომ გეგმებიდან ვუხვევ ხოლმე, რაც ტონუსს მმატებს. თუმცა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ საქმეს ავნოს.

 – რას აკეთებ ხოლმე ამ დროს, როგორია შენი დასვენება?

 – ძალიან მიყვარს სიმღერა. ამას წინათ, პროექტიდან გამოსვლის შემდეგ, წავედი კარაოკე-ბარში და ძალიან დიდხანს ვმღეროდი. ამან დადებითი მუხტი შემმატა და ემოციებით დატვირთული დავბრუნდი სახლში. ესეც მშვენიერი განტვირთვაა, რამაც ძალა მომცა  შემდეგი მოქმედებებისთვის.

 – რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

 – პირადი ცხოვრებისთვის, სამწუხაროდ, ცოტა დრო მრჩება. რეალურად, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, სადილის მომზადება და, შენ წარმოიდგინე, დალაგებაც. თუმცა, ამისი დრო იშვიათად მაქვს. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომელთან ურთიერთობასაც ვასწრებ ხოლმე დილით და ღამით, ძილის წინ, ისიც მაშინ, თუ შევხვდით ერთმანეთს. უმეტესად ტელეფონზე ვლაპარაკობთ ხოლმე.

 – არ გსაყვედურობს, ნაკლებ დროს რომ უთმობ?

 – არა, რადგან მისი დაბადებიდან მეოთხე დღეს უკვე სპექტაკლს ვთამაშობდი. მას პასიური და სახლში დამჯდარი დედა არც უნახავს. ასე რომ, თავიდანვე შეგუებულია. თვითონაც ძალიან დაკავებულია: მუსიკას წერს, კონცერტებს მართავს... ამიტომ, ზუსტად ესმის, რა არის დროის ფასი. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. ხშირად ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს.

 – თეატრში რა ხდება? დიდი ხანია, არ მინახავხარ სპექტაკლებში.

 – ამ სფეროში ამ მომენტში არაფერი არ ხდება. კინომსახიობთა თეატრი რემონტის გამო დაკეტილია და, აქედან გამომდინარე, სპექტაკლები არ გვაქვს. მარჯანიშვილის თეატრის სეზონი უკვე იხურება და პრემიერები გადის, შესაბამისად, მე სპექტაკლები არ მაქვს და სადღაც, ეს ხელს მიწყობს კიდეც, რადგან, უფრო მეტი დრო მაქვს. თუმცა, შინაგანად უკვე მიჩნდება სპექტაკლში თამაშის სურვილი. დიდი სიამოვნებით შევქმნიდი ახალ როლს.

 – გადაცემის წამყვანი ხარ. როგორ მოერგე ამ ამპლუას?

 – იქიდან გამომდინარე, რომ რეალითი შოუა, ამ პროექტის სპეციფიკა მე აბსოლუტურად არ გამჭირვებია, რადგან მე ვარ ის, რაც ვარ და ვურთიერთობ ცოცხალ ადამიანებთან. კამერები ნამდვილად არ მზღუდავს. ადამიანებთან ურთიერთობა კი ყველაზე საინტერესოა ცხოვრებაში. ეს გადაცემა ძალიან ახლოს არის იმ სფეროებთან, რაც მე მაინტერესებს.

 – შენ თვითონ თუ მიიღებდი მსგავს შოუში მონაწილეობას?

 – ალბათ, ვერა. თუმცა, არა, სიტყვა „ვერ” არ არსებობს – არ მივიღებდი ასეთ შოუში მონაწილეობას. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების სამ თვეს ვერ დავუთმობდი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნას. გარდა ამისა, ჩემს ხასიათსა და ჩვევებს საჯაროდ ვერ გამოვიტანდი. თუნდაც მარტივი მაგალითი ავიღოთ: როცა მძინავს, უნდა იყოს სრული სიჩუმე და სიბნელე, არანაირი ტელევიზორი და შუქი. თანაც, ამდენ ადამიანთან თანაცხოვრება ჩემთვის დამღლელი იქნებოდა. ხანდახან ქმარი ან ცოლი გიშლის ნერვებს, ან საკუთარი დედა და საერთოდ უცხო ადამიანთან ძალიან ძნელია შეგუება. ჩემი აზრით, ეს დისკომფორტს შემიქმნიდა და სიამოვნებას ვერ მივიღებდი.

 – კომფორტს რა გიქმნის, რისგან იღებ სიამოვნებას?

 – ამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს სრული კომფორტი. იყო პერიოდი, როცა შემეძლო, ყველანაირ პირობას შევგუებოდი, თუმცა, ეს დრო დამთავრდა. ახლა მსიამოვნებს რბილი სავარძელი, კარგი ტელევიზორი და ხარისხიანი გარემო. ბუნებით ესთეტი ვარ, ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, ლამაზი ოთახი. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ვგიჟდები მოგზაურობაზე. საშუალება რომ მქონდეს, ერთწლიან კრუიზს დავარტყამდი მთელ მსოფლიოში, ყველაფერს მოვივლიდი – ეს არის ყველაზე დიდი ემოცია, რაც კი შეიძლება მქონდეს. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს კითხვა. მიყვარს მეგობრების წრეში ყოფნა და ბუნება – დიდ ენერგიას მაძლევს ლამაზ გარემოში და სუფთა ჰაერზე ყოფნა. მოკლედ, ძალიან ბევრი რამისგან ვიღებ სიამოვნებას.

 – ყოველთვის ძალიან კარგ ფორმაში ხარ. გარეგნობაზე ზრუნვის განსაკუთრებული რეცეპტი ხომ არ გაქვს?

 – ეს ყველაფერი, ალბათ, უფრო ბუნების დამსახურებაა. თუმცა, გარკვეულწილად მეც ვუწყობ ხელს. ფიტნეს-კლუბში დავდივარ კვირაში ორჯერ მაინც. ძალიან მიყვარს ცურვა. მიუხედავად იმისა, რომ სულ მანქანით დავდივარ, ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. როცა კარგი ამინდია, კუს ტბაზე ავდივარ და ერთი-ორ წრეს ვარტყამ ხოლმე. კარგ ფორმაში რომ იყო, ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ძილი, რაც მე, როგორც უკვე გითხარით, ძალიან მაკლია. როცა ქალი გამოუძინებელია, ეს მაშინვე ეტყობა.

 – კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ?

 – ძალიან. თუმცა, რაც კარგია, მომწონს, არ ვიპრანჭები და პირდაპირ ვამბობ ხოლმე. ის კი, რაც ცუდია, ჯობია, თავიდანვე გამოასწორო, ვიდრე სულ ისე აკეთო. მგონი, ადამიანის ცხოვრებაში მთავარი მიზანი თვითგანვითარებისკენ სვლაა. ყოველთვის ვუყურებ ხოლმე ტელევიზორში ჩემს თავს და ვცდილობ, აღარ დავუშვა ის შეცდომა, რაც დავუშვი.

 

скачать dle 11.3