შვილის სქესი საიდუმლოა
კანადელმა წყვილმა გადაწყვიტა, მთელი მსოფლიოსთვის დაემალათ თავიანთი ახალშობილის სქესი. პატარა უკვე ოთხი თვისაა, მაგრამ, ვაჟია ის თუ გოგონა, არავინ იცის, გარდა 38 წლის დედის – კეტი უიტერიკის, 39 წლის მამის – დევიდ სტოკერის, მათი 5 და 2 წლის შვილების, ოჯახის უახლოესი მეგობრის და ორი ბებიაქალისა, რომლებიც ეხმარებოდნენ დედას მშობიარობის დროს. „ტორონტოს ეს ახალი მცხოვრები როცა გაიზრდება, სქესს თავად აირჩევს“, – განაცხადეს მშობლებმა.
ბავშვს უცნაური სახელი – სტორმი უწოდეს. ეს სახელი მას ქარიშხლისა და ღრუბლების პატივსაცემად, მათი სილამაზისა და ცვალებადობის გამო შეურჩიეს. „ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მშობლები ბევრ რამეს ირჩევენ შვილების მაგივრად. ეს საზიზღრობაა, – ამბობს სტოკერი, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, – საზოგადოება აწვდის ბავშვებს სიგნალებს, რომლებიც მოწმობენ, რომ ისინი უნდა შევიდნენ მათთვის განკუთვნილ უჯრედებში, მათ შორის – სქესის კუთვნილებით. ჩვენ კი ჩვენს შვილს მივანიჭეთ არჩევის თავისუფლება. იმისთვის, რომ სტორმის სიცოცხლეში მსოფლიო გახდეს უფრო მიმზიდველი ადგილი, ვთხოვთ მსოფლიოს: უფლება მიეცით სტორმს თვითონ, დამოუკიდებლად განსაზღვროს, ქალად უნდა მას ყოფნა თუ კაცად“.