კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტვინის სტრუქტურის გაუმჯობესება სექსითაა შესაძლებელი

 

საყვარელ ადამიანთან ინტიმური ურთიერთობები გავლენას ახდენს თავის ტვინის სტრუქტურაზე და ხელს უწყობს სექსუალური სურვილის გახანგრძლივებას. კოლორადოელი სექსოპათოლოგი დევიდ შნარხი შეგვახსენებს, რომ სექსუალური ურთიერთობები – ეს, პირველ ყოვლისა, არის შანსი, პარტნიორთან ერთად შევიგრძნოთ განსაკუთრებული სიახლოვისა და შერწყმის მომენტები. ახალ წიგნში – „ინტიმურობა და სურვილი“, აღნიშნულ თემატიკაზე დაწერილი მრავალი წიგნის ავტორი მათ უწოდებს „შეხვედრების სენსომოტორულ მომენტებს“.

„ამ მომენტებში – ამტკიცებს ამერიკელი ექიმი – გული და სული მშვიდდება, უფრო სტაბილური ხდება ურთიერთობები, მტკიცდება სწრაფვა საყვარელი ადამიანისადმი“.

საყვარელ ადამიანთან სექსით დაკავების პოზიტიური ეფექტის გასაღები იმალება მოვლენაში, სახელწოდებით – ნეიროპლასტიკურობა. ეს არის თვისება ადამიანის ტვინისა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შეიცვალოს რაიმეს ზემოქმედებით. ადამიანის ტვინს შეგუების დიდი უნარიც აქვს, ანუ თავის სტრუქტურებს სხვა ორგანოებთან ურთიერთქმედებით განალაგებს.

რაც შეეხება სექსუალურ ურთიერთობებს, მკვლევართა აზრით, პოზიტიურ ეფექტს ნეიროპლასტიკურობის ფენომენი იმ შემთხვევაში იძლევა, თუ პარტნიორები ინარჩუნებენ მხედველობით კონტაქტს სქესობრივი აქტის დროს. უნდა ხდებოდეს „აზრთა ვულკანური შერწყმა და ემოციური გახსნილობა, ანუ, სექსუალური კონტაქტი უნდა იყოს ერთობლივი აქტი და არა სხვა ადამიანის სხეულით საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება“.

 

скачать dle 11.3