კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იდებენ ადამიანები თავქვეშ სულთმოფენობის დროს ეკლესიიდან წაღებული ყვავილებით სავსე ბალიშებს და როგორ ხდება ამ დროს სულიწმიდის მოხმობა

 

როგორც ცნობილია, ამაღლებიდან მეათე დღეს ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს სულიწმიდის გარდამოსვლას, მოფენას, ანუ სულთმოფენობას, რომელიც უდიდესი დღესასწაულია და ის დიდი სიხარულით უნდა აღვნიშნოთ. თუ რა მნიშვნელობა აქვს სულთმოფენობის დღესასწაულს და რატომ ირთვება ამ დღეს ეკლესია ყვავილებით, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– სულთმოფენობა – ეს ტერმინი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში შემოვიდა საქართველოში, უფრო ადრე ამ დღესასწაულს ერქვა „მარტირია“, რაც ნიშნავს დამოწმებას, მოწმობას. უფალი ამაღლებამდე ეუბნება თავის მოციქულებს: „მე მამას შევავედრებ და თქვენ ის მოგივლენთ სულიწმიდას, რომელიც მისგან გამოვალს, იქნება თქვენში და გასწავლით ყოველივეს“. ყველა მოციქული ამოწმებდა ამას, რომ ისინი იყვნენ მოწმენი იესო ქრისტეში, მამა ღმერთში და იყვნენ წევრი ერთი წმიდა, კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის ეკლესიის დაბადების დღე, ანუ ამ დღეს დაარსდა ახალი აღთქმის ქრისტიანული დედაეკლესია.

– როგორ მოხდა სულიწმიდის მოფენა?

– ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს, ანუ, მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა უნდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. მართლაც, როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე.

– ეს რას ნიშნავს?

– ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა ანდრიამ და სვიმონ კანანელმა. როდესაც ერთ ენაზე მეტყველებდა ერი, ქვეყანა, ერთი ერი და ეროვნება იყო. ისინი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ აეშენებინათ გოდოლი, რომელსაც შემდეგ ბაბილონის გოდოლი ეწოდა, რათა მისულიყვნენ ღმერთთან და თავიანთი პრეტენზიები წაეყენებინათ. უფალმა დაინახა, რომ ეს ხალხი არა უფლისთვის ერთიანდებოდა, არამედ გარკვეული პროტესტი ჰქონდათ და მათი ერთობა არ იყო საღმრთო, ამიტომ მან ენები აღურია მათ და ამის შემდეგ მოხდა სხვადასხვა ეროვნების დაბადება. მათ ვეღარ გაუგეს ერთმანეთს და მიიღეს კურთხევა, რომ დასახლებულიყვნენ მთელ მსოფლიოში. ასე რომ, დედამიწის სხვადასხვა ადგილას ესა თუ ის ეროვნება გამრავლდა, დადგინდა, გავრცელდა უფლის კურთხევით. ასევე, უფლის კურთხევით, სულიწმიდის გარდამოსვლით მოხდა სამოციქულო ეკლესიის ამა თუ იმ ენაზე ალაპარაკება, რომ ყველა ეროვნებას თავის ენაზე ექადაგა ღვთის სიტყვა. ეს დღემდე ასე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მაცხოვარი მეორედ მოვა ჩვენს სამხილებლად და სანამ ყველა ენაზე არ იქადაგება სახარება. დღეს თითქმის ყველა ენაზეა დაწერილი ახალი აღთქმა, ბიბლია და ყველა ეროვნებას აქვს ღვთის სიტყვის ქადაგება ბიბლიის სახით. თუ სულთმოფენობამდე მოწაფეები ურიათა შიშის გამო იყვნენ დამალულები, სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ისინი თამამად გადიან და იწყებენ ღვთის სიტყვის ქადაგებას და მოწმობენ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რომ ის აღდგა მკვდრეთით და რომ მათზე სულიწმიდა არის გარდამოსული.

– როგორ აღესრულება დღეს ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა?

– დღეს ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ადამიანებს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომელთაც კეთილსურნელების სახით მირონი გადაეცათ.

– რა ხდება, როდესაც ადამიანს მირონს სცხებენ?

– მირონის ცხებით, ნათლისღების საიდუმლოს დროს, ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი. ბევრმა არ იცის, რომ ნათლისღების დღეს ის ორ საიდუმლოში მონაწილეობს. პირველი – ეს არის ნათლისღება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, ხოლო მირონცხებით ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშე მას არ შეუძლია, თქვას აღსარება, ეზიაროს, იაროს ეკლესიაში და, რაც მთავარია, ვერ ცხონდება. ასე რომ, სულთმოფენობა, იგივე მარტირია, პენტეკოსტა, ანუ „ორმოცდამეათე“, ნიშნავს იმას, რომ მთელ კაცობრიობას მოციქულების სახით მიეცა დედაეკლესია, ამიტომაც დღემდე ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქვია სამოციქულო ეკლესია, რადგან ღმერთმა ის მოციქულებზე დააარსა. სანამ სულიწმიდა გარდამოვა, უფალი ეუბნება პეტრეს: „კლდესა ამას ზედა აღაშენო ეკლესია ჩემი და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ ერეოდიან“. „ეკკლოს“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს შორიდან ძახილს, მოხმობას; ანუ, დაარსდა ეკლესია, რომელიც არის ღვთიური საზოგადოება, ეს არის მისტიკური საიდუმლო სხეული იესო ქრისტესი და ამ საზოგადოებას ვერავინ მოერევა, ვერც დაცემული სულები. მართალია, ყოველთვის იქნება ბრძოლა, მაგრამ გამარჯვებული ყოველთვის იქნება ეკლესია, რამეთუ ეს არის სხეული იესო ქრისტესი, რომელიც ამაღლდა აღდგომიდან მეორმოცე დღეს და ორმოცდამეათე დღეს მისი მეოხებით სულიწმიდა მოევლინა ცოდვილ საზოგადოებას.

– მამა გიორგი, ამ დღეს ეკლესია ირთვება ყვავილებით, რომელიც მლოცველებს ეკლესიიდან სახლში მიაქვთ და ინახავენ. საერთოდ, როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე?

– ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ის, რაც დაწყევლილი და დაცემული იყო, სულიწმიდის მადლით გააცხოველა. სულიწმიდის მადლის მოფენა სიმბოლურად მიანიშნებს ყვავილებით შემკულ ეკლესიაზე. დაბადების დღეზე ხომ მივდივართ ყვავილებით? რადგან ეკლესიის დაბადებისა და დაარსების დღეა, ჩვენ ყვავილებით მივდივართ და ყვავილები გვხვდება იქ, ნიშნად სიცხოველისა, სიხარულისა, ბედნიერებისა, სიყვარულისა. ამ დროს უნდა მივიდეთ ეკლესიაში, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ და ერთმანეთს მივულოცოთ ეკლესიის დაბადების დღე, რაც არის ჩვენი სულის ცხონების მთავარი გზა, რამეთუ ეკლესიაში სიარულის, ეკლესიური ცხოვრების გარეშე ვერავინ ვცხონდებით. ჩვენ უნდა დავამოწმოთ ის ჭეშმარიტება, რომ, რაც მოხდა პირველ საუკუნეებში, ყოველ წელს დიდი სიხარულით აღესრულება. ამ დროს იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. ეს არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, მისტიკური დღე. რაც შეეხება ყვავილების სახლში წაბრძანებას, ბზა ხომ მიგვაქვს შინ, ნიშნად მარადიული სიყვარულისა, სარწმუნოებისა, სიხარულისა და ამით უფალს ვიწვევთ სახლში. ასე ხდება სულთმოფენობის დღეს, ეკლესიიდან სახლში ყვავილების წაბრძანებისას. რუსული ტრადიციით, როცა ადამიანებს სახლში მიაქვთ ყვავილები, პატარა ბალიშებს კერავენ იმ ყვავილებით, თავქვეშ იდებენ, ავადმყოფ ადამიანებსაც უდებენ. ამაში ცუდი არაფერია. ეს არის ტრადიცია, საეკლესიო გარდამოცემა, რასაც ქართველი ქრისტიანები სიამოვნებით აღვასრულებთ.

 

скачать dle 11.3