ამინდის ცვლილება ადამიანს სერიოზულ პრობლემას უქმნის
როცა ადამიანს ამინდის ცვლილებისას თავის ტკივილი ეწყება, ამას მეტეოპათია ეწოდება. მსგავსი რეაქცია ყველაზე ხშირად ვლინდება ძლიერი ქარის დროს, მაგრამ, არანაკლებ გავლენას ახდენს ადამიანზე გარემოში წნევისა და ტენიანობის ცვლილებაც.
ცივი და, ასევე, ცხელი ამინდი ტკივილის პროვოცირებას იწვევს, რადგან ასეთ დროს ვითარდება სისხლძარღვების სპაზმი, ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ასეთ ამინდებში, თავის გაციებამ ან გადახურებამ, შეიძლება, სერიოზულ გართულებამდე მიგვიყვანოს. არ არის გამორიცხული, გულის შეტევაც კი განვითარდეს.
ეფექტურია მეტეოპათიური მასაჟი. მგრძნობიარე წერტილებზე თავადაც შეგიძლიათ იმოქმედოთ, თუ მათზე მდოგვიან, წებოვან საფენებს დაიკრავთ, რომლებიც აფთიაქში იყიდება. ეს მგრძნობიარე წერტილებია: წარბის ზემოთ, ყურის უკანა მხარე და საფეთქლები.