კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურადღება – მატრიარქატი!

 

 

უახლესი ათი წლის განმავლობაში დედამიწაზე ქალების რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს. ისინი ახლაც სჭარბობენ რიცხობრივად მამაკაცებს. გარდა ამისა, უპირატესობას ძლიერ სქესზე სხვა მხრივაც მოიპოვებენ. მოახლოებული „საშიშროების” ნიშნები უკვე შესამჩნევია და მამაკაცებმა უკვე დღესვე უნდა ჩამოჰკრან განგაშის ზარებს, მაგრამ, როგორც ყველა საქმეში, ისინი ამაშიც წაიზარმაცებენ. პლანეტას ისევ უახლოვდება მატრიარქატი – ქალების ბატონობის ხანა! იქნებ, ვინმეს სასაცილოდაც მოეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ, მივყვეთ თანმიმდევრობით...

თითქოს ბუნებაც დაიღალა ტექნიკური რევოლუციებისგან, რომლის დიდი წილი სწორედ მამაკაცებზე მოდის და გადაწყვიტა, სამყაროს სათავეში გაცილებით ჰარმონიული არსება – ქალი ჩაუყენოს. მამაკაცი კი არის ბუნების გვირგვინი, მაგრამ, ელემენტარულ, უბრალო, ცხოვრებისეულ რეალობასთან პირისპირ აღმოჩენისას უსუსური და უძლური ხდება. მამაკაცი იყო ბუნების პირველი მცდელობა, შეექმნა რაღაც განსაკუთრებული, ანუ აინტერესებდა, რა გამოვიდოდა (რაც გამოვიდა, თქვენც იცით). რაც შეეხება ქალს, მისი შექმნის საკითხს ბუნება უკვე შემოქმედებითად მიუდგა, პროფესიულად და, რა თქმა უნდა, შედეგიც გაცილებით უკეთესი მიიღო. ოცდამეერთე საუკუნემ პროგრესის ბუმთან ერთად მოიტანა ის, რომ მამაკაცი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეს მოულოდნელად და შეუმჩნევლად მოხდა. მამონტების უკან დევნა და მათზე ნადირობა საჭირო აღარ გახდა: ჯერ ერთი, გადაშენდნენ და, მეორეც – ქალმა კაცს ნახევარფაბრიკატებისგან მომზადებული კერძები შესთავაზა. ცხოვრება მამაკაცს ძლიერ, მამაც მეომრად კი არ აყალიბებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ, დეპრესიულ, ნერვიულ, ზოგჯერ უსუსურ არსებად – ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით.

„საწყალი მამაკაცები“ – იტყვით ალბათ და, ვერც მიხვდებით, რომ ამ სიბრალულით მამაკაცი კიდევ ერთხელ დააკნინეთ. ძლიერი სქესი აშკარად ვერ უძლებს თანამედროვე რეალობას; ფეხს ვერ უწყობს დროს, რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით მიექანება წინ და, შეიძლება, მასაც მამონტების ბედი ეწიოს, მაგრამ ქალები ამას ვერ დავუშვებთ. კაცობრიობის მომავალი ჩვენს ხელშია და მხოლოდ ჩვენ შეგვწევს ძალა, ძლიერი-სუსტი სქესის გადარჩენისა.

 

скачать dle 11.3