კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის დამალვას ახერხებს კარგად გია სურამელაშვილი და როდის ვერ იმორჩილებს ის საკუთარ სხეულს

 

როგორც ყოველთვის, მომღერალი გია სურამელაშვილი გულშემატკივართა ნაკლებობას არც ახლა უჩივის. ინტერვიუს დროს მან თავად აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგი ხდება: წერს ახალ სიმღერებს, მუშაობს ორ რესტორანში. მართალია მიწვევები სხვა რესტორნებიდანაც აქვს, მაგრამ, ფიზიკურად ვეღარ ასწრებს. ამასთან დაკავშირებით ხუმრობს, ისე ვიღლები, ერთხელაც, მართლა მაგდანას ლურჯასავით დავეცემიო...

– ძალიან ბევრ პოპულარულ ადამიანს ხალხი ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც ხედავს ქუჩაში, მაღაზიაში, თუ სხვა დაწესებულებაში. შენ რატომ არასდროს არსად არ ჩანხარ?

– ამასთან დაკავშირებით ერთ კურიოზს მოგიყვები: ახალი პასპორტის ასაღებად წერეთელზე მივედი, მაგრამ, „ნახალოვკაში“ გადასულან. რა უნდა მექნა, წავედი. რაც მთავარია, გზის პირზე კი არ არის, ძალიან ბევრ კორპუსს შორისაა. იქ ამბავი მოხდა?! – ვერ გადმოგცემ. რეესრტიდან რომ გამოვედი, ალბათ, ხალხმა უკვე იცოდა, იქ რომ ვიყავი და, მოკლედ, აივნებიდან, სადარბაზოებიდან და ეზოებიდან ყველა „გიას“ ყვიროდა. რა დამემართა, ვერ აგიწერ. დიდი მადლობა ყველას. ძალიან ბევრს სიამოვნებს ასეთი ყურადღება, მაგრამ მე, სიამოვნებასთან ერთად, რაღაცნაირად, ვიზღუდებისავით. 

– ჭორი თითქმის ყველა პოპულარულ ადამიანზე ვრცელდება, მათ სასიყვარულო გატაცებებს ხან ვის დაუკავშირებენ, ხან – ვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ ჭორაობენ შენზე. როგორ ახერხებ ასე კარგად პირადულის დამალვას?

– ძალიან ჩუმად დავძვრები და იმიტომ (იცინის). პაპარაცები არ დამდევენ. როდემდე შევძლებ, არ ვიცი, მაგრამ, პირადის დამალვა ჯერჯერობით კარგად გამომდის.

– როგორც ვიცი, ცოტა ფეთქებადი ხასიათი გაქვს.

– ხშირ შემთხვევაში არა, მაგრამ, ცოტა მძიმე და ფეთქებადი ხასიათი ნამდვილად მაქვს. ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისებური „წიკები“ აქვს. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, თავი შევიკავო, მაგრამ, არის ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა ეს შეუძლებელია. საყვარელ ადამიანთან ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები, რასაც ყოველთვის საკუთარ თავს ვაბრალებ. ალბათ, ჩემი ბრალია, ალბათ, ზედმეტად ეჭვიანი ვარ და ბევრ ყურადღებას ვითხოვ – არ ვიცი. მართალია, ამით მე ვზარალდები, მაგრამ, რა ვქნა, რაც ვარ, ეს ვარ.

– ქართველ მომღერლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– მართალია, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ყველასთან ძალიან კარგად ვარ. 

– კონცერტის ორგანიზატორს რა შემთხვევაში არ თანხმდები შემოთავაზებაზე?

– თუ ჰონორარმა არ დამაკმაყოფილა, ორგანიზატორს არ ვთანხმდები კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე, მით უმეტეს, თუ კონცერტი ქალაქგარეთ არის დაგეგმილი – ცოტა ზარმაცი ვარ, გზას და დიდხანს ტრანსპორტში ჯდომას ვერ ვიტან. ხომ გითხარით, ჩემი „წიკები“ მაქვს-მეთქი. იმის გამო, რომ ძალიან მეზარება ჰაერში 12 საათი ყოფნა, ამერიკის ტურნეზე რამდენჯერმე უარი ვთქვი. ნევროზი მაქვს და ამდენ ხანს თვითმფრინავში გამიჭირდება ჯდომა. თუ ჭკუიდან შევიშალე და საქართველოში გიჟი დამაბრუნეს, რად მინდა?

– იუმორი თუ გეხმარება სხვადასხვა სიტუაციებში?

– ძალიან მეხმარება. ამ ბოლო დროს რაღაც ტერმინებს ვიგონებ ჩემდა უნებურად. 

– მაგალითად?

– „მაგდანას ლურჯასავით დავვარდები“, „მოწამლული ბუზივით ვარ“ და ასე შემდეგ. 

– დიეტას ხშირად იცავდი?

– იმდენი ვიდიეტე, ახლა საერთოდ აღარ მშივდება, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ადგილებში ვმუშაობ, სადაც ძალიან ბევრი საჭმელ-სასმელია. სიმართლე გითხრა, ნაჭამი რომ ვმღერი, არც მიყვარს, ჰოდა, დავფრინავ ასე მოწამლული ბუზივით. აი, თუ სამი კონცერტი მაქვს დღეში, ბოლო კონცერტის შემდეგ მართლა მაგდანას ლურჯასავით ვარ და ჰაერს მასუნთქებენ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგია, როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ადამიანებს ლამაზ წუთებს ჩუქნი. ამ დროს უკვე მეორე სუნთქვა მეხსნება და დღის ბოლოს მთლიანობაში ბედნიერი ვარ. 

– თითქმის ყოველთვის სათვალით მღერი, რატომ?

– სათვალე ჩემი საყვარელი აქსესუარია და ძალიან ბევრი მაქვს. იციან,  რომ მიყვარს. ბევრსაც, მჩუქნიან. ერთხელ, გადამეკიდნენ, რატომ მღერი სათვალითო. თავი რომ არ დამანებეს, ვუპასუხე, ელამი ვარ-მეთქი. თუ სათვალე არ მიკეთია და თვალები გამოვაჩინე, მერე იწყებენ – ამ თვალებს როგორ მალავო (იცინის).

– საკმაოდ გვიან მთავრდება გია სურამელაშვილის დღე. დილა როდის იწყება?

– მე ძალიან ადრე ვიღვიძებ, დაახლოებით 7-8 საათზე. „არ დაიდარდოს“ „ტოროლა“ ვარ, ჩავრთავ რადიოს და ვუსმენ, უშტატო თანამშრომელი ვარ. 10 საათზე რომ გავიღვიძო, ძალიან ცუდად ვარ უკვე, სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ. 

– გავიგე, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალე რამდენიმე თვის წინ. ახალი მეზობლების რეაქცია როგორი იყო, როცა ამის შესახებ შეიტყვეს?

– თავიდან არ იცოდნენ, მაგრამ, ახლა უკვე მარტო ჩემმა მეზობლებმა კი არა, მთელმა უბანმა გაიგო, რომ აქ ვცხოვრობ. როგორც მითხრეს, ადრე ამ სადარბაზოში ლელა წურწუმია ცხოვრობდა, თურმე. მეზობლებს ჩემი თანაშემწისთვის უთქვამთ, ჩვენს სადარბაზოს ბედი აქვს, დავდივართ და ვამაყობთ – ადრე ლელა იყო ჩვენი მეზობელი, ახლა კი გიააო. მართალია, არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი მეზობლები მყავს.

– პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, როცა მანქანით გადაადგილდები?

– მე საჭესთან არ ვზივარ, მაგრამ, პატრულთან შეხვედრის რამდენიმე სახალისო შემთხვევა მქონდა. ერთი-ორჯერ დარღვევა გვაპატიეს. საერთოდ, არ მიყვარს, როცა მანქანას სწრაფად მართავენ, ნევროზი მაქვს. არც ნასვამ მძღოლს ვსვამ საჭესთან. ნაკლებად, რომ გაგვაჩერონ. ამას წინათ პატრულმა გადამოწმების მიზნით გაგვაჩერა და, რომ დამინახა, მითხრა, დედაჩემს ძალიან უყვარხარო. თვითონ 40 წლის იყო, დედამისი – 65-ის. ვაიმე, ასე დავბერდი უკვე, რომ ასაკოვან ხალხს ვუყვარვარ-მეთქი? რას ამბობ, ისე უყვარხარ, რომ მღერი, ყველაფერს გვათიშვინებსო. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავეცი მას და დედასთან ჩემი დისკი გავატანე. მითხრა, ჭკუიდან გადავა, შეიძლება, არც დამიჯეროს, შენ რომ მაჩუქე, ეგონება, ვუყიდეო. ამიტომ, ავტოგრაფიც მივაწერე და დავემშვიდობე. 

 ამას წინათ დამპატიჟეს ერთ-ერთ რესტორანში. 70 წლამდე მანდილოსანს ოპერაცია გაუკეთებია და შვილებმა ამის შემდეგ წვეულება მოუწყვეს. ამ ქალს უთქვამს, კი გადავრჩი, მაგრამ, ისე არ მომკლათ, გია სურამელაშვილი არ გავიცნოო. შვილებმა ოცნება აუსრულეს და გაახარეს. ვერ გადმოგცემ იმ ქალს რა დაემართა, რომ მივედი, იტირა სიხარულისგან, საოცრად მეფერებოდა – ნეტა ახალგაზრდა ვიყოო. დაიხოცა მთელი ხალხი სიცილით. რომ არ მოგატყუო, 60 კაცამდე სტუმარი ჰყავდათ დაპატიჟებული. რამდენიმე სიმღერა ვუმღერე და წამოვედი. ასეთ რაღაცეებს რომ ვხედავ, ნაკლებად მტკივა თავი, გული და ასე შემდეგ. გავითავისე, რომ მე მარტო ჩემს თავს არ ვეკუთვნი და, თუ რამე პრობლემა მაქვს, ან უხასიათოდ ვარ, არ მაქვს უფლება, ეს ადამიანებს ვაგრძნობინო.

– თუ გეგმავ შენი გულშემატკივრების გასახარებლად სოლო კონცერტის მოწყობას?

– კი, ძალიან მინდა. მართალია, მინი სოლო კონცერტი ყოველდღე მაქვს, მაგრამ, ყველას არ შეუძლია, ჩემს მოსასმენად რესტორანში მოვიდეს. თუ გავაკეთე კონცერტი, არც ისეთ თანხას დავადებ, რომ გაუჭირდეთ გადახდა. ვიცი, როგორი ცხოვრებაა და, ისიც ვიცი, რომ ვერანაირად ვერ იყიდიან 20-30-ლარიან ბილეთებს. წელს სცენაზე დგომის 22 წელი მისრულდება და ძალიან მინდა, ამასთან დაკავშირებით, სოლო კონცერტი გავაკეთო. ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, შევძლებ, რითაც ვიცი, რომ უამრავ ადამიანს გავახარებ. 

– თუ გაიხსენებ 22 წლის წინ იმ კონცერტს, როცა პირველად გახვედი სცენაზე?

– ეს სასწაული იყო. პირველი სერიოზული გასვლა სცენაზე ფილარმონიის დიდ დარბაზში მოხდა. ერთ-ერთი ძალიან კარგი მუსიკალური გაერთიანების – „ისინდის” ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც გავიცანი მზია კვირიკაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, კონფერანსიე მაია კახიძე და რადიოწამყვანი ჯემალ მელქაზე. ჩვენ ერთად დავდიოდით კონცერტებზე, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. მერე მზიას დავყვებოდი და მის გვერდით გადავდგი სცენაზე პირველი ნაბიჯები. მთელი საქართველო მაქვს მასთან ერთად შემოვლილი. პარალელურად, კლიპებიც მქონდა გადაღებული და მუსიკალურ გადაცემებშიც ტრიალებდა ისინი. მაშინ სულ ორი მუსიკალური გადაცემა იყო – „პანორამა” და „მუსიკალური ფოსტა.” 1991 წლის დიპლომანტიც გავხდი „იურმალას“ კონკურსზე. იქიდანაც დამაფიქსირა ქართველმა ხალხმა და, ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტე ფილარმონიაში კონცერტის მოწყობა. ეთერ კაკულიას უთქვამს მზია კვირიკაშვილისთვის: მზიაჩკა, ეს ბიჭი ან ნამეტანი ჭკვიანია, ან ცოტა უბერავსო.

– რატომ?

– იმ პერიოდში შემოქმედებით საღამოებს, ისიც წელიწადში ერთხელ, აკეთებდა ან მედეა ძიძიგური, ან ეთერ კაკულია. მაგრამ, გავრისკე. კონცერტის სახელწოდება შემდეგი იყო: „ვუმღერ შეყვარებულებს.” კონცერტის დღეც დადგა, ძალიან ვნერვიულობდი, „კაპლებით“ მასულიერებდნენ. მზია შემომივარდა, ნორმალური არ ხარ, გამოდი, ნახე რა ხდება, ფილარმონია ინგრევა, იმდენი ხალხია მოსული, რა განერვიულებსო. მართლა არ მახსოვს, პირველი სიმღერა როგორ ვიმღერე. იმდენი ხალხი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა დარბაზში. დღემდე ვგრძნობ მსმენელის სიყვარულს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ! 

 

скачать dle 11.3