„გადაცემის“ ფენომენი
ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი „გადაცემის ფენომენი“, ანუ, თუ გინდათ, მამაკაცი თქვენს მიმართ სიმპათიით განაწყოთ, ეცადეთ, თავის ყოფილ შეყვარებულზე ალაპარაკოთ. სამწუხაროდ, ქალების დიდი უმრავლესობა პირიქით იქცევა, კატეგორიულად არ სურს, რომ მისმა რჩეულმა თავის „ყოფილებზე“ მოუთხროს. ეს არის კომპლექსი, რომლისგანაც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეთ. როცა მამაკაცი თავისი სიყვარულის შესახებ ყვება, ის ავტომატურად იმუხტება სიყვარულით და მისი სამიზნე თქვენ გახდებით, რადგან, რეალურად, მხოლოდ თქვენ ჰყავხართ ამ მომენტისთვის გვერდით.
მთავარია, არ მოუწყოთ ეჭვიანობის სცენა. აცალეთ, ბოლომდე გადაგიხსნათ გული და დაიცალოს. თუ ამ საუბრისგან თავს იკავებს, მოახდინეთ მისი პროვოცირება. უბიძგეთ, რომ დაძლიოს სიმორცხვე და ალაპარაკდეს. ფსიქოლოგები არ ტყუიან. ერთი-ორი გულახდილი საუბარი და სასურველი მამაკაცი თქვენი გახდება.
P. S. გრძნობა გადამდებია – ზუსტად ისე, როგორც ინფექცია, ან ვირუსი. უბრალოდ, მოერიდეთ „ვაქცინას“, რომელიც მიზნის მიღწევაში მხოლოდ ხელს შეგიშლით.