კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

 

 

ნიკოლოზ სერბი: უფალმა გვიქადაგა, იმისთვის კი არ ვილოცოთ, რომ შევიტყოთ, თუ რა გვინდა (ჯერ კიდევ ჩასახვამდე, მისთვის ნათელია, რა გვჭირდება სიცოცხლის ყოველ წამს), არამედ მოგვიწოდა, რომ ჩვენი სულები იზრდებოდეს, მაღლდებოდეს და მწიფდებოდეს ლოცვის სხივებში. თუ იგი, მაშინვე არ ეხმაურება ჩვენს ლოცვებს, ესე იგი სურს, რომ ყოველივე არა ჩვენი, არამედ მისი ნებით იყოს, რაღაც უფრო მეტსა და უკეთესს გვიმზადებს, ვიდრე ლოცვაში შევთხოვთ. სწორედ ამიტომ, ყოველი ვედრება მლოცველმა შემდეგი სიტყვებით უნდა დავამთავროთ: „ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.”

***

პატივმოყვარეობა – სულის სენია, იგი მათ ეუფლებათ, ვინც დაკარგა უფლის შიში ან – არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში წერია: „სიბრძნის დასაბამი – უფლის შიშია.” ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი კლავს, ხოლო პატივმოყვარეს – საკუთარ თავზე საუბარი.

სიმეონ ღვთისმეტყველი: კაცთმოყვარე ღმერთმა ისე განაგო, რომ საღმრთო მადლს მოკლებული ცოდვილი ადამიანი მრავალ შიშს, სხვადასხვა უსიამოვნებასა და გაჭირვებას განიცდიდეს... ვერ პოულობდეს მოსვენებას აწინდელ ცხოვრებაში, ქვეყნიურ შვება-სიამეთა და საგანთა შორის და ამის გამო, იძულებულ შეიქნას, კვლავ თავის შემოქმედ ღმერთთან დაბრუნებისთვის გაისარჯოს, ყოვლადსრულთან და სახიერთან, ხოლო, თუკი შეძლებს დაბრუნებას, შემდეგ უკვე მარადის მის წიაღთა შორის იმყოფებოდეს და ნამდვილ მოსვენებასაც მხოლოდ მასში პოვებდეს.

იოანე სინელი: ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, რომ ადამიანი გამუდმებულად გრძნობს თავს ღვთის მოვალედ. ვინც საკუთარ ცოდვებს დასტირის, მან არ იცის, ტირის თუ არა ან დაეცა თუ არა სხვა, ამიტომ იგი სხვათა განსჯას არ შეუდგება.

მამა გაბრიელი: აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მეცნიერების უდიდეს აღმოჩენად ითვლება კანონი დროისა და სივრცის ფარდობითობის შესახებ. უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდანები, რომლებმაც შრომითა და დიდი ასკეტური ღვაწლით მოიპოვეს სულიწმიდის მადლი, დროისა და სივრცის მფლობელნი არიან. ესე იგი, შეუძლიათ, აწმყოდან გადავიდნენ წარსულსა და მომავალ დროში. ამდენად, მათ თავისუფლად იციან ადამიანთა წარსულიც და მომავალიც; არიან გულთამხილველები და იციან, რას ფიქრობს და რა სურს ადამიანს, მაგრამ, ყოველივე, ეს უდიდესი სიმდაბლის გამო, უმეტეს შემთხვევაში დაფარული აქვთ ადამიანთაგან.

თეოფანე დაყუდებული: ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება, მაგრამ, სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის. ამ დროს მეტად მოუხმეთ რწმენას. გახსოვდეთ – ყველაფერი ღვთისგანაა: არა მხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევაც კი. მას ხომ მხოლოდ ერთადერთი განზრახვა აქვს – ჩვენი გადარჩენა. ჰოდა, მიიღეთ მისგან ყველა განსაცდელი, როგორც მაცოცხლებელი წამალი, მწარე, მაგრამ სასარგებლო.

იოანე ოქროპირი: რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უფრო ვხვდებით, რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორს ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ მან უწყის საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. ამიტომ იყო, დავითმა და აბრაამმა სათნოების უმაღლეს მწვერვალს რომ მიაღწიეს, მაშინ განსაკუთრებით გამოიჩინეს სიმდაბლის სათნოება: აბრაამი თავს მიწასა და ნაცარს უწოდებდა, ხოლო დავითი – მატლს. მათ მსგავსად, ყველა წმიდანი თავს არაფრად მიიჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ, ვინც სიამაყითაა წარტაცებული, ის ყველაზე ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს.

 

скачать dle 11.3