კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აბალანსებს ირინა ბაირამაშვილის გადარეულ ხასიათს და რატომ „დაბლოკა“ მან მომავალი შეყვარებული

 

ჯეოსტარელ ირინა ბაირამაშვილის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა. რაც მთავარია, მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.

ირინა: სამწუხაროდ, ბენდი აღარ მყავს, სამაგიეროდ, საგარეჯოს ახალგაზრდულ დეპარტამენტში შემომთავაზეს სამსახური. წამყვანი სპეციალისტი ვარ, მეხება ღონისძიებების მოწყობა, კონცერტების ორგანიზება, და მოკლედ, ამ საქმეში ვარ ჩართული. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, თან სანამ კონტაქტები მაქვს, გამოვიყენებ. ასევე, გავხსენი სტუდია, სადაც 5-დან 16 წლამდე ბავშვებს ვასწავლი. ჩემი პროფესიაა – სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია. მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა. საკმაოდ მხიარული მასწავლებელი ვარ, უშუალო ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან. თავიდან სამსახურში კაბებით და ქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი. მერე ვეღარ შევძელი და დავიწყე დახეული ჯინსებითა და კედებით სიარული.

– მოგწონს, ალბათ, შენი ახალი, საქმიანი ქალის იმიჯი?

– ძალიან კარგი ყოფილა, როდესაც სტაბილური სამსახური გაქვს. თავიდან მომწონდა, ძალიან მსიამოვნებდა, არეული გრაფიკი რომ მქონდა – გადარბენები, ბენდი, მაგრამ ბოლოს დავიღალე. სამაგიეროდ, ბარში სიმღერამ და ბენდმა სიყვარული მაპოვნინა.

– მომიყევი, როგორ გაპოვნინა?

– ბენდთან ერთად ზაფხულში ქობულეთში წავედით ერთი თვე სამუშაოდ. შემოთავაზება გვქონდა – ბარ „მოხიტოში” ვუკრავდით. ერთ საღამოს ჩვენი საერთო მეგობარი შემოვიდა ბარში. მივედი, ვნახე, შოთიკოც იქ ყოფილა მაშინ. ადრე თბილისში ვყავდი ბარში ნანახი, მე არ მახსოვდა. იმან კი მიცნო. ახლა სულ ხუმრობს, მილიონი ადგილი იყო, იარა, იარა და მაინც ჩემ წინ დაჯდაო. არადა, ასეთ რაღაცეებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, თან მაშინ ძალიან გადაღლილი ვიყავი, ძილის მეტი არაფერი მინდოდა. ვიღლებოდი საშინლად. იმ დღეს საერთოდ არ შემიმჩნევია, არანაირი შემოფეთებები არ ყოფილა. თან, ჩემზე ორწლინახევრით პატარაა და რომ მოსულიყო, მე შენი თაყვანისმცემელი ვარო, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას – იმდენი მეუბნებოდა ამას. მაშინ არ გამიცვნია  – მე ჩემთვის ვიყავი, ის თავისთვის. ზღვა ხომ იცი, როგორ აჩქარებს ურთიერთობებს. შოთიკოც იქ იყო. გვერდით მომიჯდა, მე ცოტა ვიკეკლუცე, ოღონდ მის გამო კი არა, უბრალოდ, ასეთი ტიპი ვარ. მიყვარს კეკლუცობა, თუმცა, არ ვაკეთებ ამას გასაღიზიანებლად, ცოტას ვწუწუნებ ხოლმე. მეორე დღეს შოთიკო თბილისში წავიდა და მესიჯი მომწერა – მომენატრეო. იმდენი „გახეული სმაილი” გავუგზავნე, გამეცინა – როგორ შეიძლება, მოვნატრებოდი, წესიერად არც გვილაპარაკია. საერთოდ დავბლოკე, მეზარებოდა ყველაფერი, ჩემები მენატრებოდა. თან, არ მიყვარს ფლირტი, განსაკუთრებით ზღვაზე. რომ მწერდა, მე მოკლე პასუხებს ვწერდი, ან საერთოდ არ ვპასუხობდი. რამდენიმე დღის მერე დამირეკა – სად ხარო. უკან რომ ჩამოვედი, მაშინ ვიფიქრე, ვაიმე-მეთქი. მერე ერთად წავედით მდინარე გობრონაზე. ეს ის დრო იყო, როდესაც ერთმანეთს ჩვენს ადამიანურ მხარეებს ვაცნობდით.

– და რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

– ყველაფერი. ფიზიკურად და შინაგანადაც. ბევრი რამ დაემთხვა, თუმცა, ადრე ვფიქრობდი, ის აუცილებლად ხელოვანი უნდა ყოფილიყო. მე ხომ ასეთი გადარეული ვარ, ის უფრო მშვიდი, გაწონასწორებულია. ჩემზე მეტად მოწესრიგებულია და ჩემზე მეტად აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. თუმცა, ორივე ზარმაცები ვართ. ერთმანეთი შევავსეთ, პლუს-მინუსივით ვარ. სულ ვამბობდი, რომ ბოჰემური ადამიანი შემიყვარდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, უკეთესია, როცა სხვადასხვანაირები ხართ, ერთმანეთს ვუთმობთ, ვაბალანსებთ.

– რას საქმიანობს?

– ეკლესიაში გალობს. რამდენიმე დღის წინ, საგარეჯოში ვიქეიფეთ. სპექტაკლი დაიდგა, სადაც ჩემი მეგობარი პაატა ქვლივიძე თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს და მეც ვითამაშე – ბარის მომღერალი ვიყავი. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მერე ვიქეიფეთ. იქ იმღერეს, შოთიკომ ბანი რომ მისცა, ყველა გაშტერდა, ძალიან კარგად იმღერა.

– თქვენი ურთიერთობა მალევე აეწყო?

– ზღვაზე ვუთხარი, აქ არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა გავარკვიოთ, რადგან ზღვა უფრო აღელვებს გულს, აჩქარებს გრძნობებს, მე იქ არც მითქვამს მიყვარხარ-მეთქი. შოთიკომ კი მითხრა, მაგრამ ვიცი, რომ მაშინდელი მიყვარხარ, არ იყო ისეთი მყარი. ასე ვფიქრობდი და შოთიკომაც აღიარა. მერე საგარეჯოში ჩამოვიდა და ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავდა, რადგან ოჯახი ნახა. ცოტა არ იყოს შემეშინდა, ხომ არ ვიჩქარეთ-მეთქი. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, მეც ცოტათი მიყვარს ტრადიციები და რომ ჩავედი სახლში, პრობლემები შემექმნა – ვინ არის? რა ხდებაო. რომ ჩამოვიდა, უკვე ყველაფერი გაირკვა. დაგეგმილად არაფერი მომხდარა.

– ის რომ თბილისშია და შენ – საგარეჯოში, ეს არ გიქმნით პრობლემებს? ალბათ, ისე ხშირად ვერ ნახულობთ ერთმანეთს?

– მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე არ ვნახულობთ ერთმანეთს, ძალიან კარგად ვართ. ხანდახან, როცა ჩამოდის და მნახულობს, ან მე ჩამოვდივარ და ვხვდებით, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება, სულ ეიფორიაში ვართ. მონატრებაც აძლიერებს სიყვარულს, კარგია ძალიან.

– მოგიწონეს ოჯახის წევრებმა არჩევანი?

– კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ მოეწონათ. ძალიან წესიერი, ზრდილობიანი ადამიანია. ჩემს მეგობრებს კი, მგონი, ჩემზე მეტად უყვართ. აგვისტოში ერთი წელი გახდება, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. თუმცა, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამდენი დრო გავიდა. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს მომავალზე, ყველაფერზე. მაგრამ, ჯერ არ გვინდა ოფიციალური სახის მიცემა, იმდენად კარგად ვართ.

– ფიქრობ, რომ თუ დაქორწინდებით, ეს ყველაფერი გახუნდება?

– არა, ამის რომ გვეშინოდეს, მაშინ ერთად არც ვიქნებოდით. უბრალოდ, იცი, რა მომენტი არ გვინდა? გამარჯობა, ეს ჩემი მეუღლეა, ნათესავები, ახლობლები... გვეზარება ცოტა, იმდენად თავისუფლები ვართ ამ ყველაფრისგან.

– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, როგორ მოახერხა შენთვის თავის შეყვარება?

– სულ ვამბობდი, ძალიან გამიხარდება ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც ბარში რომ ვიმღერებ, ჩემს გვერდით იქნება; რომ გავალ იქიდან და ისიც ჩემთან ერთად გამოვა-მეთქი. შოთიკო სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა. გვერდში მიდგას, მის გვერდით, ძალიან კარგად ვარ.

– შენი ნამღერი ნამდვილად მოეწონებოდა.

– ძალიან კარგი შემფასებელია. გიჟდება, ისე მოსწონს, როცა ვმღერი. ჩემს სიმღერებში რაღაც ადგილები აქვს, რომელიც ძალიან უყვარს, გიჟდება.

– მას რა მოეწონა შენში ყველაზე მეტად?

– ჩემი პირდაპირობა. მითხრა კიდეც, მეგონა, ცოტა სხვანაირი ტიპი იქნებოდი, მაგრამ, რომ გკითხე, სად ცხოვრობ და შენ მითხარი – საგარეჯოშიო, – აი, მაქედან მომეწონეო. მერე და მერე, ჩემი ტერმინოლოგია მოეწონა. მაგალითად, ერთხელ მითქვამს ვიღაცაზე – რა ნედლი ადამიანია-მეთქი და მოსწონებია. ჩაცმის სტილიც მოსწონდა და კიდევ იცი რა? ღამე რომ მირეკავს და მძინარე ვიღებ ყურმილს, პატარა ბავშვის ხმა გაქვსო და ამიტომ, ღამე მირეკავს და მაღვიძებს. მე ყველაზე მეტად, მისი ცხვირი მომწონს და კიდევ ის, რომ მთლიანად ჩემს ხასიათში ზის.

– ნებისმიერი ადამიანისთვის სიყვარული დიდი სტიმულია.

– ჩემთვისაც და მითხრეს, სიყვარული გალამაზებსო. ჩვენი კამათი ორწუთიანია, თუ 2 წუთს გადასცდა, ესე იგი, ცოტა სერიოზულად არის საქმე. რომ ვჩხუბობთ, მერე აღარაფერი მინდა, არაფერი აღარ მიყვარს. მე ვარ ბუტია. ისეთ რაღაცეებზე ვუშარდები – კედელს არ მიეყრდნო, მე მომეყრდენი. კედელზე ვეჭვიანობ. ვაღიარებ, ეჭვიანი ვარ, მაგრამ უფრო ყველაფერს ძალით, სპეციალურად ვაკეთებ. 2 წამში მირეკავს: ბუ, დაწყნარდი და მეც წყნარი ვარ. ის ბუსუნას მეძახის, მე შ-ს. ისე, შოთიკო უფრო ჩუმი ეჭვიანია, იმწუთას შეიძლება, არ მითხრას, მაგრამ მერე და მერე ამბობს. თუმცა, მე უფრო ეჭვიანი ვარ, მაგრამ შემაწუხებლად – არა.

– ჯერჯერობით არ აპირებთ დაქორწინებას?

– ვფიქრობთ და მინდა, რომ როგორც ახლა ვართ შეყვარებული, მერეც ასე ვიყოთ. როცა ოჯახს შევქმნით, ყველაფერი ისევ ისე იქნება. უბრალოდ, შვილები გვეყოლება და მხოლოდ ეს იქნება განსხვავება. ასე რომ, ვფიქრობთ ამ ამბავზე, მაგრამ რაღაცეებს ველოდებით. გვინდა, უფრო მყარად დავდგეთ ფეხზე, მერე ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ.

 

скачать dle 11.3