კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაც უფრო ჰარმონიულად მოაწყობთ ოთახს, მით მეტი შანსი გექნებათ, სახლში სიყვარული შეინარჩუნოთ.

 

უპირველესად, თქვენი და თქვენი რჩეულის საძინებელში უნდა იყოს წესრიგი და სიმშვიდე. ამიტომ, რაც უფრო დაშორებული იქნება თქვენი საძინებელი სახლის ან ბინის შემოსასვლელიდან, მით უკეთესი.

თქვენი სიმყუდროვე არ უნდა დაარღვიოს სტუმრების, ბავშვების ან უცხო ადამიანების ხმებმა. რა სასიყვარულო ღამე გექნებათ, თუ სამზარეულოდან საჭმლის არომატი შემოდის საძინებელში?!

საძინებლის არჩევისას, ეცადეთ, ოთახს არ ჰქონდეს საერთო კედელი არა მარტო სამზარეულოსთან, არამედ აბაზანასთან – არ მიადგათ თქვენი საწოლი სველ კედელს.

ის, თუ სად უნდა იყოს სასთუმალი, ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო, დაეყრდნოთ უნივერსალურ რეკომენდაციას – ეს, შესაძლოა, თქვენთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. შეასრულეთ უბრალო ასტროლოგიური რჩევა: საძინებლის კარი არ უნდა იყოს საწოლის პირდაპირ, რადგან ფეხები კარის მიმართულებით – ეს მიცვალებულის პოზაა.

ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორია თქვენი საწოლი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრათ ეგრეთ წოდებული „დამაშორებელი ნიშნები,” წყვილს აუცილებლად უნდა ედგას ერთი დიდი საწოლი, უნდა ეგოს ერთი ქვეშაგები და ეხუროს ერთი საბანი.

არ ვარგა ცოლ-ქმრის დაწოლა გაშლილ დივანზე. უკეთესია, თუ შეიძენთ საწოლს, რომელიც ოთხ ფეხზე დგას.

საძინებელში, აგრეთვე, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, ინახება თუ არა საწოლის ქვეშ ზედმეტი, უსარგებლო ნივთები. სასიცოცხლო ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის იქ სისუფთავე და სიცარიელე უნდა იყოს.

საძინებელ ოთახში აუცილებლად  უნდა იყოს მაგიდა, რომელზეც იდგმება სარკე. სარკე მაგიური ნივთია, რომელსაც შეუძლია, როგორც შეანელოს, ასევე, გააძლიეროს ნეგატიური ენერგია. ამიტომ, ის ისე დადგით, რომ თქვენი საწოლის გამოსახულება სარკის ცენტრში არ მოხვდეს. ასევე, დასვენების დროს, არ უნდა ხედავდეთ სარკეში თქვენს ორეულს.

ბევრი ადამიანი საძინებელში ამჯობინებს მუშაობას. ეს არ არის სწორი. ოთახში, რომელშიც შედიხართ დასასვენებლად და გსურთ, გაატაროთ დაუვიწყარი ღამე, ნახოთ ფერადი სიზმრები და რჩეულს ეალერსოთ, არ შეიძლება მუშაობა, კითხვა, წერა ან ტრენაჟორზე ვარჯიში.

წიგნების თარო და საწერი მაგიდა დადგით საძინებლის გარეთ. ჯობია ღამით საყვარელ ადამიანთან, ან, თუნდაც მარტომ, მშვიდი და ჰარმონიული გარემო შექმნათ და ლამაზი სიზმრები ნახოთ.

 

скачать dle 11.3