ბექჰემი ახალ ტატუზე ფიქრობს
„ლოს-ანჯელეს გელექსის” ბრიტანელმა ვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა ერთ-ერთ ტელეშოუში განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს ახალი ტატუირების გაკეთებაზე და ამჯერად ტატუს სავარაუდო ადგილად თავის სასქესო ორგანოს ასახელებს. ბექჰემის თქმით, ეს არის ერთადერთი ადგილი მის სხეულზე, რომელსაც არ შეხებია სვირინგის მანქანა და ამჟამად იგი ფიქრობს იმ ნახატზე, რომლითაც გაალამაზებს თავის მამაკაცურ ღირსებას. შეგახსენებთ, რომ ბექჰემის სხეული თითქმის მთლიანად არის დაფარული ტატუირებებით და მათი რაოდენობა 30-ს შეადგენს.