კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიზიდოთ გამდიდრების ენერგია საფულეში და რატომ უნდა ვატაროთ ჩანთით კანფეტი

 

 

მთავარია, ადამიანი ოპტიმისტურად იყოს განწყობილი და არასდროს დაკარგოს ხვალინდელი დღის იმედი. როგორც პარაფსიქოლოგი და იმავდროულად, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მირანდა ამბობს, გამდიდრების პერსპექტივა ნებისმიერ ჩვენგანს აქვს, ოღონდ ამის აუცილებლად უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს. ასე რომ, თუ მის რჩევას გავითვალისწინებთ და, ოპტიმისტურად განვაწყობთ თავს, წარმატებულ კარიერას, იღბლიან სიყვარულსა და ოჯახურ იდილიას ნამდვილად მოვიწყობთ. 

მირანდა: ყველა ადამიანს სურს, იმდენი ფული ჰქონდეს, რომ ცხოვრება მოიწყოს, ახლობლები საჩუქრებით გააბედნიეროს, ლამაზი ტანსაცმელი იყიდოს და ამით თავი ბედნიერად იგრძნოს. ასე რომ, გავრცელებული აზრი, თითქოს, ფული ხელის ჭუჭყია, არ არის მართალი. ფულის მოზიდვის უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს თილისმები, ოთახის მცენარეები, ფენ-შუის პრინციპით შერჩეული სახლის დიზაინი, ასტროლოგიური თუ ბიბლიური ქვები და ასე შემდეგ. მაგალითად, მე არ უარვყოფ, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. ბებიაჩემი ფულის მოზიდვის ათასგვარ ხერხს მიმართავდა. დღესაც, მატერიალური კეთილდღეობა მისი ნასწავლი მეთოდებით შევინარჩუნე და მისი წყალობით უფულობას, სანათესაოში არავინ უჩივის. ბებია პრაქტიკული მაგიის რჩევებს ყველას ანდობდა. ამბობდა, მიხარია ყველა ბედნიერი რომ არის ჩემ გარშემო და თუკი ადამიანის კეთილდღეობისთვის რჩევა-დარიგების მიცემა და მისი წელში გამართვა შემიძლია, ამას როგორ დავზარდებიო. სხვათა შორის, ბებია ხშირად ამბობდა, არასდროს იწუწუნოთ ფულზე და არც სხვას დაანებოთ თქვენი თანდასწრებით უფულობაზე წუწუნი, რადგან ეს გადამდებია და შესაძლოა, უიღბლობა ერთი ადამიანისგან მეორეს გადაედოსო. ამიტომ, თუ ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდათ, არასდროს დაიჩივლოთ უფულობასა და გაჭირვებაზე, არც გარშემო მყოფების წუწუნს მოუსმინოთ ამ თემაზე. 

– იმასაც ხომ ვერ გაგვანდობთ, როგორ მოვიპოვოთ კეთილდღეობა და ამ მხრივ საწუწუნოდ არ გაგვიხდეს საქმე? 

– რასაკვირველია, გაგანდობთ. ფული რომ ბედნიერების შემადგენელი ნაწილია, ამაში, ალბათ, ვერავინ შემეკამათება. მე კი პატარა ეშმაკობებს გაგანდობთ, რომელიც ბებიაჩემისგან ვიცი. მერწმუნეთ, ამ რჩევებით ნამდვილად შეძლებთ ფინანსების ჯიბეში მოზიდვას და არც საწუწუნოდ გექნებათ საქმე, მაგრამ მთავარია, ამის გულით გჯეროდეთ და რწმენა არ დაკარგოთ. 

– ამისთვის რა არის საჭირო?

– ამისთვის, უპირველესად საჭიროა სწორად შეარჩიოთ  საფულე ანუ ის ნივთი, რომელშიც ფულს შეინახავთ და გაუფრთხილდებით. კერძოდ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომის, ფერისა და ფორმის საფულე გჭირდებათ, ფინანსების მოზიდვის მექანიზმი თქვენ საკეთილდღეოდ რომ ამუშავდეს. 

– უამრავი ლამაზი, ფერადი და ორიგინალური ფორმის საფულე იყიდება და მათგან როგორ ავარჩიოთ ის ერთადერთი, რომელიც ფულის მოზიდვის მექანიზმს აამოქმედებს და თანაც მხოლოდ ჩვენთვის?

– გეთანხმებით, ასეთი არჩევნის ფონზე, ცოტა არ იყოს, დაიბნევა ადამიანი და ბოლოს იმ საფულეს აირჩევს, რომელიც ძალიან ლამაზია. მაგრამ ეს თქვენთვის მისაღები და მომგებიანი თუ იქნება ფულის მოსაზიდად, ეს მეორე საკითხია. ზოგადად,  აუცილებელი პირობაა, რომ საფულე თავად მოგწონდეთ და ის მხოლოდ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. სწორად შერჩეული საფულე თილისმის ძალას იღებს. მაგალითად, ფულის მოსაზიდად სასურველია, მოქარგული ან მძივებით გაწყობილი საფულე – უმჯობესია, ოქროსფერი, რადგან ეს ფერი სიმდიდრის სიმბოლოა. ასევე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განყოფილებები – ხურდა ფულის, ქაღალდის კუპიურების, საბუთების, საბანკო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების შესანახად. არ გირჩევთ, ხელოვნური მასალის საფულის ტარებას, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით კი, ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. 

– ყველაზე კარგი რა მასალისგან შეკერილი საფულეა?

– ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის, ან ტყავის საფულე. ხოლო, რაც შეეხება ფერს, უპირატესობა მიწისა და ლითონის ფერებს მიანიჭეთ. კერძოდ, ატარეთ შავი, ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი საფულე. ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია ეზოთერიკაში. 

– გამიგია, საფულეში რომ ფული გამოულევლად იყოს, აუცილებლად უნდა გვედოს ერთდოლარიანი ან ერთთეთრიანიო. ამაზე რას გვეტყვით?

– გეტყვით, რომ საფულეში აუცილებლად უნდა გედოთ ერთთეთრიანი მონეტა, ერთლარიანი, ერთდოლარიანი ან ერთევროიანი კუპიურები. ანუ, ისეთი ფული, რომელშიც ერთი ფიგურირებს. ასევე, სხვადასხვა ფულის კუპიურა არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. ფული მუდამ დალაგებული და ლამაზად ჩაწყობილი უნდა გქონდეთ. მაგალითად, ლარიანები ერთად უნდა გეწყოთ, ხუთლარიანები ერთად, ხოლო ათლარიანები და უფრო მსხვილი ბანკნოტები კი ერთად. 

– ეს რისთვისაა საჭირო, მთავარი ხომ  ისაა, რომ თანხა საფულეში დევს?

– (იცინის). ამაზე ბევრთან მიწევს კამათი და არც გამკვირვებია, ეს კითხვა თქვენც რომ  დამისვით. ასე, ლამაზად და რიგიანად ჩაწყობილი ფული საფულეში მის ენერგეტიკას ამყარებს და სიმდიდრის მოსაზიდადაც საუკეთესოა. აქვე გეტყვით, რომ ჩანთით აუცილებლად ატარეთ კანფეტი. ის სიტკბოს და სიხარულს მოგანიჭებთ და ფული, რომელიც ჩანთაში  მასთან ახლოს დევს, მხოლოდ სიტკბოსა და სიხარულში დაგეხარჯებათ და არა წამალსა და ექიმებში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ შეიძლება, ახლობლების, ნათესავების, საყვარელი ადამიანებისა და შვილების ფოტოების შენახვა საფულეში. ამან შესაძლოა, იმ ადამიანების უიღბლობა გამოიწვიოს. 

– ეს როგორღა ხდება?

– როგორ და ფოტო ფულის ენერგიის წყაროს შემოდინებას აბრკოლებს. საფულისა და თავად ფულის ენერგიამ შეიძლება, იმ ადამიანზე, რომლის ფოტოსაც თქვენ ატარებთ, ცუდად იმოქმედოს. აბა, დააკვირდით და ჰკითხეთ ახლობლებს, ვინც სხვის ფოტოს საფულით ატარებს ბედნიერია თუ არა ის ადამიანი და მაშინ ჩემს ნათქვამში ადვილად დარწმუნდებით. მაგრამ, კარგია თუ საფულეში ქინძისთავს ან ეგრეთ წოდებულ „ბულავკას” ჩადებთ. ამას ფულის მოზიდვა შეუძლია. გასათხოვარმა გოგონამ კი აუცილებლად უნდა ჩადოს საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული, მაგალითად, კულონი. ასე ის უფრო საინტერესო ხდება საპირისპირო სქესისათვის, რადგან მისგან დადებითი ენერგია გაორმაგებულად იფრქვევა. სხვათა შორის, ბევრი არ აქცევს მსგავს რამეებს ყურადღებას და სისულელე ჰგონია, მაგრამ გულის კუნჭულში სჯერა მისი, ამას ვერავინ უარყოფს. შეიძლება არ თქვან, მაგრამ მე ხომ ვიცი, არაღიარება, მისით დაინტერესებას არ გამორიცხავს: ისე, რომ დაფიქრდეთ, თუ უფულობისა და უიღბლობის თავიდან აცილება შეგიძლიათ, რატომ არ უნდა სცადოთ მაინც? პრინციპში, სანამ არ სცდი, შედეგსაც ვერ მიიღებ. ამიტომ სხვისი რჩევა არარეალური გგონია. ცდა ბედის მონახევრეაო, რომ ამბობენ, თქვენც სცადეთ. დამიჯერეთ, არ წააგებთ და მერე მადლობასაც მეტყვით.

 

скачать dle 11.3