რომელი საკვები პროდუქტები გვიცავს ავთვისებიანი სიმსივნეებისგან
კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პროდუქტების სასარგებლო და აუცილებელი მნიშვნელობა, რომლებიც ადამიანმა რეგულარულად უნდა მიიღოს, რათა მთელი რიგი დაავადებები აიცილოს თავიდან და ჯანმრთელობა და სიმხნევე დიდხანს შეინარჩუნოს.
ისპანახი მდიდარია რკინითა და ბევრი სასარგებლო ნაერთით. ის ამაგრებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის თვალის ბადურის დაშრევებას. ასევე, ის დაბალკალორიულია.
ნიორი იცავს გულს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსუქნის წარმოქმნასა და განვითარებას. თუმცა, მისი ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებთ, რადგან ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტური ლიკოპენითა და C ვიტამინით. ის ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების განვითარებას. კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები პომიდვრის ჭამას უნდა მოერიდონ.
კომბოსტო და სატაცური მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
მოცვი აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.
თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გულისთვის ისინი უებარი საშუალებებია.
თევზი ომეგა 3-ის წყაროა, რომელიც გულს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტისა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას.
მცენარეული ზეთი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კედლებს ათეროსკლეროზის გამომწვევი ქოლესტერინისგან.
მწვანე ჩაი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ხსნის დაღლილობასა და სტრესს.