კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– ვერ ვიტან ლაქლაქა ადამიანებს... იმდენად ვერ ვიტან‚ რომ საათობით შემიძლია ამაზე ვილაპარაკო.

 

ბუში‚ შირაკი და პუტინი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდნენ. სხედან‚ თბებიან‚ იგონებენ... უცბად ბუში აღმოაჩენს‚ რომ ჯიბეში მობილური ტელეფონი აქვს. ზედამხედველ ეშმაკს ეკითხება‚ იმ სამყაროსთან დაკავშირება თუ შეიძლებაო.

 – რა პრობლემაა‚ მომეცი 2 მილიონი დოლარი და 5 წუთის განმავლობაში ვისაც გინდა და რაც გინდა, ელაპარაკე.

გამოუწერა ბუშმა ჩეკი და დაუკავშირდა ვაშინგტონს‚ გაიგო ახალი ამბები‚ მოიკითხა ახლობლები.

ახლა შირაკს მოუნდა პარიზთან დაკავშირება.

– 5 მილიონი დოლარი – 10 წუთი! – მოკლედ მოუჭრა ზედამხედველმა ეშმაკმა. 

გამოუწერა შირაკმა ჩეკი და ისაუბრა. გათიშა თუ არა ტელეფონი‚ პუტინმა იკითხა:

– მოსკოვს დამაკავშირებთ?

– 10 რუბლი გადაიხადე და ამ წუთში... თუ გინდა, მთელი დღე ილაპარაკე...

– რატომ ასეთი იაფი კოლეგებთან შედარებით? – გაოცდა პუტინი.

– ეჰ‚ ვალოდია‚ შენ და შენმა წინამორბედებმა ეგ ქვეყანა ჩვენს ფილიალად გადააქციეთ‚ ასე რომ‚ ტარიფი საქალაქთაშორისო კი არა‚ შესაბამისად‚ ადგილობრივია.

***

წარწერა აბრაზე:

„ტატულიზატორი“.

***

ფიზიკოსები ხშირად ცდებიან. აი, თუნდაც ბგერის გავრცელების სიჩქარე ავიღოთ: იმას‚ რასაც მოზარდობის ასაკში ეუბნებით შვილებს‚ მათ მხოლოდ 40 წლის ასაკში ესმით.

***

მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება:

– საბა‚ აბა‚ მიპასუხე‚ რა უნდა გამოხვიდე‚ როცა  გაიზრდები?

– ექიმი.

– ყოჩაღ. შენ‚ ლუკა?

– იურისტი.

– აბა‚ გიო‚ შენ რა გინდა გამოხვიდე?

– ეკონომისტი.

– შენ‚ სანდრო?

– დებილი.

– დებილი?! რატომ?

– მამას რომ სასეირნოდ გამოვყავარ‚ ყოველთვის ამბობს: – რა მაგარი მანქანა ჰყავს ამ დებილს‚ ამ დებილმა რა სასახლე აიშენა...

***

განცხადება:

„კეთილი ზოოფილების ჯგუფი იქირავებს ზოოპარკს“.

***

– მიხო‚ ექიმმა მითხრა‚ საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ერთი თვე ზღვაზე დასვენება‚ ერთი თვე კი – მთაშიო... პირველად სად წავიდეთ?

– სხვა ექიმთან‚ ქალო!..

***

მოხუცები მსჯელობენ‚ ვის რა აწუხებს‚ რომელია ყველაზე მძიმე დაავადება. ბოლოს ერთხმად შეთანხმდნენ‚ რომ ყველაზე საშინელი ავადმყოფობა‚ კოლიას თქმის არ იყოს‚ ართროზია. ყველაფერი გიქვავდება და გიმაგრდება‚ გარდა იმისა, რისაც გინდა...

***

ორი დაქალი ერთმანეთს შეხვდა:

– გუშინ ახალ სამსახურში მივედი გასაუბრებაზე.

– ჰო‚ ვიცი‚ ძალიან განვიცდიდი...

– იცი? მიუხედავად ამისა‚ მიმიღეს...

***

ზურაბ წერეთელმა გადაწყვიტა, შეიცვალოს ამპლუა და მოსკოველებს მიუძღვნა ახალი სკულპტურული ნამუშევარი: „ძია ომონელი სახეს ახევს შადრევნის ბიჭუნას ქანდაკებას‚ რომელსაც მოსკოვში ჩაწერის საბუთი არ აქვს“.

***

განცხადება:

„სამწუხარო შეცდომა გაიპარა „სოკოების ცნობარში“: მე-12 გვერდზე უნდა იყოს „სოკო ¹ 477 – შხამიანი“. ვინც გადარჩა‚ ვთხოვთ, შეიტანოს შესაბამისი შესწორება“.

***

„მისი ხელი ჩემკენ მოიწევდა... დახვეწილი‚ მოქნილი‚ გამოცდილი... დიახ‚ დიახ, ის ზუსტად ასეთი იქნებოდა‚ რადგან ნამდვილად ვერ გავიგე‚ როგორ ამომაცალა საფულე“.

***

ქალი და სიგარეტი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: მათ ანთებენ‚ იყენებენ და მერე აგდებენ.

***

მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმდნენ, კაცისთვის გინეკოლოგობა პროფესიაა თუ ჰობი.

***

ადამიანები ყველაფერს აკეთებენ‚ რომ ცნობილები გახდნენ‚ ამის შემდეგ კი შავი სათვალეებით‚ მანქანის დაბურული მინებითა და დაცვით ცდილობენ დაიმალონ‚ რომ არ მიუახლოვდნენ ისინი‚ ვისთვისაც უნდოდათ, თავი გაეცნოთ.

***

ფლომასტერი ფანქარს მიმართავს:

– ნახე‚ რა მაგარი ვარ‚ პლასტმასის‚ ფერადი‚ მოდური...

– სამაგიეროდ‚ ნახე‚ მე რა მეგობარი მყავს – სათლელი...

***

სამართალდამცველის ოცნება:

„ჩვენ‚ სამართლის დამცველები, მას შემდეგ‚ რაც დაიჭირეს ტერორისტი‚ რომელსაც ფეხსაცმელში აღმოაჩნდა ასაფეთქებელი‚ ყველა ეჭვმიტანილს ფეხსაცმლის გახდას ვაიძულებთ. ნეტა ვინმემ ასაფეთქებელი ლიფში ჩაიდოს“...

***

– იცი‚ თურმე‚ „კაგებეს“ აგენტებს როგორ ავარჯიშებდნენ? ყველაზე ძლიერები რომ გამოსულიყვნენ‚ უკანა ტანიდან ცხვარი მანამ უნდა გაებერათ, სანამ რქა არ გაუსწორდებოდა. ყველაზე ამტანები რომ გამოსულიყვნენ‚ პირში წყალს აგუბებინებდნენ და ცხელ ქურაზე სვამდნენ მანამ‚ სანამ წყალი არ ადუღდებოდა.

***

სვან უფროსს თანაშემწე ეუბნება:

– იქნებ, ათი წლის წინანდელი საბუთები გაგვენადგურებინა? ადგილი გათავისუფლდება‚ თორემ, ახალ საბუთებს ვერსად ვდებთ...

– კი ბატონი... ოღონდ‚ ყოველი შემთხვევისთვის, განადგურების წინ ყველა საბუთის ასლი გააკეთე და შევინახოთ.

***

– საინტერესოა‚ საქმის მოსაგვარებლად ყალბ კუპიურებს თუ მისცემ‚ ქრთამად ჩაითვლება?

– არა‚ შეურაცხყოფად.

***

დიდი ხნის უნახავი ნაცნობები შეხვდნენ ერთმანეთს და მოიკითხეს:

– ახლა სად ხარ‚ რას საქმიანობ? – ჰკითხა ერთმა.

– ადამიანებს კეთილებს და მშვიდობისმოყვარულებს ვხდი...

– ეკლესიაში ხარ მოძღვრად?

– არა‚ ანაშას ვყიდი...

 

скачать dle 11.3