რუნი სიმელოტეს ებრძვის
ბრიტანული „სანი” იუწყება, რომ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” წამყვანი ფეხბურთელი უიენ რუნი თმის ცვენასთან ბრძოლას აპირებს. გაზეთის ვერსიით, ამჟამად ფეხბურთელი მკურნალობის კურსს გადის ლონდონის „ჰარლი სთრით ჰეირის” კლინიკაში. ორდღიანი კურსის შემდეგ, რუნის, რომელიც ლაზერულ მკურნალობას იტარებს, თმის ცვენა შეუჩერდება და დროთა განმავლობაში მისი უთმო ადგილები თავზე, თმით დაიფარება. ცნობილია, რომ კლინიკაში მისვლამდე რუნი თმის სხვადასხვა ლოსიონითა და ტაბლეტებით ცდილობდა ბრძოლას სიმელოტესთან, თუმცა, წარუმატებლად.