კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩასაგემრიელებლები

 

უმად შესაჭმელები

ძველებური ჟინი აღარ შემორჩა, თუმცა ვანუატუს გარშემო გაუგებრობა კვლავ  ძალაშია. თავდაპირველი ინფორმაციით, თითქოს ამ 200 000-მა სასირცხვოზე  ჩალააფარებულმა მოქალაქემ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა (რამაც იმთავითვე მიგვანიშნა, რომ „იუჟნაია ოსეტია“ გადაჭრით არ ეპიტნავათ). წყარო აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსული გამოცემები იყვნენ. მართალია, 200 000-ნი არიან და მხოლოდ აფხაზეთს დაადგეს თვალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაინც განაცხადა, რომ ოფიციალური აღიარება არ უნახავთ. მეტიც, ჩვენებური საგარეო უწყების ინფორმაცია გაეროში ვანუატუს ელჩმაც (სად გავარდა ცივილიზაცია?!) დაადასტურა, თანაც, დაგვარწმუნა, რომ უახლოეს მომავალში მისი სამშობლო სწორედ ჩვენთან გეგმავდა ცხოველი დიპურთიერთობის გაჩაღებას. მოგვიანებით საქმეში რუსული საგარეო უწყებაც ჩაერთო და ბრძანა, რომ ვანუატუს მთავრობა აღიარებას ადასტურებს.

ასეა თუ ისე, ეს საკითხი კვლავაც ჰაერშია გამოკიდებული, ხოლო, რაკი საკუთარი შიდა პრობლემები გაგვჭირვებია, ადგილობრივი პოლიტსპექტრი ამ საკითხზე აზრებსაც აღარ გამოთქვამს. რაკი, საბოლოოდ, მაინც გაირკვევა, ვინ უფრო ახლოსაა ვანუატუელების გულთან (შესაძლოა, კუჭთანაც) – ჩვენ თუ აფხაზები, თვითონ კი მიწასაც არ აჩნიან, დიდად სანერვიულოც არაფერია. თუმცა, აჩნიან თუ არა, ვინაიდან მაინც სახელმწიფოა (თვით გაეროს წევრი!), სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი გზაც შეიძლება, შევთავაზოთ: თუ გავიხსენებთ, რომ საუკუნე-ნახევრის წინათ ვანუატუელები პირწავარდნილი კანიბალები იყვნენ, რომელიც ვეგემრიელებით (ჩვენ თუ აფხაზები, რადგან, ფაქტია, რომ „იუჟნაია ოსეტიელების“ გემოთი არ მოიხიბლნენ), მასთან დაამყარონ, გნებავთ, დიპ და, გნებავთ, რამე სხვა (მაგალითად, უმად შესაჭმელი) ურთიერთობა?!

 

скачать dle 11.3