ელიზაბეტამ „მილანს” მიულოცა
„ფორმულა 1-ის” გუნდის, „რენოს” ყოფილი მფლობელისა და იტალიელი მილიონერისა და ფლეიბოის, ფლავიო ბრიატორეს მომხიბვლელი მეუღლე, ელიზაბეტა გრეგორაჩი, სულ ახლახან მონაკოში გამართული რბოლის გრანპრიზე გამოჩნდა მეუღლესთან ერთად, რომელსაც მაქინაციების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ჩამორთმეული აქვს უფლება, ხელმძღვანელობდეს „ფორმულა 1-ის” საჯინიბოებს. გრეგორაჩი ბოლო ხანებია, ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში, რადგან მთელ დროს თავისი შვილების აღზრდას უთმობს. უკანასკნელად იგი მილანის „მარიოტში” გამოჩნდა, სადაც „მილანის” მიერ იტალიის ჩემპიონობის აღნიშვნის საზეიმო ცერემონია იმართებოდა. გრეგორაჩთან ერთად, „მილანს” გაჩემპიონება მისმა ყოფილმა ვარსკვლავებმა: ანდრეი შევჩენკომ, რონალდინიომ, რობერტო ბაჯომ, ჯორჯ ვეამ და რონალდომ მიულოცეს.