კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

 

 

პასკალი: ადამიანის ზნეობრივ ხარისხზე ცალკეული მცდელობების მიხედვით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, არამედ, ყოველდღიური ცხოვრების მიხედვით.

აკაკი: ჭკუანაკლი კაცი საბრალოა, ზნეობა-ნაკლი კი – საზიზღარი!.. მაგრამ, თუ ერთსა და იმავე დროს ორივე ერთად აქვს განრისხებულ ადამიანს, მაშინ კი შორს და მშვიდობით! – მისი დაახლოება ჭირის გადაკიდებაა.

ბერტონი: სიყვარული აერთიანებდა მიწებს, აშენებდა ქალაქებს, ბადებდა ბავშვებს... ოღონდ, თუკი შელახავდა მის ღირსებას, ის ძირს სცემდა სამეფო გვირგვინებს, ანგრევდა სახლებს, ღუპავდა ოჯახებს.

მაქელი: უვალო სიღარიბე სიმდიდრეა.

პეტრარკა: რაც მეტია სიძუნწე, მით მეტია სიმკაცრეც.

ეპიკტეტი: უკეთესია, ჯანმრთელს მოკლე ლოგინზე გეძინოს, ვიდრე ავადმყოფს დიდ და ფართო საწოლზე. ასევე, ჯობია, მხიარულს საჭიროებები გქონდეს, ვიდრე ბრწყინვალედ ცხოვრობდე და არ გიხაროდეს.

სალუტიუსი: საერთო სურვილები და საერთო სიძულვილი – მტკიცე მეგობრობის საწინდარია.

გლინკა: უსაქმურობა ვაჟკაცობას აძინებს.

მარდამერი: ნივთები მაშინ კარგავს ფასს, როცა წარსულს, რომელსაც ისინი მოგვაგონებს, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

გოგებაშვილი: ამერიკის გამოცდილებამ აშკარად დაამტკიცა, რომ ქალს უფრო მომეტებული ნიჭი აქვს სწავლებისა და აღზრდისა ბუნებისგან მინიჭებული, ვიდრე ვაჟსა. უმეტესი ნაწილი ამერიკული სკოლებისა ქალების ხელშია.

ფრანკლინი: ფულის ფლობის ძირითადი უპირატესობა მისი მოხმარების საშუალებაში მდგომარეობს.

არჩილ მეფე: სარწმუნოს მოყვრის შერისხვა სჯობს მტრის პირისპირ ქებასა.

სტივენსონი: ლომი ცხოველების მეფეა, მაგრამ შინაური ცხოვრებისთვის უვარგისი; ასევეა სიყვარული – იგი ძალზე ძლიერი გრძნობაა, რომ ქორწინებას დაედოს საფუძვლად.

პანჩატანტრა: არ შეილახო ღირსება, – ყელს მოგებჯინოს, არ ჩაიდინო ბოროტი, არ დაემონო სურვილსა!

ჭაბუა: ზოგი ადამიანი, იქნებ, ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს.

ილია: როცა ადამიანს სურს, შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, უწინარეს ამას იკითხავს, – რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო.

გოეთე: ადამიანი თავს შეიცნობს არა ფიქრით, არამედ მოქმედებით. თავის ფასს იგი შეიცნობს მხოლოდ შეუპოვარ ცდაში, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა.

კონსტანტინე: გაგება – დასასრულია. ადამიანი მითიური ბაზილიკასავით მოკვდება, როგორც კი თავის თავს დაინახავს აბსოლუტური შემეცნების სარკეში.

ბოგატი: დიდი ვნებები და დიდი ნაწარმოებები დიდი დაუკმაყოფილებლობისგან იქმნება.

საავედრა: მშიშარათა სულში ბედნიერებისთვის ადგილი არ არის.

სენეკა უმცროსი: ნაკლოვანებები შრომით გადაილახება.

რუსო: ათას გზას მივყავართ მცდარობისკენ, ჭეშმარიტებისკენ კი – მხოლოდ ერთს.

რერიხი: აზროვნებაზე ძალადობა მძიმე დანაშაულია და არ შეიძლება, ის გამართლებულ იქნეს – ეს ახალ ძალადობას დაუდებს საფუძველს.

შოუ: წარმატებას ამქვეყნად აღწევს ის, ვინც ეძებს საჭირო პირობებს, და თუ ვერ პოულობს, თვითონ ქმნის მას.

მოპასანი: მამაკაცი ბევრჯერ უნდა იყოს შეყვარებული, ერთი ქალი რომ შეიყვაროს.

 

скачать dle 11.3