მესის ხელით შეეხნენ
არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონის” ლიდერი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, შვებულებას მშობლიურ ქალაქ როსარიოში ატარებს და, სწორედ ადგილობრივ გულშემატკივრებთან შეხვედრის დროს, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს ერთ-ერთმა ქომაგმა ხელი გაარტყა. ინციდენტი როსარიოს ერთ-ერთი რესტორნის შესასვლელთან მოხდა: როცა მესი ტოვებდა დაწესებულებას, ქუჩაში ის ქომაგთა არმიას შეეჩეხა, რომლებიც მისგან ავტოგრაფებს ითხოვდნენ. როგორც მესიმ განაცხადა, მას დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, რადგან ზურგით იდგა, თუმცა დარტყმა იმდენად სუსტი იყო, რომ არც კი უგრძნია. ფეხბურთელის თქმით, იგი სრულიად ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონის” ხელმძღვანელობამ ხულიგანი ქომაგის დასჯა მოითხოვა.