კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არც ისე რთული...

 

 

რთულ სიტუაციაში ყველა ვყოფილვართ. თუმცა, ალბათ, ჯერ ის არის გასარკვევი, ვისთვის რა წარმოადგენს სირთულეს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ზოგჯერ გინდა, სადმე დაიმალო, გაუჩინარდე ცნობისმოყვარეთა თვალისგან. ყოველთვის ვერ ამოხვალ წყლიდან მშრალი. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ ყველა დღე წარმატებული და პოზიტიური ვერ იქნება. რთული სიტუაცია რთულია მანამ, სანამ თქვენ თავად ართულებთ მას. საკმარისია, ოდნავ მარტივად შეხედოთ, რომ გამოსავალს მაშინვე იპოვით. ამიტომ, უნდა იფიქროთ იმაზე, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ხვალ თქვენს თავს გადამხდარი ინციდენტი არავის ემახსოვრება. შეიძლება, დღეს ძალიანაც იხალისეს თქვენი დაბნეულობით და მოუხერხებლობით, შეიძლება, მათთვის სასიამოვნოდ შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის მარცხი, რომელიც განიცადეთ და იმ მომენტში თანაგრძნობა არავის გამოუხატავს; გავა რამდენიმე საათი და ინციდენტი თქვენს მეტს არავის ემახსოვრება. მაგრამ, თუ უსიამოვნო შემთხვევას გაამძაფრებთ და ტრაგედიად გადააქცევთ, ამით მას, „სიცოცხლეს“ გაუხანგრძლივებთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ტუალეტიდან გამოხვედით და ვერც შენიშნეთ, როგორ აღმოჩნდა თქვენი ქვედაბოლოს კალთა ტრუსში. ასეთი „ჩაცმულობით“ მთელი ოფისი შემოიარეთ. საშინელებაა, ხომ მართალია?! მაგრამ, ტირილით და ისტერიკით კიდევ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. უბრალოდ, შეისწორეთ კაბა და გაიცინეთ – ვის არ მოსვლია! გახსოვდეთ, სიტუაცია ზუსტად ისეთია, როგორც მას აღიქვამთ. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ ცხოვრება არც ისე რთულია. მთავარია, ჩვენ თავად არ გავართულოთ ის.

 

скачать dle 11.3