კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტუიცია ყველაფერია

 

 

ქალის „შინაგანი მექანიზმი” თითქმის მთლიანად არის აგებული ინტუიციაზე, რისაც მამაკაცებს არ სჯერათ იმიტომ, რომ მათ პრაგმატულ აზროვნებას უჭირს, გააცნობიეროს, რატომ გრძნობენ ხშირად ქალები, მოსალოდნელს წინასწარ. რადგან თვითონ მოკლებულნი არიან ამ უნარს. მეოცე საუკუნემ ადამიანებისგან სხვა სტანდარტები მოითხოვა და ქალები გაცილებით სწრაფად და ადვილად მოერგნენ ამ სტანდარტებს ისევ და ისევ, ინტუიციის წყალობით.

იმისთვის, რომ კარიერულ ან რამე სხვა სახის წარმატებას მიაღწიო, სულაც არ არის აუცილებელი მამაკაცური თვისებები, ანუ, ისეთი თვისებები, როგორიც არის: შეუპოვრობა, პირდაპირობა და სწორხაზოვნება, ძალა, რკინისებური ლოგიკა... სამაგიეროდ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლავირების უნარს, რაც ქალებს არ უჭირთ, მამაკაცები კი ძალიან ბევრს კარგავენ გაუმართლებელი სიჯიუტით. კომპრომისის ხელოვნებას ქალები უკეთ ფლობენ, ეს კი თითქმის გადამწყვეტია. დღეს წარმატებას აღწევს ის, ვისაც კარგი ალღო და საჭირო მომენტში უკანდახევის უნარიც გააჩნია. მამაკაცებო! აჯობეთ თქვენს სიჯიუტეს და აღიარეთ, რომ, თუკი არ გიმართლებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია. ნუ გშურთ ქალების და ნუ დაიბოღმებით. ჯობია დაინახოთ ის, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. თქვენ ფიქრობთ, რომ ქალები უსამართლოდ და დაუმსახურებლად ჩაგენაცვლნენ? – არ არის მართალი. ისინი ისევ თქვენ აიძულეთ, ეაქტიურათ და წინა პლანზე გამოსულიყვნენ. ქალმა ინტუიციურად იგრძნო, რომ სწორედ ახლაა აუცილებელი გააფთრებული ბრძოლა გადარჩენისთვის. ქალს აქვს გამართლება – ის თავისი შვილებისთვის, მათთვის ცისქვეშეთში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც, ენდეთ მის ინტუიციას და, თუ მხარში არ ამოუდგებით, ხელს მაინც ნუ შეუშლით. მართალია, სოციუმში ქალისა და მამაკაცის როლები აშკარად შეიცვალა, მაგრამ ქალი მაინც სიამოვნებით აღიარებს მამაკაცის უპირატესობას, თუკი დაინახავს, რომ ერთგულად უდგახართ მხარში. პრინციპში, დანახვაც არ დასჭირდება, ისე მიხვდება, ინტუიციით.

 

скачать dle 11.3